„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი: ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შაბათ-კვირა განსაკუთრებული ჰქონდეს

PR კლუბი

19 ოქტომბერი 16:00, 2015 წელი

შოპინგის, დასვენებისა და გართობის ეს ცენტრი სულ ცოტა ხნის წინ შეემატა ჩვენს ქალაქს. „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მომხმარებლის პულსზე გვეჭიროს ხელი და ყოველთვის ვიცოდეთ, რა მოსწონს მომხმარებელს და რა - არა.


„მომყიდე სპილო“
დავამთავრე 53-ე საჯარო სკოლა და ჩავაბარე კავკასიის ბიზნესსკოლაში.
ისე გამოვიდა, რომ 16 წლის ასაკში ავირჩიე  ჩემი პროფესია - მარკეტინგი.
ავირჩიე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ, უფრო გამიმართლა.
ვსწავლობდი ბიზნესსკოლაში მარკეტინგის მიმართულებით, რამდენიმე სხვადასხვა კომპანიებში გავიარე სტაჟირება, ბოლოს მოვხვდი საკომუნიკაციო სააგენტო „ბრენდინგ.ჯი“-ში, რომელიც  ჩემი პირველი სამსახური იყო. იქ გავლილი გასაუბრება დღემდე მახსოვს. ჩემმა მომავალმა უფროსმა ასეთი რამ მითხრა: მომყიდე სპილო! ეს იყო ტესტი. მაშინ მან ჩემგან სპილო არ იყიდა და ჩავთვალე, რომ გასაუბრება ვერ გავიარე, თუმცა რამდენიმე ხნის მერე დამირეკა და აღმოჩნდა, რომ ამიყვანეს. იქ ხუთი წელი დავყავი, მივხვდი, რომ ბრენდმენეჯმენტი მომწონდა. ამ პროფილით დავიწყე მაგისტრატურის ძებნა და წავედი შვედეთში ერთწლიან პროგრამაზე. სკანდინავიური მარკეტინგის სკოლა ერთ-ერთი ძლიერია ევროპაში, ამიტომაც არჩევანი სწორედ შვედეთზე შევაჩერე.



ცოცხალი ორგანიზმი
ამის შემდეგ მუშაობა  საქართველოს ენერგეტიკის კორპორაციაში დავიწყე. იქ ერთი წელი ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ  შეიქმნა ბრენდი „ნეო-გაზი“. მერე იქ ცვლილებები მოხდა და წამოვედი. ამის შემდეგ მოვხვდი „ისთ ფოინთში“.
„ისთ ფოინთი“ სულ ახლახან გაიხსნა, მაგრამ მე აქ უკვე ერთი წელია, ვმუშაობ. გახსნამდე მოსამზადებელი პროცესები მიდიოდა. ჩემი მუშაობა ძალიან კონკრეტული მაჩვენებლებით ფასდება. ყველა აქტივობა მიზანმიმართულია იმისკენ, რომ გავზარდო ბრენდის ცნობადობა, ყოველდღიური მომსვლელებისა და შაბათ-კვირის ნაკადის რაოდენობა. ძალიან ცოცხალი ორგანიზმია. აქ მუდმივად უნდა ხდებოდეს რაღაც საინტერესო, რაც ადამიანებს დამატებით სტიმულს მისცემს, არჩევანი ჩვენთან მოსვლაზე გააკეთონ.
გახსნის პირველივე  დღიდან მარკეტინგის დეპარტამენტს ისეთივე ქაოსი დაგვეწყო, როგორიც მანამდე. კვირიდან კვირამდე ვგეგმავთ ივენთ-კალენდარს, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადამიანებამდე სწორად მივიტანოთ ინფორმაცია, რა არის „ისთ ფოინთი“. ეს არის შოპინგის, დასვენებისა და გართობის ქალაქი. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შაბათ-კვირა განსაკუთრებული ჰქონდეს. რაც გავიხსენით, მართლაც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, მუდმივად აქ ვართ. მნიშვნელოვანია მომხმარებლის პულსზე გვეჭიროს ხელი და ყოველთვის ვიცოდეთ, რა მოსწონს მომხმარებელს და რა - არა.



ხანდახან თავისუფალ დროსაც აქ ვატარებ
ყველაზე მეტად და კარგად ის უნდა გესმოდეს, რისი მენეჯერიც ხარ. კარგი მენეჯერი აუცილებლად გაწონასწორებული უნდა იყოს და ემოციები დამალოს. მთავარი კი შრომისმოყვარეობაა.
თავისუფალ დროსაც ხშირად აქ ვატარებ, თუმცა ჩემი თავისუფალი დროს დიდი ნაწილი მაინც  ჩემს მეგობრებს ეკუთვნით, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილი არიან.  
ძალიან აზარტული ვარ და ეს თვისება სამსახურშიც მეხმარება. ვგიჟდები მოგზაურობაზე. შემიძლია, სამი თვე ვიმუშაო, აქედან არ გავიდე, როცა ვიცი, რომ ამის შემდეგ სადმე წავალ და რაღაც კარგი მელოდება. ასევე, ვკითხულობ ბრენდმენეჯმენტის  ლექციებს ბიზნესსკოლაში. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა და, მგონი, კარგად გავართვი თავი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?