დღის დედოფალია 24 წლის ნინი გუჯეჯიანი, უცხო ენების სპეციალისტი.
სიძე - 25 წლის გიორგი გელაშვილი, იურისტი, გამომძიებელი.
ერთმანეთი, დაახლოებით, 3 წლის წინათ გაიცნეს.
გიორგი საერთო მეგობრისგან შორიდან იცნობდა ნინის. მოსწონდა, თუმცა მათი ურთიერთობა სულ რამდენიმე მიმოწერით შემოიფარგლა და ნაცნობობა ამით დასრულდა. ერთ დღეს დაქალთან მიმავალ ნინის გზაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა, ნინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, საქმე კი გამოსაძიებლად გიორგის გადაეცა.
ამ დღიდან დაიწყო სიყვარულის ისტორია, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება.
გიორგი ყოველთვის გამოირჩეოდა სასიამოვნო სიურპრიზებით. რამდენიმე თვის წინ მთაწმინდაზე ორიგინალურად სთხოვა ხელი საყვარელ ქალს.
ვერასოდეს წარმოიდგენდა ნინი, რომ მისი ცხოვრება ერთ ლამაზ ფილმს დაემსგავსებოდა.