ნუ გაჩერდებით გზაში - მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის!

რჩევები ავტომოყვარულებს

28 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი

თუკი თქვენმა ავტომობილმა ზაფხულის სეზონზე უპრობლემოდ გატარათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარშიც გამართულად იმუშავებს და ყველაზე ცუდ მომენტში არ გიმტყუნებთ. მოდით, მოვუსმინოთ, რას გვირჩევენ სპეციალისტები - როგორ მოვამზადოთ მანქანა ცივი ამინდებისთვის?

დღეს ამ თემაზე გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი  ლაშა ნარუსაშვილი.



1. უნდა დავიწყოთ გაგრილების სითხის - ანტიფრიზის მდგომარეობის შემოწმებით


უნდა დადგინდეს რამდენგრადუსიან ყინვას უძლებს ანტიფრიზი, რომელიც ავტომობილში ასხია. თუკი გაგრილების სითხეს დაკარგული აქვს თვისებები, ის შეიძლება ყინვის დროს გაიყინოს და ძრავი დააზიანოს. ამიტომ  მძღოლებმა ყურადღებით უნდა შეამოწმებინონ გაგრილების სითხე და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გამოცვალონ.



2. უნდა გადაამოწმოთ აკუმულატორის მდგომარეობა



მანქანის აკუმულატორის მოქმედების ვადა, საშუალოდ, 3-5 წელია. თუ ეს ვადა ამოწურული გაქვთ, უმჯობესია, ახალი შეიძინოთ. ამისთვის გაითვალისწინეთ თქვენი ავტომწარმოებლის რჩევა, რომელ ჯგუფს ანიჭებენ უპირატესობას, შეამოწმეთ დამზადების თარიღი და იკითხეთ, აქვს თუ არა გარანტია.
მაგრამ, თუ აკუმულატორი შედარებით ახალი შეძენილი გაქვთ, ყინვების დადგომამდე აუცილებლად გადაამოწმეთ, არის თუ არა ყველაფერი წესრიგში, ვინაიდან ზამთარში აკუმულატორზე დატვირთვა იზრდება. სპეციალურ სერვისცენტრებში არსებობს ხელსაწყოები, რომლის დახმარებითაც მარტივად შეიძლება დიაგნოზის დასმა. 



3. უსაფრთხოებისთვის ზამთარში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, საბურავებია


ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის დიდი სხვაობაა. შესაძლოა, მძღოლმა იფიქროს, რომ მისი ზაფხულის საბურავის პროტექტორი კარგ მდგომარეობაშია და ზამთარსაც ამით გადააგორებს, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ზამთარში ზაფხულის საბურავების გამოყენება სახიფათოა. ზაფხულის საბურავში ნაკლებია რეზინის შემცველობა. შესაბამისად, ის უფრო ხისტია, ზამთარში კი კიდევ უფრო უხეშდება. ასეთი საბურავი უფრო მეტად ცურავს და უჭირს დამუხრუჭება. ზამთრის საბურავებში კი რეზინის შემცველობა მაღალია, რის გამოც ის უფრო რბილია და უკეთესად ეჭიდება თოვლიან და მოყინულ ზედაპირს.
ასე რომ, როდესაც გარემოს ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოცდება, აუცილებლად უნდა დავაყენოთ ზამთრის საბურავი.

4. ზამთრისთვის ავტომობილში აუცილებელია საქარე მინის საწმენდი ყინვაგამძლე სითხე


ყინვაგამძლე სითხე არამარტო წმენდს საქარე მინას, არამდე უზრუნველყოფს, რომ ბაკში წყალი არ გაიყინოს. ყველა მძღოლმა იცის, როგორ საგრძნობლად ამცირებს საქარე მინაზე ჭუჭყი მხედველობის არეს და როგორ გვიშლის ხელს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვაში.


 


დაბოლოს: უსაფრთხოების მიზნით ზამთარში უმჯობესია, ავტომობილით ვიმოძრაოთ ჩვეულზე უფრო დაბალი სიჩქარით, გავზარდოთ დისტანცია ავტომობილებს შორის და ნელა ვამუხრუჭოთ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?