მაკა უდესიანი: „წარმატება გამოცდილებას, ცოდნას და შრომისმოყვარეობას მოაქვს!“

PR კლუბი

11 დეკემბერი 19:00, 2016 წელი

„პიარის განხრით 5 წელია, ვმუშაობ - ვიყავი „კიკალა სტუდიოში“, შემდეგ „საფილოში“ და უკვე ორი წელია, „Pivot Point“ აკადემიაში ვარ დასაქმებლი,“ – სილამაზის აკადემიის შესახებ გვიყვება და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს „Pivot Point“-ის PR მენეჯერი მაკა უდესიანი.

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მართალია, ეს საინტერესო პროფესიაა, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო საქმე შევარჩიე და ამჟამად PR მენეჯერი ვარ, ვმუშაობ „Pivot Point“ სილამაზის ხელოვნების აკადემიაში.


- პიარის სფეროში რა გამოცდილებით მოხვედით?
- ჩემი სამუშაო გამოცდილება მრავალ წელს ითვლის, სხვადასხვა, სრულიად განსხვავებულ კომპანიებში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა ხალხთან ურთიერთობაში, გაყიდვებში, ზოგადად კლიენტის მოთხოვნების მაღალ დონეზე დაკმაყოფილებაში. პიარის განხრით 5 წელია ვმუშაობ, ვიყავი „კიკალა სტუდიოში“, შემდეგ „საფილოში“ და უკვე ორი წელია, „Pivot Point“ აკადემიაში ვარ დასაქმებული.


- რამდენად წარმატებულია თქვენი ნაბიჯები?
- ალბათ წარმატება გამოცდილებას, ცოდნას, შრომისმოყვარეობას და საქმის სიყვარულს  მოაქვს. იმდენ კომპანიაში ვიმუშავე, რომ სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. გარდა ჟურნალისტიკისა და პიარ ტექნოლოგიებისა, შევისწავლე ფოტოგრაფია, ვიცი სხვადასხვა პროგრამები, რაც არაერთი იდეის განხორციელებასა და ვიზუალიზაციაში მეხმარება.
მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. არასამუშაო დღესაც ხშირად ვმუშაობ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემთვის ის არის, რომ არ მიწევს ერთი და იმავეს კეთება. ჩემ საქმეში ყოველთვის არის სიახლე, ახალი ხალხი და ახალი გარემო. თუ გიყვარს შენი საქმე, ის აუცილებლად იქნება წარმატებული. ძალღონეს არ ვიშურებ იმისთვის, რომ კომპანია წარმატებული და, რაც მთავარია, სანდო იყოს მომხმარებლისთვის. თუ მოინდომებ, რთული არაფერია.


- რატომ უნდა ენდოს მომხმარებელი Pivot Point აკადემიას?
- Pivot Point სილამაზის ხელოვნების აკადემიას მთელს მსოფლიოში გააჩნია სკოლები და ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
Pivot Point აკადემია გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ მაღალი დონის განათლება: თმის ხელოვნებაში, მანიკიურ-პედიკიურის და ვიზაჟის სფეროში.
ეს გახლავთ ერთადერთი აკადემია. ამასთანავე Pivot Point-ს გააჩია ბრენდ სალონი, სადაც ყველანაირ სალონურ მომსახურებას მიიღებთ კვალიფიციურ, უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ დატრენინგებულ ხელოსნებთან. ასე რომ, გვეწვიეთ და თავად განსაჯეთ!


- როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი და თავისუფალ დროს რას უთმობთ?
- ჩემი სამუშაო რეჟიმი ჩემთვის საკმაოდ კომფორტულია. დღის განმავლობაში იმდენი რამის კეთება მიწევს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ ვფიქრობ, ხომ არაფერი გამომრჩა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ეს ჩემი ყველაზე საყვარელი შეკითხვაა, რადგან მიყვარს მოგზაურობა, ახალი ქვეყნების და კულტურის გაცნობა, ასევე გახლავარ გურმანი და ვგიჟდები სხვადასხვა კერძების ან დესერტების დაგემოვნებაზე. მიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დათვალიერებაც. ოჯახურ ბიზნესშიც ვარ ჩართული. მესტიის საკურორტო ზონაში მაქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო, გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით და გამუდმებით სიახლეების ძიებაში ვარ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?