„ვიცი, ასეთი სიყვარული იშვიათია...“

ქორწილი

30 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი

ერთხელ ბიჭი, სრულიად შემთხვევით, გოგოსთან სახლში სტუმრად აღმოჩნდა. მაშინ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენიათ. გავიდა რამდენიმე თვე და...

დღის დედოფალია 22 წლის თათია გოქაძე.
სიძე - 25 წლის გიგა გოტიაშვილი.


ყველაფერი თითქოს ძალიან ჩვეულებრივ დაიწყო. ერთხელ ბიჭი, სრულიად შემთხვევით, გოგოსთან სახლში სტუმრად აღმოჩნდა. მაშინ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენიათ.


რამდენიმე თვის შემდეგ ქუჩაში მეგობრებთან ერთად სეირნობისას თათიამ დაჟინებული მზერა იგრძნო. მიბრუნებულმა ბიჭი შენიშნა, რომელიც გოგოების გარემოცვაში იყო და თან თვალს არ აცილებდა. კარგად რომ დააკვირდა, გაიხსენა ძველი სტუმარი და გულში ბრაზიც შეეპარა, მან როგორ ვერ მიცნოო.


გონებაში ჩარჩა ეს მომენტი. მთელი დღე გიგას მზერაზე ფიქრობდა და ეს აზრი მოსვენებას არ აძლევდა. საღამოს სახლში დაბრუნებულს სოციალურ ქსელში შეტყობინება დახვდა. უცნაურად გაუხარდა, თითქოს გრძნობდა, რომ ამ ადამიანის მიმართ გულგრილი არ ყოფილა.


ნელ-ნელა გაიცნეს ერთმანეთი. გიგა თათიას ცხოვრებაში ყველაზე საჭირო მომენტში გამოჩნდა. იყო დრო, როცა თათია ფიქრობდა, სრულყოფილება არ არსებობდა. მას შემდეგ კი, რაც გიგა გაიცნო, ყველაფერი შეიცვალა. ყოველი დღის გათენებას ხალისით ხვდებოდა, რადგან იცოდა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ძლიერ უყვარდა.


შეყვარებულების ამპლუაში გატარებული 4 წელი ორივეს ძალიან ტკბილად ახსენდება. ახლა საკუთარი ოჯახი აქვთ და ბედნიერები არიან, რადგან ურთიერთობა კიდევ უფრო გაიზარდა, გალამაზდა.
„ზუსტად ვიცი, რომ ამ დიდ სამყაროში ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე“,  - ამბობს თათია. „ვიცი, ასეთი სიყვარული იშვიათია, მცირედთა ხვედრია და მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, გამეგო, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?