ჰიპერაქტიური პიარმენეჯერი, რომელსაც თავისუფალი დრო არ უყვარს

PR კლუბი

4 იანვარი 16:00, 2016 წელი

მაცაცო კევლიშვილს ერთდროულად ბევრი საქმის კეთება შეუძლია. არასოდეს ეზარება საუბარი ნებისმიერ ადამიანთან, ვინც ინფორმაციის კარგი გამტარია. ამბობს, რომ პიარი დეტალების ცოდნაა. 90-იანი წლებიდან ამ სფეროშია: შოუბიზნესიდან - მედიცინამდე.


სახლიდან გავიპარე და „ალიაში“ მივედი
ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე. იმ დროს ასეთი წესი იყო, რამე უნდა გქონოდა გამოქვეყნებული, ან სიუჟეტი გაკეთებული. სახლიდან გავიპარე და პირდაპირ გაზეთ „ალიაში“ წავედი. მაშინ მხოლოდ 15 წლის ვიყავი. მახსოვს, დიდი ხანი ველოდებოდი შტატიან ჟურნალისტობას. პირველ აპრილს შტატიანი თანამშრომელი  გავხდი. არ მჯეროდა, იმდენად ველოდებოდი ამას. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტიკის ყველა ეტაპი გავიარე.

არ ვიცოდით, რომ ამას პიარი ერქვა
არც ვიცოდით, რას ვაკეთებდით და არც ის ვიცოდით, რომ ამას პიარი ერქვა. ეს იყო 90-იანი წლების ბოლო. ჩემი პირველი შეხება პიართან ავთო ცქვიტინიძის ჩვენებას უკავშირდება. იმ პერიოდში კულტურის სფეროს ვაშუქებდი. ჩემდა გასაკვირად, ძალიან კარგი ღონისძიება გამოგვივიდა. ამის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი თამუნა გომართელი ჩვენს მეგობარ მომღერლებზე ვსწავლობდით პიარის კეთებას - ქეთა თოფურიაზე, მარიკა თხელიძეზე, ჯგუფ „ინტროზე“ და ა.შ.
სუხიშვილების პიარმენეჯერი
პიარის სფეროში ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური იყო „სუხიშვილებში“. მახსოვს, მათი კონცერტის ბილეთი ვიყიდე, დავესწარი და ჩემი ემოცია დავწერე. „ალიას“ მოეწონა და სტატია პირველ გვერდზე გავიდა. სუხიშვილებიდან დამირეკეს, ბატონმა თენგიზმა მადლობა მითხრა და მთხოვა, მათთან შემევლო. „ალიადან“ წამოვედი და „სუხიშვილების“ პიარმენეჯერი გავხდი. ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი მათთვის, მაგრამ ძალიან მაგრად ვიმუშავეთ, ყველაზე საამაყო, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია, ალბათ, ისაა, რომ მონაწილეობა მივიღე „ასსა ფართის“ გაპიარებაში. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ნინო სუხიშვილისგან უდიდესი გამოცდილება შევიძინე.



ფილარმონიას თვითონ ვალაგებდი
მქონდა სხვადასხვა დაკვეთები. ზოგადად, ბევრ რამეს ვეჭიდები; არ მიყვარს, როცა თავისუფალი დრო მაქვს. ერთადერთი, ხელს არ ვკიდებ პოლიტიკურ პიარს, რადგან სასტიკად არ მიყვარს პოლიტიკა.
ამის შემდეგ გავაკეთე „მგზავრების“ კონცერტი. 2010 წელი იყო. გიგიმ მითხრა: მაცაცო, ვალებში გადავარდებიო. ღამეებს ვათენებდით, ძალიან ბევრს ვმუშაობდით. ღამით რეპეტიციის დროს თვითონ ვალაგებდი ფილარმონიას. ეს იყო კონცერტი, რომელიც რეალურად ორმა ადამიანმა გავაკეთეთ. ხშირ შემთხვევაში საჭმლის ფული არ მქონდა, მთელი თანხა ამ კონცერტში ჩავდე. ვიცოდი, რომ შეცდომას არავინ მაპატიებდა. საბედნიეროდ, ძალიან მაგარი კონცერტი გამოვიდა, „მგზავრები“ კი დღემდე ძალიან პოპულარულები არიან.

სამედიცინო სფერომ ჩამითრია
ახლა მაქვს ჩემი სარეკლამო კომპანია. სწორად გავთვალე, რომ ათვისებული იყო ყველა სფერო, მედიცინის გარდა. ჩვენი მომსახურება რამდენიმე კლინიკას შევთავაზე. ვარ კლინიკა „ინ ვიტროს“ პიარმენეჯერი. „ინ ვიტრო“ უშვილო წყვილებს მკურნალობს. თავიდან მეგონა, რომ ერთ ეთერს გავაკეთებდი და უკან წამოვიდოდი, მაგრამ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ დღემდე შემოვრჩი. ძალიან მიყვარს იქაურობა, ამ სფერომ ჩამითრია. მე რომ ვყოფილიყავი თუნდაც 25 წლის, აუცილებლად ექიმი ვიქნებოდი. ისინი ყველაზე მაგარი ადამიანები არიან. რთულია, უყურო პაციენტს, რომელმაც იმედი დაკარგა. მე მათ გმირებად მივიჩნევ. 


პიარი დეტალებია
პიარი არ არის მხოლოდ პრესრელიზების წერა. ჩემთვის პიარი ისეთი დეტალების ჩაძიებაა, რომლებზეც ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ არ გჭირდება. „ინ ვიტრო“ ბევრ უნივერსიტეტდამთავრებულზე უკეთ ვიცი, თავისი ყველა დეტალით. არასდროს მეზარება ამ კლინიკაზე საუბარი. „ინ ვიტრო“ არ აკეთებს საჯარო ქველმოქმედებას, მხოლოდ იმ ხალხმა, ვინც ჩვენთან დადის, იცის, რომ ყოველთვე მათ გარკვეული თანხა ექნებათ ჩვენგან.
ამის პარალელურად, „ROOFTOP TERRACE“-ის პიარმენეჯერი ვარ. ძალიან კარგი გუნდი ვართ და ბევრი სტუმარიც გვყავს. ზუსტად ორ კვირაში ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა თბილისში. გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა და უცნობი შემსრულებლებიც ჩამოგვყავს. თუკი სადმე კარგი ბენდია, ყველა ჩვენთან უკრავს, რითიც ძალიან ვამაყობ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?