როდის დაიწყება და რა ეღირება ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება?

რჩევები ავტომოყვარულებს

12 აპრილი 22:00, 2016 წელი

მთავრობამ 2014 წელს გაითვალისწინა საზოგადოების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება გადაავადა. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და მძღოლებს ბევრი კითხვა აქვთ. 


თემაზე გვესაუბრება საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.


ბატონო დავით, როდისთვის უნდა ველოდოთ ტექდათვალიერების შემოღებას?
- ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება ევროკავშირის დირექტივაა და, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში აუცილებლად დაიწყება. ამ ავტოპარკით, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ევროპულ სტრუქტურაში არავინ მიგვიღებს. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რა წესებით განისაზღვრება ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება, თუმცა, ჩემი აზრით, უმჯობესია, პირველ ეტაპზე ავტომობილების იმპორტზე დაწესდეს შეზღუდვა, როგორც აზერბაიჯანში მოხდა, სადაც დაწესდა ევრო-4 სტანდარტი. აზერბაიჯანის მოქალაქეებს ძველი მანქანების გამო არავინ დაუწყო დევნა და დასჯა, არამედ გამკაცრდა საზღვარზე ძველი ავტომობილის შეყვანა, რაც უფრო უმტკივნეულოა. მე საერთოდ არ მიყვარს სიტყვა აკრძალვა და მომხრე ვარ ისეთი მოდელის, რომელიც რადიკალური არ იქნება და უფრო რეგულაციებს დაეყრდნობა. ტექდათვალიერება არ აგვცდება, ამას წყალი არ გაუვა. ავტოსაგზაო შემთხვევებიც მოიკლებს და მათში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაც. ჩვენ ახლა გვყავს მილიონ ორმოცდათხუთმეტი ათასზე მეტი ავტომობილი, აქედან 10-დან 20-წლამდეა 350 ათასი, ხოლო 20 წელზე უფრო ასაკოვანია, დაახლოებთ, 400 ათასი ავტომობილი.

- ანუ შესაძლებელია, რომ ტექდათვალიერება ავტომობილების ნაწილმა ვერ გაიაროს?
- დიახ, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ  გაცილებით მძიმე შედეგი მოჰყვება  ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილებას. ჰაერის დაბინძურების შედეგად განვითარებული დაავადებები ყოველწლიურად კატასტროფულად პროგრესირებს ჩვენ ქვეყანაში. ბავშვთა ავადობის მაჩვენებელმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. პრაქტიკულად თითოეული ჩვენგანი სრულიად გაუაზრებლად ვწამლავთ საკუთარ შვილებსა და მომავალს, ვასუნთქებთ რა მომწამლავ ნივთიერებებს. დადებითად შემიძლია, შევაფასო გარემოს დაცვის სამინისტროს სურვილი, ჩატარდეს ჰაერის დაბინძურების კვლევა და შემდგომ დაიგეგმოს პრობლემის გადაჭრისთვის ღონისძიებები. ახლა მთავარია, სურვილს საქმეც მოჰყვეს.


- ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება მხოლოდ ასაკით განისაზღვრება?
- არა, ჩემი აზრით, ასაკი მხოლოდ საზღვარზე იმპორტის შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული. უნდა დაწესდეს ევრო-4 ან ევრო-3 სტანდარტი. ტექდათვალიერება კი უნდა გულისხმობდეს სამუხრუჭე სისტემის, საქარე მინების, მაშუქი სისტემის, საბურავების და, რაც ყველაზე მთავარია, გამონაბოლქვის შემოწმებას. ჩემთვის ამ ჩამონათვალში ყველაზე მთავარია გამონაბოლქვის შემოწმება, რადგან დღეს დედაქალაქში გამონაბოლქვთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა. მე ამ შემთხვევაში ტექდათვალიერებაზე ეტაპობრივად გადასვლის მომხრე ვარ. დავუშვათ, ერთ წელს რომელიმე კონკრეტული მიმართულების შემოწმება მოეთხოვოს მძღოლს, შემდეგ წელს კიდევ რაღაც დაემატოს, რათა მძღოლებისთვის პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს. მე, პირველივე ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნე, დავიწყებდი გამონაბოლქვით და ყოველ წელს თითო ელემენტის შემოწმებას დავამატებდი. 

- რამდენ ხანში ერთხელ დასჭირდება მანქანას ტექდათვალიერება?
- ეს ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ, ალბათ, ასაკობრივად უნდა განისაზღვროს. შესაძლოა, 0-დან 2-წლამდე ავტომობილებს საერთოდ არ დასჭირდეთ ტექდათვალიერება. თუ ავტომობილს ყიდულობთ კომპანიისგან, ამ შემთხვევაში თვითონ მწარმოებელი იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. დაუშვათ, 3-დან 7 წლამდე ავტომობილები შეიძლება, შეამოწმოთ 2 წელიწადში ერთხელ. რაც უფრო მეტია ავტომობილის ასაკი, მით უფრო ხშირად გახდება საჭირო მისი ტექნიკური დათვალიერება. ამის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს, მე მხოლოდ ჩემს ვერსიებზე ვსაუბრობ.


- ავტომობილის შემოწმება ფასიანი იქნება?
- რა თქმა უნდა, თუმცა ფასი ჯერჯერობით დაუდგენელია. ავტომობილის ტესტირებას ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი აქვს. გამიჭირდება თქმა, მაგრამ, სავარაუდოდ, დაახლოებით, 50 დოლარის ეკვივალენტის ფარგლებში იტრიალებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ავტომობილის შემოწმება დიდ ფინანსებთან არ იყოს დაკავშირებული, უმჯობესია, მძღოლმა თანხა ავტომობილის მოწესრიგებაზე დახარჯოს. არის მსოფლიოში ავტორიტეტული გერმანული კომპანია „TUV-NORD“, რომელთანაც სხვადასხვა მიმართულებით გავდივართ კონსულტაციებს. მათ, ჩემდა გასაკვირად, საფუძვლიანად ჰქონდათ შესწავლილი აქ არსებული სიტუაცია და რეკომენდაციებიც ჩვენი რეალობის შესაბამისად წარმოადგინეს. გერმანელებიც გვირჩევენ, რომ ტექდათვალიერებაზე ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ გადავიდეთ. ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურებმა ისეთ კომპანიებთან უნდა ითანამშრომლონ, რომლებსაც ავტომობილის ტექდათვალიერების დარგში მდიდარი გამოცდილება დაუგროვდათ. ავტომობილის ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ევროდირექტივებს გვერდზე ვერ გადავდებთ, თავად უნდა გვესმოდეს, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას სჭირდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?