მწვანე პომიდორი ბებიების რეცეპტით

რჩევები დიასახლისებს

4 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

პომიდორი ნაყოფს ოქტომბრის ბოლომდე ისხამს, მაგრამ დამწიფებას ვეღარ ასწრებს და წელიწადის ამ დროს ბაზარი სავსეა მწვანე პომიდვრით. თავისი უნიკალური გემოვნური თვისებების დამსახურებით კი, პომიდორი კულინარიაში დაუმწიფებელი სახითაც გამოიყენება.

პომიდვრის ნაყოფი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის, 3,5-დან 8,5%-მდე ორგანულ მჟავებს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, B1, B2, PP ვიტამინებს და ა.შ.


მწვანე პომიდორი ნიგვზით 


მწვანე პომიდორი - 2-3 კგ. 
ნიგოზიდაახლოებით 1 ჭიქა
ხახვი - 1/2 კგ.
ქინძი, ოხრახუში, ნიახური -  თითო კონა
ნიორი - 1/2 თავი
უცხო სუნელი - 2 სუფრის კოვზი
ხმელი ქინძი - 2 სუფრის კოვზი
ზაფრანა - 1 სუფრის კოვზი
ზეთი - 1/2 ჭიქა  
დაფქული წიწაკა, მარილი და ძმარი - გემოვნებით.


პომიდორი კარგად გარეცხეთ და ჯვარედინად ჩაჭერით.
ფართო ტაფაზე დაასხით ზეთი, მოაწყვეთ პომიდორი, დააფარეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ან ჰაერღუმელში შეწვით (ჰაერღუმელის შემთხვევაში, ტაფისთვის თავზე დაფარება საჭირო არაა).
სანამ პომიდორი იწვება, ცალკე ჯამში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, მწვანილი, დანაყილი ან გატარებული ნიგოზი და ნიორი, სუნელები, წიწაკა და ძმარი.
პომიდორს პერიოდულად მოურიეთ. კარგად რომ დარბილდება და შეიწვება, ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით, პომიდორს გაგრილება აცადეთ და შემდეგ უკვე გამზადებულ საკმაზში კარგად აურიეთ.
ამ კერძს ჩვენი ბებიები ცხელ მჭადთან ერთად მიირთმევდნენ.




მწვანე პომიდვრის სალათა


მწვანე პომიდორი - 4,5 კგ
ხახვი - 1,5 კგ.
მწარე წიწაკა - 150 გრ
სტაფილო - 1/2 კგ.
ნიორი200 გრ. 
ზეთი - ნახ. ლიტრი
ძმარი - ნახ. ლიტრი
ქინძი, ოხრახუში, ნიახური - თითო-თითო დიდი კონა
უცხო სუნელი და ხმელი ქინძი - 1/2 ჭიქა,
ზაფრანა - მეოთხედი ჭიქა.
მარილი - გემოვნებით.


გარეცხილი მწვანე პომიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გამდინარე წყალი გადაავლეთ.
ცალკე ჯამში ჩაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი და წიწაკა და ბოლოს ერთად წამოდუღებული ზეთი და ძმარი.
ამ ნაზავს დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ხის კოვზით კარგად მოურიეთ.
სალათა ჭურჭელში სამი დღე უნდა გააჩეროთ, თან პერიოდულად ურიოთ.
შემდეგ კი ქილებში გადაიტანეთ და პოლიეთილენის თავსახურები დაახურეთ.
შენიშვნა: სუფრასთან მიტანის წინ, შეგიძლიათ, სალათას ცოტაოდენი გატარებული ნიგოზი დაუმატოთ. 



მწვანე პომიდვრის მწნილი საკუთარ წვენში

მწვანე პომიდორი - 2 კგ.
წიწაკა
- 5-10 ცალი
ნიორი
2 თავი 
ქინძი, ოხრახუში, ნიახური - თითო-თითო დიდი კონა
მარილი
- გემოვნებით.


ბოსტნეული გულმოდგინედ გარეცხეთ და გააშრეთ.
პომიდვრები ჯვარედინად, თითქმის ყუნწამდე ჩაჭერით და ჩააყარეთ მარილი. ჩააწყვეთ ჯამში და ასე დატოვეთ, სანამ წვენს გამოუშვებს.
ამასობაში ცალკე, წვრილად დაჭერით მწვანილები, ნიორი და წიწაკა.
თითოეული პომიდორი ამოავსეთ სურნელოვანი მწვანილის ნაზავით და ჩააწყვეთ მინის ქილაში ან თქვენთვის სასურველ ჭურჭელში.
მოასხით თავისივე წვენი და თავზე პოლიეთილენის თავსახურები დაახურეთ.
წყლის დასხმა საჭირო არ არის - პომიდორი თავად გამოუშვებს საჭირო რაოდენობით წვენს.
ქილები ბნელ და გრილ ადგილას დადგით და  პერიოდულად დახედეთ.
თუ საკმარისი ოდენობით წვენი არ გამოუშვა, პომიდვრებს ქილაში ადგილი შეუცვალეთ.
ათი დღის შემდეგ მწნილი მზად იქნება.
გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?