„ჩვენ ეს გამოგვივიდა!“

ქორწილი

7 იანვარი 20:00
98

როცა თავიდანვე იცი, რომ, ადრე თუ გვიან, ერთად იქნებით...

დღის დედოფალია 22 წლის ქეთი ბაჯელიძე.
სიძე - რესან აფხაზავა, 23 წლის.


მათი ურთიერთობის ისტორია საერთო მეგობრის ქორწილიდან იწყება. ერთმანეთი რომ გაიცნეს, მალევე დაახლოვდნენ და, დაახლოებით, ერთი წელი მეგობრობდნენ კიდეც.
თავიდანვე მიხვდნენ, რომ, ადრე თუ გვიან, ერთად იქნებოდნენ, უბრალოდ, დრო იყო საჭირო.
კონტაქტობდნენ ყველგან და ყოველთვის, ყველანაირი საშუალებით და ცდილობდნენ, უერთმანეთოდ წამიც არ დარჩენილიყვნენ. დაფრინავდნენ ლამაზ ოცნებებში, სადაც, მათ გარდა, არავინ იყო.


ასე გავიდა 1 წელი. შემდეგ ბიჭმა გოგოს სიყვარული აუხსნა და შეყვარებულების ამპლუაში 6 წელი გაატარეს.


რომანტიკული წყვილია. ერთმანეთს სიურპრიზებით ხშირად ანებივრებენ.


ქორწილი ქეთის ბავშვობის ოცნება იყო. უნდოდა, ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი ყოფილიყო. ბევრს ფიქრობდა და თითოეული დეტალი წინასწარ ჰქონდა წარმოდგენილი, ისიც კი, როგორი ფოტოები უნდა გადაეღო.


განსაკუთრებულად უნდოდა, პირველად ხელის მოწერაზე დაენახა მომავალ მეუღლეს და ასეც მოხდა. ბათუმთან ახლოს ულამაზეს სასტუმროში მოაწერეს ხელი.


ქეთიმ და რესანმა ქორწილი დამოუკიდებლად დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეთქვათ - „ჩვენ ეს გამოგვივიდა“!