5 რჩევა ნაბახუსევიდან სწრაფად გამოსასვლელად!

რჩევები დიასახლისებს

2 იანვარი 12:00
54

დღეს 2 იანვარია - ნაბახუსევის საერთაშორისო დღე... თუმცა, საახალწლო განწყობის ნაბახუსევით გაფუჭება ნამდვილად არ ღირს, ამიტომ ეცადეთ, დროზე მოხვიდეთ გონს და დასვენების დღეები მხიარულად გაატაროთ. ნაბახუსევისგან გამოსვლის რამდენიმე სტრატეგია არსებობს... 

ალკოჰოლს თავისი გარკვეული პლუსები აქვს - ის კარგად ადუნებს და ამხიარულებს ადამიანს, მაგრამ სპირტიანი სასმელის დიდი დოზებით მიღებამ  შეიძლება მეორე დღეს თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და სისუსტე, ერთი სიტყვით, ნაბახუსევის სინდრომი გამოიწვიოს.  

1. ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ალკოჰოლის შემადგენლობაში შემავალ ეთილის სპირტს ისე აღიქვამს, როგორც შხამს. ეთილის სპირტი აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და იწვევს  გულის რევას, მჟავიანობის მომატებას და ა.შ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პირველი და მთავარი რჩევაა - ნაბახუსევზე სვით რაც შეიძლება მეტი სითხე და მეტი იძინეთ. 

2. ნაბახუსევისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ ცხიმიანი ხორცისგან მომზადებული წვნიანი. გაითვალისწინეთ, რომ ხორცი რაც მეტად ცხიმიანია, მით უფრო ადვილად აღადგენთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას და განთავისუფლდებით ნაბახუსევის სინდრომისგან.

3. რძის პროდუქტების მირთმევა ნაბახუსევისგან განთავისუფლების კარგი მეთოდია, თუმცა არავითარ შემთხვევაში - რძის! ჩვეულებრივი მაწონი ან კეფირი მშვენივრად უმკლავდება წყურვილს, აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ეთილის სპირტისგან დაზიანებული ნაწლავის მიკროფლორას ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებს. შესაბამისად, მშვენივრად ხსნის ნაბახუსევის სინდრომს.

4. ევროპაში ნაბახუსევზე ბრინჯიან კერძებსა და პურს მიირთმევენ. ეს პროდუქტები ალკოჰოლურ შხამებს ანეიტრალებს და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას უწყობს ხელს. ბრინჯი საუკუნეების მანძილზე ცნობილია, როგორც საუკეთესო გამწმენდი საშუალება.

5. ღირს თუ არა ნაბახუსევიდან ალკოჰოლის დახმარებით გამოსვლა? 
ბევრი ამტკიცებს, რომ ეს საუკეთესო და კარგად გამოცდილი მეთოდია. მართლაც, საკმარისია, ერთი ჭიქა სპირტიანი სასმელი მიირთვათ, რომ მომენტალურ შვებას იგრძნობთ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ სპირტიანი სასმელი კარგად უმკლავდება ტკივილის სინდრომს, თუმცა ამ დროს ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერების დამატებით დოზას იღებს, რომლისგან განთავისუფლება უკვე ძალიან რთულია. ეცადეთ, ნაბახუსევზე ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავოთ. უკიდურეს შემთხვევაში, მცირეოდენი ლუდით ან დაბალალკოჰოლიანი კოქტეილით დაკმაყოფილდით.
ისე კი, უმჯობესი იქნება, თუ ალკოჰოლიანი სასმელების ნაცვლად, ნაბახუსევზე ზემოჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელიმეს აირჩევთ.

მხიარულ ახალ წელს გისურვებთ!