„კენარის“ პიარმენეჯერი: „ყველა იმსახურებს საუკეთესო ხარისხს!“

PR კლუბი

22 თებერვალი 16:00, 2016 წელი
69

ოპტიკურ მაღაზიათა ქსელ „კენარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა ღონღაძე „PR კლუბის“ სტუმარია. „ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს იმიჯის შექმნაში და საშუალებას ვაძლევთ, უკეთ დაინახონ“, - ამბობს ის ჩვენთან საუბრისას.

ფრანგული ენა  - სულის სასიამოვნო ნაწილი 
პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტი ვარ. მიყვარს ყველაფერი, რაც საფრანგეთთან და ფრანგულთან არის დაკავშირებული. ჩემი პროფესიით ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე. ფრანგული, მგონი, უფრო ჩემთვის ვისწავლე, უბრალოდ, სულის სასიამოვნო ნაწილად ვაქციე (იღიმის). რამდენიმე წელი ვიმუშავე „მარკეტინგისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტში“. მალე  მივხვდი, რომ უფრო აქტიური და კრეატიული საქმიანობა  მიზიდავდა. გავიარე PR-ის სწავლების სპეციალური კურსი. რაღაც პერიოდი სხვადასხვა ივენთების ორგანიზებით ვიყავი დაკავებული, შემდეგ კი „კენარში“ დავიწყე მუშაობა.


„კენარი”  - საუკეთესო ოპტიკა ყველასთვის
ჩემს მოსვლას დაემთხვა კომპანიის რებრენდინგი, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. მოვიფიქრე და ჩემი ხელით დავხატე სიმბოლო, რომელიც დღეს „კენარი“-ს ლოგოს წარმოადგენს. კონცეფცია არის ოდნავ გაპრანჭული, უსასრულობის ფორმაში გადაწყვეტილი სათვალე - როგორც ხედვა საზღვრებს გარეშე.  მეამაყება, რომ ვმუშაობ კომპანიაში, სადაც მომხმარებელს  საუკეთესო მომსახურებას და პროდუქტს ვთავაზობთ. გარდა იმისა, რომ ადამიანებს იმიჯის შექმნაში ვეხმარებით,  საშუალებას ვაძლევთ უკეთესად დაინახონ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დამატებითი სტიმულის მომცემია.  ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ვცდილობთ,  ყველა სეგმენტს მოვერგოთ - ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ საუკეთესო ხარისხი. ვფიქრობთ, ამას ყველა იმსახურებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი სლოგანიც: „კენარი“ - საუკეთესო ოპტიკა ყველასთვის!