დღის დედოფალია 24 წლის ლიკა ყელიხაშვილი.
სიძე - 24 წლის ფარნა მაისურაძე.
ერთმანეთი სკოლაში, მე-11 კლასში გაიცნეს.
გაცნობისთანავე დამეგობრდნენ.
სულ რამდენიმე თვეში კი მათი ურთიერთობა სულ სხვაგვარად განვითარდა.
ლიკა ძალიან დაბნეული იყო, ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა. ამბობს, რომ უკარება გოგო იყო, მაგრამ ფარნამ მოახერხა და თავი შეაყვარა.
6 წელი შეყვარებულები იყვნენ. ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ და უერთმანეთოდ გატარებული წლები აღარც ახსოვთ.
ლიკას ყოველთვის უნდოდა, ცხოვრებაში ერთხელ და მხოლოდ ერთი ჰყვარებოდა.
მისი ლამაზი ოცნება ასრულდა და ქორწილით დაგვირგვინდა.
P.S. თუ გსურთ, თქვენი ქორწილის ფოტოები FunTime-ზე გამოქვეყნდეს,
დაგვირეკეთ: 595 01 82 40 ან მოგვწერეთ: Tinatin Gogishvili