მძღოლებო, შეამოწმეთ ავტომობილში კონდიციონერები - ნუ შეიქმნით საფრთხეს!

რჩევები ავტომოყვარულებს

28 ივნისი 22:00, 2016 წელი

თუკი არ გსურთ, თქვენს ავტომობილში ჰაერის კონდიცირების სისტემა ყველაზე შეუფერებელ დროს გამოვიდეს მწყობრიდან, ან ავტომობილის სალონში ალერგიული მიკრობები და სოკოს ბაქტერიები გამრავლდეს, გაითვალისწინეთ რჩევები, რომელსაც „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი გთავაზობთ.

კონდიციონერის ჰაერის სისტემას პერიოდულად თუ არ გაწმენდთ, ავტომობილში გაჩნდება უსიამოვნო სუნი, სოკო და მიკრობები... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონდიციონერის ჰაერის სისტემის გაწმენდა იმ ავტომობილებში, რომლებითაც პატარები მგზავრობენ.


რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა ზაფხულში გრილი და კომფორტული მგზავრობისთვის?
- ზამთრის პერიოდში, მინიმუმ, თვეში ერთხელ, რეკომენდებულია, ცოტა ხნით მაინც ჩართოთ ავტომობილში კონდიციონერი, ამით ხდება კომპრესორის შესამჭიდროვებელი ჩობალების შეპოხვა და თავიდან აირიდებთ ფრეონის გაჟონვას. ვინაიდან მძღოლების უმეტესობა ამ წესს არ იცავს, სეზონის დადგომის წინ ისინი ავტოსერვისებში ამოწმებენ ფრეონის დონეს, წნევას კონდიციონერში და შესაბამისად, ამატებენ რეაგენტის საჭირო რაოდენობას. ის, რომ კონდიციონერი გამართულად მუშაობს - არ არის საკმარისი! ზაფხულში, ავტომობილში აუცილებლად უნდა შემოწმდეს ჰაერის კონდიცირების სისტემა.  ბევრი მძღოლი ფიქრობს, რომ, რაც უფრო მეტ ფრეონს ჩაასხამს ავტომობილის კონდიციონერში, მით უკეთეს შედეგს მიიღებს, ან თუკი კონდიციონერი საკმარისად აგრილებს სალონს, ე.ი. ყველაფერი რიგზეა. შესაძლოა, ავტომობილის სალონი საკმარისად გრილდება და კონდიციონერი კარგად მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წესრიგშია.
მძღოლმა, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შეამოწმოს ფრეონის დონე, რომელიც დროთა განმავლობაში იკლებს, ხოლო კონდიციონერში ფრეონის თუნდაც მცირე დოზით ნაკლებობა ჰაერის კონდიცირების სისტემას ნელ-ნელა აზიანებს და ხშირად, ამის შედეგად ძვირად ღირებული კომპრესორი მწყობრიდან გამოდის. ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ კონდიციონერში ფრეონის დონე დაკლებულია, კომპრესორი მაინც მუშაობს და სალონის გაგრილებას ახდენს, თუმცა არა ისე, როგორც ძველებურად. ეს სხვაობა მძღოლებისთვის ხშირად შეუმჩნეველია. ასე რომ, კონდიციონერის მოხმარების დაწყებამდე, სასურველია, შემოწმდეს ფრეონის დონე - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილში კარგი სიგრილეა.




- შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ავტომობილში კონდიციონერის ერთ-ერთი ფუნქცია ჰაერის იონიზაციაა. აგვიხსენით, რას ნიშნავს ეს?
- ჰაერში არსებობს მრავალი უხილავი მავნე მიკროორგანიზმი, ბაქტერია, მტვრის ნაწილაკი, ვირუსი და ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ეს მავნე ნივთიერებები, ძირითადად, დამუხტულია დადებითად და მათი განეიტრალება შესაძლებელია როგორც ბუნებრივად, ასევე, ხელოვნურადაც - იონიზატორების დახმარებით. კონდიციონერი, რომელსაც იონიზაციის ფუნქცია აქვს, ასუფთავებს ჰაერს ბაქტერიებისგან და ობის სოკოვანი სპორებისგან. ასევე, ჰაერის იონიზაციის შედეგად ავტომობილში ქრება არასასიამოვნო სუნი. ის წარმატებით ებრძვის თამბაქოს კვამლს და ჰაერში არსებულ არასასურველ და ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს. 


- ხშირად, კონდიციონერის ჩართვის დროს სალონში არასასიამოვნო სუნი დგება.
- ამის მიზეზი სწორედ კონდიციონერის სისტემაში წლობით დაგროვილი ჭუჭყია. ატმოსფერო გაჯერებულია უამრავი ნივთიერებით, რომელიც ავტომობილის სალონის ფილტრის ზედაპირსა და კონდიცირების სისტემაში ილექება. ეს დაგროვილი ნივთიერებები გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთმანეთთან რეაქციაში შედის. იმისთვის, რომ სალონში ჰაერის გაგრილებისას არასასიამოვნო სუნი თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია კონდიციონერის ჰაერის სისტემის ანტიბაქტერიული დამუშავება სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით.

- შეუძლია თუ არა მძღოლს, თავად დაამუშაოს კონდიციონერის ჰაერის სისტემა ანტიბაქტერიული ხსნარით?
- სამწუხაროდ, ეს პროცესი ხელსაწყოთა პანელის სრული დაშლის გარეშე რთულია, ზოგჯერ კი - საერთოდ შეუძლებელი. ამასთანავე, ჰაერის სისტემის დაბინძურების შემთხვევაში არათუ კონდიციონერის, არამედ გამათბობლის მუშაობის ეფექტიანობაც მცირდება, ვინაიდან ბევრ ავტომობილში ჰაერი სალონში მოხვედრამდე ჯერ ჰაერის სისტემას გადის, შემდეგ კი გამათბობელს. ხშირად არასწორად შეკეთებული კონდიციონერი მწყობრიდან გამოდის. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ჰაერის კონდიცირების სისტემა აუცილებლად უნდა გაიწმინდოს არამხოლოდ ანტიბაქტერიული ხსნარით, არამედ შესაბამისი აპარატითაც, უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. „თეგეტა მოტორსმა“ პირველმა შემოიტანა საქართველოში სპეციალური აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ხდება კონდიცირების სისტემის გაწმენდა მავნე მიკრობებისგან. მომსახურება დაახლოებით 20-25 წუთს გრძელდება და 35-დან 50 ლარამდე ჯდება. იონიზაციის სერვისი სპობს კონდიციონერის ჰაერის სისტემის არხებში ალერგიულ მიკრობებს, სოკოს ბაქტერიებს და ასუფთავებს ჰაერს. აქრობს ავტომობილის სალონში უსიამოვნო სუნს და თქვენ მაშინვე იგრძნობთ სუფთა და არომატული ჰაერის ნაკადს.


- რა სიხშირითაა საჭირო ავტომობილში კონდიცირების სისტემის გაწმენდა?
- თუ გსურთ, რომ თქვენს ავტომობილში ჰაერის კონდიცირების სისტემა მუდმივად გამართულად მუშაობდეს და ასევე, თუკი საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ამ პროცედურის ჩატარებას 6 თვეში ან, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც გირჩევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?