რეკლამა გაითიშება
3
წამში

კლინიკა „ელიტში“ ყველაფერი პაციენტის კომფორტისთვის არის შექმნილი!

PR კლუბი

14 დეკემბერი 22:00, 2016 წელი
50

Pr კლუბის სტუმარია კლინიკა „ელიტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თაკო ქველიძე.

თაკო როგორ მოხვედი კლინიკა „ელიტში“?
დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი - მედიის სკოლა,  ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი. უკვე მესამე წელია,  რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ვმუშაობ. სამედიცინო სფეროში პირველად მაშინ მოვხვდი,  როდესაც  კლინიკა „ელიტში“ დავიწყე მუშაობა.  პირველ ეტაპზე ერთგვარი სირთულე იყო ის, რომ ყველა ის მიმართულება უნდა შემესწავლა, რომლითაც კლინიკა მუშაობს, დაწყებული  თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნოლოგიებითა და მეთოდებით, დამთავრებული კოსმეტოლოგიური პროცედურებით. იმ გუნდის დახმარებით, რომელიც კლინიკაში დამხვდა ეს არც ისე რთული აღმოჩნდა.


 


მოგვიყევით კლინიკა „ელიტზე“
კლინიკა ,,ელიტი“  2003 წელს  შეიქმნა საქართველოში.  მუშაობის პირველი დღიდან  მიზანი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და პაციენტის კომფორტზე ზრუნვაა. 14  წლის განმავლობაში კლინიკა „ელიტმა“  მოიპოვა  პაციენტების ნდობა და სიყვარული.  ჩვენ გვყავს ისეთი ერთგული პაციენტები, რომლებიც მაგალითად  10-12  წელია დადიან ჩვენთან და არსად სხვაგან.


კლინიკა დღეს ოთხი ძირითად მიმართულებით მუშაობს:  თანამედროვე სტომატოლოგია,  ბავშვთა სტომატოლოგია,  კოსმეტოლოგია,  ლაზერული ეპილაცია.


ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც კლინიკაში   გამოიყენება  შეესაბამება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენთან ყველაფერი  პაციენტის კომფორტისათვისაა შექმნილი.  


 


რა სიახლეებია კლინიკაში?
გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე.  გამოვყოფ ჩვენთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც  კომპანია  Sigal Dental-ის (ისრაელი)  მხარდაჭერით ხორციელდება. სოციალური პროექტი  გულისხმობს - იმპლანტაციურ  მკურნალობას მინიმალურ ფასად! ჩვენი მიზანია, რომ უკბილობის პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის გახდეს ხელმისაწვდომი. აღნიშნული იმპლანტები ძვალთან მარტივად ხორცდება.  ეს არის ხარისხისა და ფასის იდეალური შეხამება.  ასევე კლინიკაში გამოიყენება  გერმანული პრემიუმ კლასის იმპლანტებიც. შესაბამისად პაციენტს აქვს საშუალება მოთხოვნისა და შესაძლებლობის შესაბამისი არჩევანი გააკეთოს. 


ასევე სულ ცოტა ხნის წინ განვაახლეთ ბავშვთა სტომატოლოგიის კაბინეტი. ჩვენი ექიმი- თერაპევტები არიან ბავშვთა ფსიქოლოგებიც და მათ ზუსტად იციან როგორ  გახადონ პატარა პაციენტებისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი უფრო კომფორტული.  მკურნალობის დაწყებამდე ბავშვები თვითონ არჩევენ ბჟენის ფერს,  რიგის მოლოდინში ბავშვებს შეუძლიათ წაიკითხონ საბავშვო ჟურნალები და გააფერადონ სახალისო  წიგნები.


 


სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
კლინიკა „ელიტი“ უკვე მრავალი წელია ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს . უკვე შემიძლია გაგიმხილოთ, რომ სულ მალე ჩვენსავე კლინიკაში გაიხსნება სასტუმრო.  შიდა ინფრასტრუქტურა გააერთიანებს როგორც სტომატოლოგიურ და ესთეტიკური მედიცინის კაბინეტებს ასევე სასტუმროს ტიპის ნომრებს სადაც,  სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პაციენტები დარჩებიან.  ეს იქნება სრული კომფორტი მათთვის, რადგან შეძლებენ ერთ სივრცეში ჩაიტარონ სტომატოლოგიური მომსახურება და დასრულების შემდეგ ერთი სართულის ზემოთ მათსავე ნომრებში დაისვენონ.  კლინიკა „ელიტი“ პირველია საქართველოში რომელიც ამ მომსახურებას დანერგავს.  


 


რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან?
ჩემს მიერ ზემოთ მოყოლილის გარდა უპირველესყოვლისა მაღალკვალიფიციური გუნდი უნდა გამოვყო,  ჩვენი ექიმები რომლებიც სრულყოფილად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და არიან საქმის ნამდვილი პროფესიონალები. თუ ავიღებთ სტომატოლოგიის ნაწილს მათი მუშაობის პრინციპი  გუნდურია , სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები პარალელურად მუშაობენ პაციენტთან,  ეს მეთოდოლოგია გვაძლევს საშუალებას უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ სასურველ შედეგს.


 


თანამედროვე ტექნოლოგიები უნდა გამოვყო კიდევ აუცილებლად.  მაგალითისათვის  ავიღოთ იგივე ღრძილების კომპლექსური მკურნალობა , რომელიც ჩვენთან შემდეგი მეთოდებით ტარდება:



  • სისტემა Vector-ით

  • ლაზერული ფოტო დინამიური თერაპია (FDT)

  • ოზონის ”Ozone DTA” აპარატით


ეს ტექნოლოგიები საშუალებას იძლება  ქირურგიული ჩარევის გარეშე ეფექტურად მოგვარდეს პაციენტის პრობლემა.


და მესამე მიზეზი თუ რატომ უნდა აგვირიონ ჩვენ ეს არის -  გარანტირებული სტერილიზაცია,  რაც  ყველა პაციენტისათვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მკურნალობის პროცესში.