რა უნდა იცოდეთ, სანამ პლასტიკატის ბოთლით წყალს იყიდით?!

რჩევები დიასახლისებს

13 მარტი 12:00, 2017 წელი

თუ დააკვირდებით, პლასტიკატის ბოთლების ეტიკეტზე აუცილებლად აღმოაჩენთ ინფორმაციას, რომელიც გატყობინებთ, კონკრეტულად, რომელი ტიპის პლასტიკატისგან არის ბოთლი დამზადებული. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი პლასტიკი სხვადასხვა ხარისხისა და საფრთხის შემცველ ქიმიკატს გამოყოფს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

PET ან PETE - ეს ნიშნავს, რომ თქვენ წინაშეა ერთჯერადი გამოყენების ბოთლი. პლასტიკატმა, რომლისგანაც ასეთი ბოთლია დამზადებული, შეიძლება მძიმე მეტალები და ჰორმონალური დისბალანსის გამომწვევი ნივთიერებები გამოყოს.
ასეთი პლასტიკატის ბოთლები ყველაზე ხშირად გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ, თუ არ გსურთ, თქვენს ორგანიზმში ტუტე ელემენტები და ბაქტერიები მოხვდეს, ბოთლი გამოყენებისთანავე უნდა გადააგდოთ.

HDP ან HDPE - ეს ძალიან კარგი ხარისხის, მყარი პლასტიკატია, რომელიც პრაქტიკულად, არავითარ მანვე ნივთიერებებს არ გამოყოფს, ამიტომ ეცადეთ, რომ წყალი მხოლოდ ამ ნიშნით დატანილ ბოთლებში შეიძინოთ - ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ეკოლოგიისთვისაც სასარგებლოა, რადგან მისი გადამუშავება შესაძლებელია. ყველაზე ხშირად ამ პლასტიკატს რძის პროდუქტების ტარად, სათამაშოების წარმოებაში და სარეცხ საშუალებებში გამოიყენებენ.

PVC ან V - ამ მასალისგან დამზადებული ბოთლები, სულ მცირე, ორ საშიშ ქიმიკატს გამოყოფს და ორივე მათგანი ნეგატიურად აისახება ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე.
ეს რბილი, დრეკადი პლასტიკატია, რომელიც, ჩვეულებრივ, ზეთის ბოთლებისა და სათამაშოების წარმოებაში გამოიყენება. ამის გარდა, მას კომპიუტერის კაბელების საიზოლაციო მასალად, პლასტიკატის მილებისა და სანტექნიკის დეტალების დასამზადებლად იყენებენ. ექსპერტები გვირჩევენ, რომ თავი შევიკავოთ ამ მასალისგან დამზადებული ბოთლის შეძენისგან, მით უმეტეს, რომ ალტერნატივა ყოველთვის მოიძებნება.

LDPE - ეს მასალა პლასტიკატის ბოთლებისა და პარკების დასამზადებლად გამოიყენება. ის არ გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს წყალში, რომელსაც ინახავს, მაგრამ უსაფრთხო მხოლოდ წყლის შემთხვევაშია. ამ პლასტიკატში შეფუთული პროდუქტების ყიდვას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, საკვებთან ერთად, გულისთვის სახიფათო ქიმიკატებიც მიირთვათ.

PP - ეს თეთრი ან ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკატია, რომელიც, ძირითადად, იოგურტებისა და სიროფების შესაფუთად გამოიყენება. თერმოგამძლეა, გაცხელების დროს არ დნება და შედარებით უსაფრთხო პლასტიკატების რიცხვს განეკუთვნება.

PS - ხშირად გამოიყენება ყავის ჭიქებისა და სწრაფი კვების კონტეინერების დასამზადებლად, თუმცა, გაცხელებისას საშიშ ქიმიურ მინარევებს გამოყოფს. პოლისტიროლი პლასტიკატის იაფფასიანი და მყარი ტიპია, რომელიც ცხელი სასმელებისა და საკვების შესანახად არ გამოიყენება.

PS ან პლასტიკატი, რომელსაც სპეციალური ნიშანი არ გააჩნია - ეს პლასტიკატის ყველაზე საშიში ტიპია და სასმელი წყლის ბოთლებისა და კვების პროდუქტების კონტეინერების დასამზადებლად გამოიყენება. ასეთ შეფუთვაში წყლის ან საკვების შენახვა კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის გამოყოფს ბისფენოლ A-ს - ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ენდოკრინულ სისტემას ანადგურებს და ხელს უშლის ესტროგენის ჰორმონის წარმოქმნას.

დაბოლოს, სანამ პლასტიკატის ბოთლში მოთავსებულ წყალს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, რადგან მინა გაცილებით უსაფრთხო და საიმედოა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?