რას აკეთებს ბათუმელი ჟღალთმიანი დირიჟორი ზარმაცი მსმენელის დასაინტერესებლად?

PR კლუბი

7 აგვისტო 12:00, 2015 წელი

სალომე ცეცხლაძე, რომელიც პროფესიით დირიჟორია, ამჟამად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პრესსპიკერია და პიარმენეჯერის ფუნქციასაც ითავსებს.

სალომეს თქმით, კლასიკურ  ხელოვნებას პოპულარობა ნამდვილად აკლია, თუმცა მუსიკალურმა ცენტრმა მაყურებელთან განსხვავებული მიდგომები შეიმუშავა.


ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
წელიწად-ნახევარია, რაც ამ დაწესებულების პრესსპიკერი ვარ.
ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. რაღაც პერიოდი თბილისში ვცხოვრობდი და ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. ასევე, ვმღეროდი გორის ქალთა კამერულ გუნდში.
შემდეგ ჩემს პირად ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდა, ან თბილისში უნდა დავრჩენილიყავი, ან ბათუმში წამოვსულიყავი. ვიფიქრე, ცოტა ხნით ბათუმშიც გამეკეთებინა რამე და გადმოვედი. თან მქონდა პროექტი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნებოდა ხელოვნების განვითარებისთვის.
სრულიად შემთხვევით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩემი მეგობრის, ზვიად ბოლქვაძის კონცერტი ჩატარდა. 
მე ამ კონცერტის საორგანიზაციო ჯგუფში ვიყავი ჩართული და  მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაციას ჩემი აქტიურობა არ გამორჩენია. 
მაშინ ახალი დაარსებული იყო მუსიკალური სეზონური ფესტივალები და შემოდგომაზე პირველად ერთად გავაკეთეთ. მას შემდეგ აქ ვარ. ჩემს მოვალეობებს შორის არის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობა, დაგეგმილი ღონისძიებების გასაჯაროება. ასევე, ვმუშაობ მარკეტინგის მიმართულებით - აუდიტორიის მოზიდვა, მისი განვითარება. ახლახან, ბრიტანული საბჭოსა და აჭარის კულტურის დეპარტამენტის ხელშეწყობით, სტუმრად გვყავდა ლივერპულის სიმფონიური ორკესტრის მენეჯერი. მასთან ერთად ვიმუშავეთ აუდიტორიის განვითარებაზე. 



სამუშაო დღის განრიგი
სამუშაო დღე არასტანდარტული მაქვს - შეიძლება, დილის 9-ზე დავიწყო და ღამის 12-ზე დავამთავრო. გვაქვს გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. დღეს, მაგალითად, კვირაა, მაგრამ, ჩვეულებრივ, სამუშაო დღე მქონდა. თანაც ერთი ადამიანი ვარ, ვისაც რამდენიმე მიმართულება მაბარია. ნამდვილად შრომატევადი სამუშაოა. ასევე, ვცდილობ, ჩემს პროფესიასაც არ ჩამოვშორდე და ბავშვთა სახელოვნებო ჯგუფი მყავს. 


ხელმისაწვდომი ფასები კლასიკური ხელოვნების პოპულარიზაციისთვის
სახელმწიფო გვაფინანსებს და პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ ჩვენი ღონისძიებებით საზოგადოება კარგად გავართოთ. ამასთანავე, უნდა იყოს შემეცნებითი და ინდივიდუალური. ამისთვის დიდი სერვისი გვაქვს. ჩვენთან არის საოპერო სტუდია, ორკესტრი, კაპელა და ახალგაზრდა მუსიკალური თეატრი. ამ სხვადასხვა სეგმენტს თავისი მაყურებელი ჰყავს. ზოგჯერ არც ჰყავს და ჩვენი სურვილია, ეს ყველაფერი ისე დავგეგმოთ, რომ საზოგადოება დაინტერესდეს. ერთჯერადი ინტერესი მაინც გავუჩინოთ - ვთქვათ, აფიშით ან რეკლამით. კლასიკურ მუსიკას მაინც მცირე მსმენელი ჰყავს. ადმინისტრაციამ ხელმისაწვდომი გახადა ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება - ბილეთის ფასი 3-5 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 15 ლარია. არის ღონისძიებები, როცა 20-30 ლარიც ღირს.
სპეციალური გამოკითხვაც ჩავატარეთ - ადამიანებს ვკითხეთ, რატომ არ დადიან სპექტაკლებზე და აღმოჩნდა, რომ უმეტესობას კონკრეტული პასუხი არ აქვს. ეს, ვფიქრობ, უფრო სიზარმაცის ბრალია.
ამ მხრივ, ტელევიზიაც ცუდ როლს თამაშობს - როცა სპექტაკლზე მოსასვლელად ადამიანს გზის ხარჯიც უწევს და თანაც იცის, რომ ეს სპექტაკლი აუცილებლად გავა ტელევიზიით, უშუალოდ დასწრება აღარ უღირს. 


განსხვავებული შეთავაზებები დამსვენებლებს
ჩვენ ვთანამშრომლობთ ტურიზმის დეპარტამენტთან და გვაქვს ღონისძიებები სპეციალურად უცხოელი ტურისტებისთვის. არამარტო ტურიზმის დეპარტამენტის, თავად უცხოელების სურვილიცაა, ადგილობრივ ფოლკლორს გაეცნონ. ამ ბოლო დროს ვაკეთებთ სალონურ საღამოებს, სადაც არაორდინარული გარემოა, მაყურებელი მაგიდასთან ზის და შეუძლია, ქვიშაზე მოხარშული ყავა ან ლუდი მიირთვას. მოგვყავს პოეტები, მწერლები. სხვათა შორის, ამ პროექტებმა გაამართლა. 


პირადი ცხოვრება და სამსახური
პირადი ცხოვრებისთვის ბევრი დრო არ მრჩება, მაგრამ ვცდილობ, მეგობრებისთვის აუცილებლად გამოვნახო დრო. დაოჯახებული არ ვარ. არ ვარ მეოცნებე და პრინცს არ ველოდები. არც ბავშვობაში ველოდებოდი და ზღაპრებისაც არ მჯეროდა. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?