დაუვიწყარი ხელის თხოვნა (+ვიდეო)

ქორწილი

18 დეკემბერი 22:00, 2016 წელი
62

შვიდწლიანი ურთიერთობის ლამაზი დასასრული... 


დღის დედოფალია 22 წლის ქეთა მიქელაძე.
სიძე - 21 წლის დათო ძამსაშვილი.


ორივე სტუდენტია. ქეთა სტრატეგიულ კომუნიკაციას სწავლობს, დათო -სამართალს.


ერთმანეთი 13 წლის ასაკში გაიცნეს, მეზობლები იყვნენ.
შემდეგ ერთ სკოლაში შეიყვანეს მშობლებმა და მალევე დაახლოვდნენ.


შეყვარებულების ამპლუაში 7 წელი გაატარეს. 
დათო საოცრად რომანტიკულია. ყოველ კვირა ათასნაირ სიურპრიზს უკეთებდა საყვარელ გოგოს.


ყოველ დაბადების დღეს ვარდების თაიგულს უტოვებდა სახლის კართან.
17, 18, 19, 20, 21, 22 - ქეთას ასაკთან ერთად ვარდების რაოდენობაც იზრდებოდა.
ბიჭმა გოგოს ხელიც ძალიან ლამაზად სთხოვა - მეგობრების დახმარებით ულამაზესი სიურპრიზი მოუწყო, რომელიც არც წყვილს და არც მათ მეგობრებს არასოდეს დაავიწყდებათ.