ბედისწერა

ქორწილი

25 დეკემბერი 22:00, 2016 წელი
80

რაღაც პერიოდი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით, თუმცა ერთხელაც ბიჭი სადღაც გაქრა...

დღის დედოფალია 22 წლის ლიკა ავალიანი, ფოტოგრაფი.
სიძე - 22 წლის გიორგი გიორგაძე, ფეხბურთელი.


ერთმანეთი 6 წლის წინათ მეგობრების წრეში გაიცნეს. რაღაც პერიოდი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით, თუმცა ერთხელაც გიორგი სადღაც გაქრა და 3 წელი აღარ გამოჩენილა.
შემდეგ გაირკვა, რომ ამ წლების მანძილზე ფეხბურთის გამო უცხოეთში უწევდა ყოფნა.


ერთ დღეს ლიკას ერთ ღონისძიებაზე ფოტოების გადაღება სთხოვეს. თავიდან უარს ამბობდა, მაგრამ, რატომღაც, საბოლოოდ მაინც დასთანხმდა.
გადაღების პროცესში მოულოდნელად გიორგი შეამჩნია. გაიფიქრა, რომ ბიჭი ვეღარ იცნობდა, თუმცა გიორგიმ გაუღიმა. შემდეგ გამოელაპარაკა და, ფაქტობრივად, თავიდან გაიცნეს ერთმანეთი.
გაირკვა, რომ არც გიორგი აპირებდა იმ წვეულებაზე მისვლას, თუმცა ძმაკაცის დაჟინებული თხოვნის შემდეგ უარი ვეღარ თქვა.
თითქოს ბედისწერა იყო.


იმ დღის შემდეგ ძალიან დაახლოვდნენ, რაღაც პერიოდის შემდეგ კი შეყვარებულების ამპლუაშიც აღმოჩნდნენ... 
და მათი ამბავი ამ ლამაზი ქორწილით დაგვირგვინდა!