რა პრობლემებს აგარიდებთ ავტოქიმია ზამთარში?

რჩევები ავტომოყვარულებს

6 იანვარი 22:00
66

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ზამთარში, ძლიერი ყინვის დროს, თქვენი ავტომობილის საკეტი მექანიზმი ჩაიჭედა, საქარე მინა გაიყინა ან შუშები იორთქლება და მგზავრობაში ხელს გიშლით? 

რჩევებს „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების უფროსი ლაშა ნარუსაშვილი გვაძლევს.

ზამთრის სუსხიან დღეებში ავტომობილი განსაკუთრებით უნდა დავიცვათ. გარდა იმისა, რომ ავტომობილისთვის საჭიროა ზამთრის საბურავები, ანტიფრიზი და გამართული აკუმულატორი, ასევე, აუცილებელია ვიცოდეთ, ზამთრის ხაზით წარმოებული ავტოქიმიის შესახებ, რომლებიც ზამთარში ავტომობილით მგზავრობას გაგიადვილებთ.


თუ ავტომობილის კარის საკეტი ჩაიყინა
წარმოიდგინეთ, დილას გამოდიხართ სახლიდან, სამსახურში გაგვიანდებათ, მოულოდნელად კი აღმოაჩენთ, რომ თქვენი მანქანის საკეტი მექანიზმი ჩაყინულია და ვერაფრით აღებთ. რაც არ უნდა ეცადოთ, უშედეგო იქნება. ავტომობილის კარი მანამ არ გაიღება, სანამ გაყინული საკეტი ოდნავ მაინც არ გალღვება, ამ პროცესს კი საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
ასეთ დროს მძღოლების უმეტესობა საკეტზე ცხელ წყალს ასხამს, რაც დაუშვებელია, რადგან დიდი შანსია, საღებავის საფარი დააზიანოთ და 
კარის სახელურიც გაფუჭდეს.
არსებობს სპეციალური ქიმიური საშუალებები, რომლებიც მსგავსი უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. ეს არის ავტოქიმია, რომელიც ავტომობილს ზამთარში განსაკუთრებით სჭირდება და რომელშიც შედის ისეთი  ჯადოსნური სპრეი, რომლის ერთი მისხმაც საკმარისია, რათა გაყინული კარი წამებში გაიღოს. თუმცა, სასურველია, ეს ყველაფერი წინასწარ გავითვალისწინოთ:
თუ გსურთ, ზამთარში თავიდან აიცილოთ ავტომობილის კარის საკეტის გაიყინვა, პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენეთ კარის საკეტის გამლღობი სპრეი, რომელიც შეპოხავს საკეტს და გაყინვისგან ძლიერ ყინვაშიც კი დაიცავს.


თუ საქარე მინა გაიყინა...
მძღოლები ამ პრობლემის აღმოფხვრას წყლის მისხმით ცდილობენ. თუმცა, როდესაც გაყინულ საქარე მინას ცივ წყალს დავასხამთ, მინა კიდევ უფრო გაიყინება, ხოლო, თუკი გალღობის მიზნით ცხელ წყალს დავასხამთ, მინა აუცილებლად გასკდება. არსებობს სპეციალური სითხე, რომელსაც გაყინულ საქარეს მიასხამთ და პრობლემა გადაწყვეტილია.
გაყინული საქარე მინის გასალღობად ხალხური საშუალებაც არსებობს, რომელიც, ასევე, ეფექტურია. ცივ წყალში ჩაყარეთ მარილი, კარგად გახსენით და გაყინულ მინას მიასხით. მარილი ყინულიან საქარე მინაზე გაჩენილ ყინულს მალე გაალღობს.
იმისთვის, რომ ძლიერი ყინვის დროს საქარე მინა არ გაიყინოს, ასევე, არსებობს აპრობირებული მეთოდი: როდესაც მძღოლი ღამით ავტომობილს გააჩერებს, უნდა ჩაუწიოს შუშებს და გააღოს მანქანის კარი, რათა ავტომობილში არსებული ჰაერის ტემპერატურა გარე ტემპერატურას გაუთანაბრდეს.
აქვე მძღოლებს მინდა შევახსენო, რომ ზამთარში შუშის მწმენდის ავზში  ყოველთვის ჩაასხან გაყინვის საწინააღმდეგო სითხე.


თუ ავტომობილის კარების გარშემო ჰერმეტიზაციის რეზინები გაიყინა 
დიახ, ძლიერი ყინვის დროს ხშირად ავტომობილის ჰერმეტიზაციის რეზინები იყინება და ერთმანეთს ეწებება. ხოლო როდესაც კარს ძლიერად გამოვაღებთ, ეს რეზინები იხევა და ზიანდება. ავტოქიმიის პროდუქტებს შორის არსებობს სპეციალური საცხი და თუკი მას ჰერმეტიზაციის რეზინებს გადავუსვამთ, გაყინვისგან დავიცავთ.





თუ მგზავრობისას შუშები იორთქლება
როდესაც ავტომობილში მინები იორთქლება, მძღოლები, უმეტესად, ღუმელს რთავენ და ცხელი ჰაერის ნაკადს მინისკენ უშვერენ, თუმცა ეს ან დროებით აღმოფხვრის პრობლემას, ან საერთოდ ვერაფერს გვიშველის. არსებობს სპეციალური სითხე, რომელსაც დილას მინაზე წაუსვამთ და დღის განმავლობაში აღარ დაიორთქლება.


მძღოლებს ვურჩევ, სანამ ზამთარში ზემოჩამოთვლილი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, წინასწარ შეიძინონ ავტოქიმიური საშუალებები. მაგალითად, „Sonax“-ის ფირმის გერმანული წარმოების ავტოქიმია, რომლის ხარისხი მსოფლიოში განთქმულია და ფასი - ხელმისაწვდომი.


მინდა, მძღოლებს მეგობრული რჩევა მივცე. იმ შემთხვევაში, თუკი მაღალმთიან რაიონებში ან ზამთრის კურორტებზე აპირებენ წასვლას, რაც არ უნდა ძლიერი საბურავები ეყენოთ, აუცილებლად თან იქონიონ ჯაჭვები, რომლებიც მათ თოვლში ავტომობილით გადაადგილებას გაუადვილებთ.


გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას!