რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზამთრის საბურავების შეძენისას?

რჩევები ავტომოყვარულებს

11 ნოემბერი 22:00, 2016 წელი

ეს კითხვა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება, რადგან უსაფრთხოებისთვის ზამთარში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კარგი საბურავებია...  

დღეს ამ თემაზე საყურადღებო რჩევებს გვაძლევს „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.

- ბატონი ლაშა, როგორ შევარჩიოთ ზამთრის საბურავი?
- საბურავის შერჩევის დროს, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მითითებულია საბურავზე:
1. საბურავის ზომა;
2. გამოშვების წელი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელიწადს. თუკი საბურავი ვადაგასულია, მისი  რეზინი  გამომშრალია, გაზრდილია სამუხრუჭე მანძილი და საბურავის მოხმარება სახიფათოა. 
3. საბურავის მაქსიმალური დატვირთვის კოეფიციენტი და მისი შესაბამისი მაქსიმალური წნევა.
4.  საბურავის შერჩევის დროს მძღოლი უნდა დააკვირდეს, რომელი სეზონის საბურავს ყიდულობს. ზამთრის ყველა საბურავზე აღნიშნულია ფიფქის სიმბოლო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საბურავი ზამთრისთვის არის განკუთვნილი.
4. საბურავის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ არ უნდა იყოს დარღვეული საბურავის შენახვის სტანდარტები.
5. ასევე, გასათვალისწინებელია საბურავზე დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის ინდექსი.  


- რა განსხვავებაა ზამთრისა და ზაფხულის საბურავებს შორის და რატომ უნდა დავაყენოთ ზამთარში ზამთრის საბურავები?
-  ზაფხულის საბურავს ნაკლები რეზინის შემცველობა აქვს და, შესაბამისად, ის უფრო ხისტია, რის გამოც ზამთარში კიდევ უფრო უხეში ხდება, ასეთი საბურავი  უფრო მეტად ცურავს, უჭირს დამუხრუჭება და ზამთარში არათუ არარეკომენდებული, არამედ სახიფათოა.
ზამთრის საბურავებში რეზინის შემცველობა მაღალია, ამიტომ ის უფრო რბილია,  უკეთესად ეჭიდება მოყინულ ზედაპირს და ავტომობილს მოცურებისგან იცავს. საბურავის შერჩევის დროს უმთავრესი კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, ზომაა, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სეზონურობა.
როდესაც გარემოს ტემპერატურა +7 გრადუსზე დაბალია, მძღოლებმა ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით უნდა შეცვალონ.
მძღოლების უმეტესობას მიაჩნია, რომ ავტომობილზე ზამთრის საბურავები  მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დააყენოს, თუკი თოვლიანი ზამთარი ან ძლიერი ყინვებია, რაც მცდარი აზრია.  ზამთრის საბურავები გათვლილია არა მხოლოდ თოვლიან ამინდებში სასიარულოდ, არამედ მაშინაც კი, როდესაც გარემოს ტემპერატურა +7 გრადუსზე ქვემოთ ჩამოდის.
უსაფრთხოების მიზნით უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზამთარში უმჯობესია, ავტომობილით ვიმოძრაოთ ჩვეულზე უფრო დაბალი სიჩქარით, გავზარდოთ დისტანცია ავტომობილებს შორის და ნელა დავამუხრუჭოთ...


- ზამთრის საბურავის რამდენი ტიპი არსებობს?
-  შეგვიძლია, გამოვყოთ ორი ძირითადი ტიპი: მკაცრი ზამთრის პირობებისთვის წარმოებული  საბურავი და რბილი ზამთრის პირობებისთვის წარმოებული საბურავი. მათი  გარჩევა საკმაოდ მარტივია. მკაცრი ზამთრისთვის განკუთვნილ საბურავს პროტექტორზე გაცილებით მეტი  ჭრილი აქვს, ვიდრე რბილი ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილს. რაც უფრო მკაცრი პირობებისთვის არის საბურავი შექმნილი, მით უფრო დაბალი აქვს სიჩქარის ინდექსი. შესაბამისად, ზამთრის საბურავებით მაღალი სიჩქარით მოძრაობა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ შემთხვევაში მძღოლი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.


- მძღოლები ხშირად მეორადი საბურავებით სარგებლობენ...
- დიახ, ასეა, მაგრამ მეორადი საბურავებით სარგებლობა საკმაოდ სახიფათოა. მეორადი საბურავის შეძენის დროს არ ვიცით, რა პირობებში ინახებოდა, ასევე ხშირად ამ ტიპის საბურავებს ამოწურული აქვს ექსპლუატაციის ვადა და დაკარგული აქვს ელასტიკურობა, ამიტომ მისი მოხმარება სახიფათოა არა მარტო ზამთრის სეზონზე, არამედ წლის ნებისმიერ დროს. როდესაც საბურავის შენახვის სტანდარტული პირობები დარღვეულია (თუ ის მზეში და წვიმაში ინახებოდა), ეს  ნიშნავს, რომ რეზინი გამომშრალია და დარღვეულია საბურავის სტრუქტურა, რის შედეგადაც ავტომობილი ცუდად მანევრირებს. ასეთი საბურავის გამოყენება მძღოლს გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს. 


- რა პირობებში უნდა შევინახოთ საბურავები?
- აუცილებლად - დაცულ ადგილას, სადაც მათზე მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები არ იმოქმედებს და არ მოხვდება მზის სხივები, რათა რეზინი არ დაიშაშხოს. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ამ მხრივ კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ის, ვინც საბურავს „თეგეტა მოტორსში“ შეიძენს, საბურავების სეზონურად შეცვლისას შეუძლია, საბურავები ჩვენს საწყობში შეინახოს მიზერულ ფასად და როდესაც დასჭირდება, იმ დროს წაიღოს. თუკი მძღოლს საბურავები თან მიაქვს, ჩვენ მათ სპეციალურ პარკებში ვფუთავთ, რათა ავტომობილის საბარგული არ დაისვაროს.  
„თეგეტა მოტორსში“ თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ წამყვანი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა Bridgestone,  Michelin, Continental, Hankook, Riken, Starmaxx, GTRadial, Falken და სხვ. თუკი აღნიშნული ბრენდების საბურავებს „თეგეტა მოტორსში“  შეიძენთ, კომპანია უფასო მონტაჟისა და ბალანსირების სერვისს გთავაზობთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?