რაფალ პასიერბეკი: ,,გადარეული ვარ, თუმცა სიმართლე გითხრათ, შედეგებზე მუშაობას ჩემი საქმის თავმდაბლად კეთება მირჩევნია. სხვა კონკურსანტების დონეც მაღალი იყო და ფინალში გადასვლაზე არც ვფიქრობდი. ბედნიერი ვარ, რადგან საქართველოში ჩამოსასვლელად კიდევ ერთი მიზეზი მაქვს და ეს ქართული სამზარეულოდან, უგემრიელესი ხაჭაპურია!
- შესარჩევ ტურთან შედარებით, ნახევარფინალში მეტი ნერვიულობა გეტყობოდა...
- ნომრის დასაწყისში დაძაბული ვიყავი. ასფალტის ზედაპირი ნამიანი იყო და მუხრუჭს ფრთხილად ვიყენებდი, რადგან შეიძლებოდა მოცურებულყო და საკუთარი თავი საფრთხის წინაშეც დამეყენებინა. „რუსთავი 2“ ძალიან ორგანიზებული ტელევიზიაა, განათებაც და სხვა პირობებიც შესაბამისი მქონდა, რათა ნომერი ისე წარმედგინა, როგორც საჭირო იყო. თავდაჯერებულიც გახლდით.
- ფინალში რითი გაგვაოცებთ?
- ამ საიდუმლოს ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ შევასრულებ ჩვეულებრივ ნომერს, რომელსაც ბონუსს დავუმატებ და სწორედ ამას დავიტოვებ სიურპრიზად. წარმოგიდგენთ ტრიუკებს, რაც სხვაგან არსად მიჩვენებია და დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული.