„ერთად ყოფნა დაგვებედა“

ქორწილი

19 მარტი 22:00
622

საერთო ნაცნობების წრეში ბევრჯერ შეხვედრილან ერთმანეთს, მეგობრის ქორწილში ფოტოც გადაუღიათ, მაგრამ რატომღაც არც ერთს არ ახსოვდა...

დღის დედოფალია 23 წლის თეონა შამილიშვილი.
სიძე - 26 წლის გივი გოგიტიძე.


მათი ურთიერთობა სამსახურიდან დაიწყო. თეონა სტაჟიორად მივიდა, გივი უკვე იქ მუშაობდა. ადრე საერთო ნაცნობების წრეში ბევრჯერ შეხვედრილან ერთმანეთს, მეგობრის ქორწილში ფოტოც გადაუღიათ, მაგრამ რატომღაც არც ერთს არ ახსოვდა...


ერთხელაც, ახალი წლის აღსანიშნავად, თანამშრომლები გივისთან სახლში შეიკრიბნენ. რაღაც თემაზე თეოსთას საუბრისას გივის წამოსცდა, ეგრე შეიძლება მეც მომწონდეო. ამ ყველაფრისთვის თეოს ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა სახლში მისულს შეტყობინება დახვდა: „ცოტაც და ერთად ყოფნა დაგვებედებოდა“. 15 იანვარი თენდებოდა. თეოს პასუხი უმალ მოაფიქრდა და გივი ასე გაამხნევა: „ჩემი საათი 10 წუთით წინ არის“.


ამ ამბებიდან ერთ კვირაში ერთმანეთს პირველად გამოუტყდნენ გრძნობებში და მას შემდეგ ერთმანეთს გვერდიდან აღარ მოშორებიან.