რეკლამა გაითიშება
3
წამში

მოულოდნელი სტუმარი

ქორწილი

11 დეკემბერი 22:00, 2016 წელი
54

მათ ერთად ბოლო საღამო უნდა გაეტარებინათ, თუმცა...

დღის დედოფალია 23 წლის სოფი კოხრეიძე.


სიძე - 24 წლის მირიან გოლეთიანი.


ერთმანეთი 1 წლის წინათ გაიცნეს, სოფის სახლში.
იმ დღეს სოფის თანამშრომელი გოგო ესტუმრა შეყვარებულთან ერთად. შეყვარებულს თან ახლდა ძმაკაცი - მირიანი.
სოფი ქუთაისის აეროპორტში მუშაობს. იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო და სასწრაფოდ გამოიძახეს სამსახურში. მირიანმაც არ დააყოვნა და გაყვანა შესთავაზა.
მას შემდეგ ხვდებოდნენ ერთთმანეთს, ხშირად წერდნენ.


ერთ დღესაც სოფიმ სამსახური შეიცვალა და ძველმა თანამშრომლებმა გაცილება მოუწყვეს. იქ  მირიანმაც მიაკითხა, ყვავილების დიდი თაიგული აჩუქა და ულამაზესი ფეიერვერკიც მოუწყო. შემდეგ გასეირნება შესთავაზა - ერთად ხომ ბოლო საღამო უნდა გაეტარებინათ. სეირნობის დროს კი სთხოვა, სამუდამოდ მის გვერდით დარჩენილიყო.
სოფი დათანხმდა და წყვილმა ძალიან ლამაზი ოჯახი შექმნა.