X

უნახავად შეყვარების ზღაპარი

ქორწილი
24.12.2016 20:00
1598

არავის სჯეროდა მათი სიყვარულის, ვერავის წარმოედგინა, განსაკუთრებით კი მშობლებს, როგორ შეიძლება ადამიანი შეგიყვარდეს ისე, რომ ნანახიც არ გყავდეს... მაგრამ ცხოვრებაში ასეც ხდება!

დღის დედოფალია 23 წლის ბაიკო კეკელიძე, პროფესიით ფარმაცევტი.
სიძე - 37 წლის რომან ცეცხლაძე, მეზღვაური.

როგორც ყველა, ისინიც ელოდნენ იმ სიყვარულს, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის.

ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს, თან ძალიან საინტერესოდ:
რომამ 2015 წლის ოქტომბერში ინსტაგრამზე აღმოაჩინა ბაიკო და მისი ფოტოების მოწონება დაიწყო.
გოგოს თავიდან ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია.
21 დეკემბერს რომამ დაბადების დღე მიულოცა, უკვე facebook-ის საშუალებით, ამას მოჰყვა ახალი წელიც.
ბიჭს არაფერი რჩებოდა ყურადღების მიღმა, ყველანაირად ცდილობდა გოგოსთან ლაპარაკის გაბმას.
ასე გრძელდებოდა 24 იანვრამდე.
შემდეგ კი ბაიკო რომანის facebook გვერდზე შევიდა, ფოტოები ნახა და დადებითად განეწყო. ვიდეოზე კომენტარი დაუტოვა, რომამაც არ დააყოვნა და მისწერა... აქედან დაიწყო ყველაფერი.

რომა გემზე 24 იანვარს წავიდა. ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ, მაგრამ 5 თვე იმეილით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს.
23 ივნისს კი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. იმ წუთებში ნერვიულობისგან ორივეს სიცილი აუტყდა და თბილად ჩაეხუტნენ.
იმ დღეს ორივე უსაზღვროდ ბედნიერი იყო...

23 რიცხვს მათთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, გემიდან ყოველ 23 რიცხვში ყვავილების თაიგულს უგზავნიდა რომა ბაიკოს.
სიყვარულიც ორიგინალურად აუხსნა 23 ივნისს - სამაჯური გაუკეთა ხელზე, რომელზეც თვლებით ეწერა „I love you“. 

არავის სჯეროდა მათი სიყვარულის, ვერავის წარმოედგინა, განსაკუთრებით კი მშობლებს, როგორ შეიძლება ადამიანი შეგიყვარდეს ისე, რომ ნანახიც არ გყავდეს... მაგრამ ცხოვრებაში ასეც ხდება!

ავტორი: თინათინ გოგიშვილი