„მარიამის შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა“ - პატარა ფინალისტის ახდენილი ოცნება

ნიჭიერი

24 იანვარი 15:30
90

„ფინალში მოხვედრის შანსი ყველას თანაბრად ჰქონდა. მომღერლებზე წინა ნახევარფინალებშიც გაკეთდა აქცენტი და, სიმართლე გითხრათ, მარიამის ფინალში გადასვლა მეეჭვებოდა, თუმცა ხმების უმრავლესობით მისი ფინალისტობაც გადაწყდა!“ - მარიამ ურუშაძის დედა, ნინო რურუა Funtime-ს ემოციებს უმხელს.

- მარიამის შესაძლებლობების რამდენად გჯეროდათ?
- ჩემი შვილის შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა და სულ ვარწმუნებდი, შენ ისედაც გამარჯვებული ხარ-მეთქი. მარიამის და ჩემი ოცნებაც იყო, რომ, ორკესტრთან და კაპელასთან ერთად, ცნობილი ჰიტი „silent night“ შეესრულებინა. ქართული ვერსია კი „რუსთავი 2“-ისთვის შეიქმნა.


- რა ასაკში დაიწყო სიმღერა მარიამმა?
- მარიამმა, ლაპარაკთან ერთად, სიმღერაც დაიწყო. ჩვენ კი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში ღრმა ბავშვობიდან ვეხმარებოდით. დახვეწილ მუსიკას ვასმენინებდით. ვოკალის პედაგოგი არასდროს ჰყოლია. სენაკის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც ვალერიან შიუკაშვილმა შეაფასა, მოეწონა და გალა კონცერტზეც გამოიყვანა.