ნათია იმერლიშვილი: ,,ჩემთვის თითოეული პროექტი დიდი გამოცდა იყო...“

PR კლუბი

30 დეკემბერი 22:00, 2016 წელი

„საქართველოში PR სფერო უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე კონკრეტული კომპანიები მის საჭიროებას აღიარებენ,“ - გაიცანით პიარის სპეციალისტი ნათია იმერლიშვილი.

- ნათია, პიარის სფეროში რა გამოცდილებით მოხვედით?
- კომუნიკაციათმცოდნეობის ბაკალავრი და სოციოლოგიის მაგისტრი ვარ. ეს ორი პროფესია ჯამურად მაძლევს კარგ საშუალებას, რომ ვიყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. მოგვიანებით დავამთავრე GAU-ს პიარ სკოლაც, რამაც ჩემი ცოდნა და უნარები საბოლოოდ მოაქცია ერთ მიმართულებაში. სამუშაო გამოცდილების დაგროვება ბაკალავრის პირველი კურსიდანვე დავიწყე, თუმცა ეს იყო ჟურნალისტიკის მიმართულებით. საუკეთესო რედაქტორებთან და გუნდთან ერთად ვმუშაობდი ჯერ ბეჭდურ, შემდეგ კი ინტერნეტგამოცემებში.


- რა დაბრკოლებები შეგხვდა პიარში პირველი ნაბიჯებისას?
- სტუდენტობის დროს მოვხვდი ერთ-ერთ პიარკომპანიაში და რეალურ პროექტებზე მუშაობაც სწორედ აქ დავიწყე - ვგეგმავდით, კლიენტებს ვხვდებოდით, შემდეგ ისევ ვგეგმავდით, ვახორციელებდით, ანგარიშებს ვწერდით და ასე იქმნებოდა კარგი კამპანიები. დაბრკოლებებს რაც შეეხება, მთავარი გამოუცდელობა იყო. თითოეული პროექტი იყო დიდი გამოცდა, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა ჩამებარებინა, სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ მქონდა. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე საკუთარ თავზე მაქსიმალური მუშაობა და ჩემი უნარების გავრცობა. დღეს უკვე ეს ჩვევად მაქვს.


- ამ ეტაპზე სად ხართ დაკავებული პიარის მენეჯერად?
- ბოლო ოთხი წელია, ესპანური ენისა კულტურის ცენტრ „კარმენში“ ვმუშაობ, სადაც, პიარის გარდა, მარკეტინგული კომუნიკაციაც მევალება. ეს პატარა კომპანიაა და ვცდილობ, ჩემი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენო კონკრეტული მარკეტინგული მიზნების მისაღწევად. ორი თვის წინ კი დავაარსე „კრეატიული თამაშების ცენტრი B612“. ჩვენს პაწაწინა კლიენტებს, 1-3 წლამდე ბავშვებს, ვთავაზობთ შემოქმედებითი უნარების განმავითარებელ თამაშებს. ჩვენი მისიაა, შევქმნათ ისეთი პლატფორმა, სადაც ბავშვები თამაშით აღმოაჩენენ ახალ სამყაროს. ამ ცენტრში, ბრენდის შექმნიდან და „ნეიმინგიდან“ დაწყებული, საიტის აწყობით დამთავრებული, ყველა მიმართულება ჯერჯერობით ჩემს ხელშია.


- როგორ ფიქრობთ, საქართველოში რამდენად განვითარებულია პიარის სფერო და რა პრობლემებია?
- ახლა სააგენტოში აღარ ვმუშაობ და ბაზარზე არსებული ზოგადი სტატისტიკური სურათი არ მაქვს - რას უკვეთენ პიარ სააგენტოებს, რა მიზნები აქვთ, მაგრამ ჩემი ზოგადი დაკვირვებიდან გეტყვით, რომ საქართველოში PR სფერო უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე კონკრეტული კომპანიები მის საჭიროებას აღიარებენ. ვგულისხმობ, ძირითადად, საშუალო და მცირე კომპანიებს, რომლებიც რაოდენობრივად ბევრად მეტნი არიან, ვიდრე დიდი კომპანიები და, შესაბამისად, სტატისტიკურ სურათებსაც ქმნიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?