მწარე წიწაკის უნიკალური თვისებები - ის, რაც აქამდე არ იცოდით

რჩევები დიასახლისებს

13 თებერვალი 12:00, 2017 წელი

ბევრი დიასახლისისთვის მწარე  წიწაკა საყვარელი სუნელია, რომელიც კერძებს განუმეორებელ და პიკანტურ გემოს ანიჭებს, მაგრამ არაფერი იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. კერძოდ: 

მწარე წიწაკა ამაგრებს იმუნიტეტს, ეხმარება ანგინისგან განკურნებაში, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანის მდგომარეობას და ა.შ.

მწარე წიწაკის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ალკალოიდი ადამიანის ორგანიზმს მძიმე საკვების მონელებაში ეხმარება, ანეიტრალებს ცხიმებს და მავნე ნივთიერებებს, ორჯერ ამცირებს კერძის კალორიულობას და ხელს უშლის ჭარბი წონის გაჩენას.

მწარე წიწაკა თავისი უნიკალური თვისებებით ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას. აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და სისხლს სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს.

მწარე წიწაკა ხელს უშლის ჭარბი წონის წარმოქმნას, რადგან ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას. ამის შედეგად, ორგანიზმში სწრაფად მიმდინარეობს ცხიმოვანი უჯრედების დაშლის პროცესი. გარდა ამისა, წიწაკას მსხვილი ნაწლავიდან  ტოქსინები და სხვადასხვა მავნე ნივთიერებები გამოჰყავს.

მწარე წიწაკა ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია და ნახშირწყლებს თითქმის არ შეიცავს. თავისი უნიკალური თვისებების წყალობით, ამ ბოსტნეულის გასახდომად გამოყენებაც შეიძლება.
ამისთვის, საჭიროა ერთი წილი ძალიან წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა და მეხუთედი წილი არაყი ან 90%-იანი სპირტი. თუ წიწაკის ნაყენის დასამზადებლად სპირტს იყენებთ, ნაყენი შვიდი დღე უნდა გააჩეროთ. არყის შემთხვევაში კი, სულ მცირე, სამი კვირა მაინც. ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიიღოთ.

წითელი წიწაკა ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას და შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა.

მწარე წიწაკის დახმარებით, უამრავმა ქალმა შეძლო, გინეკოლოგიური სახის პრობლემების მოგვარება. ცნობილია, რომ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ემოციური გადაღლის, ძილისა და დასვენების უკმარისობის, არასწორი კვებისა და უმოძრაობის შედეგია.
ასეთ დროს, წითელი წიწაკა საკვერცხეებს ნორმალური მუშაობის აღდგენაში ეხმარება. წიწაკის თუნდაც ერთკვირიანი მოხმარების შემდეგ, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საკვერცხეების მუშაობაში შესამჩნევი გაუმჯობესება იგრძნობა. წიწაკაში შემავალი ნივთიერებები მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას ეხმარება, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ციკლის მიმდინარეობის დროს, მწარე წიწაკის მიღებისგან თავის შეკავება სჯობს.

მწარე წიწაკა მამაკაცებისთვისაც უებარი დამხმარეა - ის აღადგენს პოტენციას და სექსუალური უძლურების დაძლევაში ეხმარება. დიასახლისებო, ხშირად მოუმზადეთ საყვარელ მამაკაცებს მწარე წიწაკით შეზავებული კერძები, თუმცა, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

მწარე წიწაკა თმასა და ფრჩხილებს ზრდაში ეხმარება და ამაგრებს. თუ წიწაკის მოყვარული ბრძანდებით, მტვრევადი თმისა და ფრჩხილების პრობლემა არასოდეს შეგაწუხებთ.

მწარე წიწაკა ტვინს მუშაობაში ეხმარება, ამიტომ კარგი იქნება, თუ წიწაკას იმ ბავშვების რაციონშიც შეიტანთ, რომლებსაც გაკვეთილების ათვისება უჭირთ.
მწარე წიწაკა C ვიტამინის შემცველობის მხრივ რეკორდსმენია. ამის გარდა, ის შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტებს, რკინას, ცინკს, მაგნიუმს კალციუმს, კალიუმსა და ფოსფორს, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, მწარე წიწაკა ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ.

აუცილებელია, ისიც აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებსაც მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, დიაბეტი, ღვიძლის, ნაწლავებისა და წყლულოვანი დაავადებები აწუხებთ, მწარე წიწაკით შეზავებულ კერძებს უნდა მოერიდონ, რადგან მწარე წიწაკა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და დაავადების გამწვავებას გამოიწვევს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?