კატია აბსნაძე: „ლოპოტა სპა რეზორტი“ განუმეორებელია“

PR კლუბი

27 ივნისი 16:00, 2016 წელი

დღევანდელი PR კლუბის სტუმარია დასასვენებელი კომპლექსის „ლოპოტა სპა რეზორტის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი კატია აბსნაძე.


-
კატია, რას აკეთებდით „ლოპოტა სპა რეზორტში“ მოსვლამდე?
- პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ვარ. სწავლის დამთავრების შემდეგ
პირველი სამუშაო ადგილი იყო საბავშვო ბაღი, სადაც პატარებს ინგლისურს ვასწავლიდი. შემდეგ ცოტა ხანს არასამთავრობო ორგანიზაციებში ვიმუშავე. მას შემდეგ კი სულ პიარმენეჯერის პოზიციაზე ვარ - ჯერ „მაკდონალდსში“, შემდეგ ავიაკომპანია „ფლაივისტაში“, ინტერკონტინენტალის სასტუმროების ქსელის ერთ-ერთ ბრენდ - ქრაუნ პლაზაში,  ახლა კი „ლოპოტა სპა რეზორტის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ვარ. მოკლედ, წლებია პიარისა და მარკეტინგის სფეროს ვემსახურები და ჩემი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმომიდგენია.

-
რა თვისებებია საჭირო წარმატებული პიარმენეჯერისთვის?
- პირველ რიგში, შენი საქმე უნდა გიყვარდეს... რა თქმა უნდა, რუტინა თითქმის ყველა სფეროშია, მაგრამ, თუ ადამიანს საკუთარი საქმე უყვარს, თავადაც წარმატებული გახდება და ყველაფერს გააკეთებს კომპანიის წარმატებისთვისაც. რაც შეეხება კარგი პიარმენეჯერისთვის აუცილებელ თვისებებს, ჩემი აზრით, ეს არის შრომისმოყვარეობა, ხალხთან ურთიერთობის ცოდნა და მუდმივად თვითგანვითარებაზე ზრუნვა. თუ ეს თვისებები არ გაქვს, რთულია, ამ სფეროში რამეს მიაღწიო.

-
როგორ უწევს კონკურენციას „ლოპოტა სპა რეზორტი“ ანალოგიურ დასასვენებელ კომპლექსებს?
- ამ სფეროში, მართლაც, დიდი კონკურენციაა, თუმცა „ლოპოტა სპა რეზორტი“ სხვა დასასვენებელი კომპლექსებისგან ყველა პროდუქტით განსხვავდება და თავისი განუმეორებელი ნიშა აქვს. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნესშეხვედრებისთვის, კორპორაციული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის. რეკრეაციული ზონა მოიცავს კერძო ტბას შემდეგი ინფრასტრუქტურით: სასტუმრო, სპა, საცურაო აუზები, საკონფერენციო დარბაზები, გოლფის მინიმოედანი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები, რესტორნები, ბარები და სხვა. ჩვენი მთავარი საზრუნავი გახლავთ ის, რომ დამსვენებელმა იგრძნოს თავი კომფორტულად და დაცულად.

- „
ლოპოტა სპა რეზორტის“ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ვცდილობთ, დამსვენებლებს გამუდმებით შევთავაზოთ სიახლეები. ამ სეზონზე დაგეგმილია დისკო კლუბ „Open spase“-ის გახსნა, რომელიც იმ მომხმარებლებს მოემსახურება, რომელთაც არა მხოლოდ წყნარი და მშვიდი დასვენება, არამედ აქტიური გართობაც უნდათ. იგეგმება დახურული აუზის მშენებლობა, რომელიც არასეზონურ პერიოდში იმუშავებს და ვფიქრობ, საკმაოდ დატვირთული იქნება. ასევე, მოეწყობა საპიკნიკო ზონაც, სადაც დამსვენებელი მეგობრებთან ერთად გასვლას და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებს.

- როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი და რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
- დღის ძირითად ნაწილს სამსახურში ვატარებ, საღამოს და შაბათ-კვირას კი მთლიანად ოჯახის წევრებს - მეუღლეს და ორ შვილს ვუთმობ. ოფისი თბილისში გვაქვს, თუმცა ლოპოტაზეც დიდ დროს ვატარებ. იქ ყოფნას მუშაობას ნამდვილად ვერ დავარქმევ, რადგან იმდენად სასიამოვნო გარემოა შექმნილი, რომ დაღლას ვერც კი ვგრძნობ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?