აქ ყოველი სტუმრის რეაქცია უნდა იყოს: „...მართლა ოაზისში მოვხვდი!“

PR კლუბი

17 აგვისტო 16:00, 2015 წელი

მარკეტერი ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობ თავს, როცა ნამდვილად ის გაქვს გასაყიდი, რასაც შენც სიამოვნებით შეიძენდი და გეამაყება, როცა შენს პროდუქტს პოტენციურ კლიენტს აცნობ, - ამბობს მანუჩარ მამეიშვილი, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისის“ მარკეტინგული კომუნიკაციებისა და გაყიდვების მენეჯერი.


პირველი სამსახური
სკოლა ოზურგეთში დავამთავრე. სწავლა თბილისში გავაგრძელე. ESM თბილისის  ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრის დიპლომი მაქვს. სტაჟირების შემდეგ ჩემი პირველი სამსახური კვლევით კომპანია „ეისითი“-ში მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია იყო, სადაც უამრავი რამ ვისწავლე და საინტერესო მენეჯერის თამარ ბაბუხადიას წყალობით საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე.



ოაზისში მოხვედრა
„ეისითის შემდეგ კიდევ რამდენიმე ორგანიზაციაში მომიწია მარკეტინგის დეპარტამენტსა თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობა, თუმცა ყოველთვის მიზიდავდა გურია და დასავლეთი, აქეთ მინდოდა წამოსვლა. ამიტომ ძალ-ღონე არ დამიკლია, რათა სასტუმრო ოაზისში მოვხვედრილიყავი. გამოცხადებული იყო ვაკანსია მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პირველად თბილისის ფილიალში მივედი და იქაურ თანამშრომლებს ვესაუბრე, შემდეგ CV გამოვაგზავნე. დაახლოებით, თვე-ნახევრის შემდეგ ამ ულამაზეს ადგილას ჩამოვედი კომპანიის მენეჯერთან პირისპირ შეხვედრაზე. ვისაუბრეთ პასუხისმგებლობებსა და უამრავ გასაკეთებელ სამუშაოზე, რის შემდეგაც შევთანხმდით პირობებზე, დავნიშნეთ სამუშაოს დაწყების თარიღი და გადმოვედით სასტუმრო ოაზისში.



რა არის ჩემთვის სამსახური?
ჩემი სამსახური პირველ რიგში არის საშუალება, შევქმნა და შევმატო ორგანიზაციას ის, რაც აქამდე არ ჰქონია, გავაუმჯობესო ის, რაც გაკეთებული დამხვდა, შევინარჩუნო უკვე არსებული ტრადიციები და ისტორია და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავაცნო რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
სასტუმრო ოაზისი ამ კუთხით ძალიან საინტერესო ადგილია, უამრავი გამოწვევაა. აქ არ კმარა მარკეტინგი მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. ძირითადი სეგმენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ არის და მათთან კომუნიკაციის აწყობა ძალიან საინტერესო პროცესია. მარკეტერი ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობ თავს, როცა ნამდვილად ის გაქვს გასაყიდი, რასაც შენც სიამოვნებით შეიძენდი და გეამაყება, როცა შენს პროდუქტს პოტენციურ კლიენტს აცნობ. ამ დროს საქმეც უკეთ გამოდის.



ერთი სამუშაო დღე
სასტუმრო ოაზისში“, გარდა იდეალური გარემოსა და უმაღლესი დონისა, აღსანიშნავია თანამშრომლების პროფესიონალიზმი და გუნდურობა. ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევა მიმიღია მათგან და მეც ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერს გვერდით დავუდგე, რათა საბოლოოდ ერთად ვაგრძნობინოთ თითოეულ კლიენტს, რაოდენ  მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სამუშაო დღე 10:00 საათზე 15-20-წუთიანი შეკრებით იწყება, სადაც ერთად გავდივართ მიმდინარე დღის დეტალებს - რა ღონისძიება იგეგმება, რა წვრილმანებია გასათვალისწინებელი, რას უნდა მიექცეს ყურადღება. ამას მოსდევს დატვირთული დღე 19:00 საათამდე, თუმცა ჩვენი სამუშაო 7 საათზე არ მთავრდება. აქ საქმე ყოველთვის არის, თითოეული ჩვენგანი სასტუმრო ოაზისის იმიჯზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავს. აქ ყოველი სტუმრის რეაქცია უნდა იყოს: „მართლა ოაზისში მოვხვდი!“ სასტუმროს ნებისმიერი თანამშრომელი დღედაღამ კლიენტის სამსახურშია. ყოფილა ზარები ღამის 04:00 საათზეც და დილის 06:20 საათზეც და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუპასუხოთ: მოგესალმებათ სასტუმრო ოაზისი, რით შემიძლია დაგეხმაროთ?



თავისუფალი დრო
მეგობრები და ოჯახის წევრები იმდენად მონატრებული მყავს, რომ სამსახურის გარეთ ვცდილობ, მთელი დრო მათთან გავატაროთ. ეს ჩემთვის გართობაცაა და დასვენებაც. თუმცა საუკეთესო გასართობი მანც ჩემი შვილია, რომელიც ქრონიკულად გვენატრება მე და ჩემს მეუღლეს. სამუშაოდ მე და ჩემი მეუღლე ერთად ჩამოვედით ოაზისში, მაია კორპორაციულ გაყიდვებსა და მათი პროექტების მენეჯმენტს უზრუნველყოფს. როგორც უკვე აღვნიშნე, სულ გვენატრება ჩვენი ათი თვის ვაჟი, რომელიც ოზურგეთშია, ჩაქვიდან 40 კილომეტრში, ბებია-ბაბუასთან  და ვცდილობთ, როგორც კი შევძლებთ, მასთან ვიყოთ. ახლა მეორე შვილს ველოდებით და ისიც უკვე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ოაზისი“ კი ამ კუთხითაც საუკეთესო ადგილია - მშვიდი და კომფორტული. 
ასე რომ, გელოდებით ჩაქვში, 
ჩვენი კარი მუდამ ღიაა თქვენთვის! 
ჩვენ ვქმნით 
ოაზისს თქვენთვის!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?