X

„Marry Me“ და საქორწინო ბეჭედი

ქორწილი
08.01.2017 22:00
1250

საბერძნეთში დაწყებული სიყვარულის ამბავი...

დღის დედოფალია 28 წლის თათია დონაძე, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
სიძე - 32 წლის გიორგი სარალიძე, ავიამეთვალყურე.

ერთმანეთი საბერძნეთში გაიცნეს. თათია იმ პერიოდში მხატვრული ტანმოვარჯიშე იყო და საბერძნეთში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ჩავიდა.
გიორგიც სპორტული დარბაზის მახლობლად ცხოვრობდა და როგორც სპორტის დიდმა გულშემატკივარმა, გადაწყვიტა, ცოტა ხანს დასწრებოდა ჩემპიონატს.
მაშინ ორი-სამი წუთით გამოელაპარაკნენ. ძალიან გაუხარდათ, სამშობლოდან ასე შორს რომ შეხვდნენ ქართველები ერთმანეთს.

შემდეგ სოციალურ ქსელში დამეგობრდნენ. წლების განმავლობაში უბრალო მიმოწერით შემოიფარგლებოდნენ. გიორგი თათიასთან დაახლოებას ყველანაირად ცდილობდა. საბოლოოდ მიზანს მიაღწია კიდეც.
შეყვარებულების ამპლუაში 2 წელი გაატარეს.

ერთ ზაფხულს კი, როცა თათია დაქალებთან ერთად ბათუმში ისვენებდა, ღამით მის საძინებელ ოთახში შეაცურა ფურცელი, წარწერით „Marry Me“, და ულამაზესი ბეჭედი.

ავტორი: თინათინ გოგიშვილი