News Room café - „ჩვენ უგემრიელესი „ვიორსტკა“ გვაქვს“

PR კლუბი

26 ოქტომბერი 16:00, 2015 წელი
72

კაფე „ნიუს რუმი“ სულ ცოტა ხნის წინ შეემატა თბილისს. „გადავწყვიტეთ, ჟურნალისტებისთვის დასასვენებელი და განსატვირთი გარემო შეგვექმნა... თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჟურნალისტებზე არ არის გათვლილი“, - ამბობს „ნიუს რუმის“ პიარმენეჯერი თეო ყურაშვილი.

იდეა
იდეა ჩემი და ჩემი მეუღლის საერთო მეგობრებისგან წამოვიდა. ჩემი მეუღლე თორნიკე კვერენჩხილაძეა. გადავწყვიტეთ, ჟურნალისტებისთვის დასასვენებელი და განსატვირთი გარემო შეგვექმნა. საქართველოში ვერ ნახავთ მსგავს ადგილს, ჩვენს News Room-ში ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი ერთ სივრცეში იყრის თავს. თანამშრომლების უმრავლესობაც  პროფესიით ჟურნალისტია და საღამოს სატელევიზიო News Room-იდან კაფე News Room-ს სტუმრობენ.
თუმცა მხოლოდ ჟურნალისტებზე არ არის გათვლილი, ჩვენ ვუმასპინძლდებით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.



პირველი სამსახური 
მეტი ენთუზიაზმით ვეკიდები ჩემს საქმეს.
მინდა, ეს ადგილი ყველასთვის საყვარელი და სასურველი გახდეს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება. 
ინტერიერსა და დიზაინში სტუდიური დეტალები სჭარბობს. აქ ნახავთ თითქმის ყველა ტელევიზიის ლოგოს. 
News Room-ი ჩემთვის ნაცნობი სივრცეა, თუმცა ამჯერად, მეუღლისგან განსხვავებით, ახალი ამბების ნაცვლად, განსხვავებულ გარემოსა და უგემრიელეს „ვიორსტკას“ (მენიუს) გთავაზობთ.
ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი სტუმარი თავს კომფორტულად და მყუდრო გარემოში იგრძნობს.
თითქმის მთელ დღეს აქ ვატარებ. თავისუფალი დრო კი მთლიანად ჩემს ოჯახსა და 3 წლის ტასოს ეთმობა.