შანსი სიყვარულისთვის

ქორწილი

26 ნოემბერი 20:00, 2016 წელი
72

ერთმანეთს პირველად სამსახურში შეხვდნენ და ბიჭი მალევე გამოუტყდა გოგოს სიმპათიებში... 


დღის დედოფალია 24 წლის მარიამ კოშკაძე, იურისტი.
სიძე - 26 წლის ალექსი ღამბარაშვილი, ისიც იურისტი.


ერთმანეთის გაცნობა მათ პროფესიას უკავშირდება. ერთმანეთს პირველად სამსახურში შეხვდნენ, ერთ პერიოდში დაიწყეს მუშაობა.
მალევე მისწერა ალექსმა მარიამს და თავიდანვე გამოუტყდა სიმპათიებში. გოგოსგან უარი მიიღო, თუმცა ბიჭი არ დანებდა - სულ აქტიურობდა, წერდა, სამსახურშიც მუდმივად ხვდებოდნენ ერთმანეთს...


მარიამმაც გადაწყვიტა, ალექსისთვის შანსი მიეცა.
ერთი თვე იყვნენ კიდეც ერთად, მაგრამ გოგომ, რატომღაც, დაშორება გადაწყვიტა.
გოგოს ბიჭი სულ აკლდა, მუდმივად ენატრებოდა. ხვდებოდა, რომ ვეღარ ძლებდა მის გარეშე, ეს ხასიათზეც ეტყობოდა. ასე 7 თვე გაგრძელდა. მერე კი ძალიან შეეშინდა, სამუდამოდ არ დაეკარგა... 
მას შემდეგ ერთად არიან.


ალექსიმ მარიამს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ხელი სთხოვა. შემდეგ ყველაფერი ტრადიციულად განვითარდა - ნიშნობას რამდენიმე თვეში ულამაზესი ქორწილი მოჰყვა.