როგორ დავაჩქაროთ ზოგიერთი პროდუქტის მოხარშვა?

რჩევები დიასახლისებს

3 აპრილი 12:00, 2017 წელი

ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ არსებობს პროდუქტები, რომელთა მომზადებას დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, ამიტომ, ალბათ, ბევრს გასჩენია კითხვა - როგორ მოვახერხოთ სადილის სწრაფად მომზადება და ხარშვის პროცესის დაჩქარება ისე, რომ პროდუქტის სასარგებლო თვისებები შევინარჩუნოთ?

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.


როგორ დავაჩქაროთ ლობიოს ხარშვა?
პარკოსანი მცენარეები კვების მნიშვნელოვან პროდუქტებს წარმოადგენს.
მათ მაღალი კვებითი ღირებულება და მიკროელემენტების უნიკალური შემადგენლობა აქვთ, რაც ავიტამინოზის მკურნალობისთვის, უბრალოდ, შეუცვლელია. თავდაპირველად გადაწყვიტეთ, რომელი ფერის ლობიოს მოხარშვას აპირებთ. საქმე ის გახლავთ, რომ თეთრი ფერის ლობიოს უფრო ხანგრძლივად ხარშვა სჭირდება, ვიდრე ფერადს.
თუ ამის საშუალება გაქვთ, აუცილებლად ჩაალბეთ ლობიო მთელი ღამით.


1. თეთრი ფერის ლობიო ქვაბში მოათავსეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ მთლიანად დაიფაროს. ამის შემდეგ, ლობიო 5-10 წუთით წამოადუღეთ და ცივი წყალი დაამატეთ. ასე რამდენჯერმე გაიმეორეთ, რადგან ტემპერატურის ცვლილების დროს, პარკოსნები სწრაფად იხარშება. ხარშვის ეს მეთოდი ფერადი ლობიოს ხარშვის დროსაც გამოიყენება.


2. წითელი ფერის ლობიოს ხარშვის დროს, წყალში დანის წვერით საჭმელი სოდა შეურიეთ. ასე ლობიოს ხარშვის დროს ბევრად შეამცირებთ. იგივე მეთოდი შეგიძლიათ თეთრი ლობიოს ხარშვის დროსაც გამოიყენოთ.


3. როცა ლობიოს ქვაბში წყალი კარგად ადუღდება, მთლიანად გადაღვარეთ და ცივი წყლით შეავსეთ. ეს პროცედურა მეორედაც გაიმეორეთ და ლობიოს სწრაფად მოხარშვა გარანტირებული გაქვთ.


გაითვალისწინეთ, რომ ლობიოს ხარშვის დროს, თავსახური მჭიდროდ არ უნდა დააფაროთ, თორემ მარცვლები გამუქდება. თუ გსურთ, რომ მარცვლები უხეში არ გამოვიდეს, ლობიოს მარილი ხარშვის დასრულების შემდეგ უნდა დაუმატოთ.


როგორ მოვხარშოთ სწრაფად ჭარხალი?
მოხარშული ჭარხალი უამრავი კერძის მოსამზადებლად გამოიყენება.
ეს ბოსტნეული ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. საინტერესოა, როგორ მოვახერხოთ ჭარხლის მოხარშვა ისე, რომ ამაზე 2 საათი არ დავკარგოთ და თან მისი მდიდარი ფერი და სასარგებლო ნივთიერებები შევინარჩუნოთ? 


1. ჭარხალი კარგად გარეცხეთ, მაგრამ ძირი არ მოაჭრათ. ეცადეთ, ბოსტნეულის მთლიანობა არ დაარღვიოთ, რადგან ასე ფერისა და გემოს მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს. ჭარხლის მოხარშვა ყველაზე სწრაფად მიკროტალღურ ღუმელშია შესაძლებელი. ამისთვის მოათავსეთ ის პოლიეთილენის პარკში, მჭიდროდ, ჰერმეტულად შეკარით და 8-10 წუთით ჩართულ ღუმელში გააჩერეთ. ჭარხალი მზადაა.


2. თუ მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ და ჭარხლის ქვაბში მოხარშვა გიწევთ, წყალში დაუმატეთ 1 ს/კ ძმარი (ფერის შესანარჩუნებლად) დაახლოებით 30-40 წუთი ხარშეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გამდინარე, ცივ წყალში სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.


3. არსებობს ჭარხლის სწრაფად მოხარშვის კიდევ ერთი მეთოდი - ხარშვის პროცესში, წყალს ერთი სუფრის კოვზი ზეთი დაუმატეთ. ეს ხარშვის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.


როგორ მოვხარშოთ სწრაფად ქათამი?
გარდა იმისა, რომ გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, სახლში გაზრდილ დედალს, ფერმის ქათამთან შედარებით, ხარშვისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდება. თუ ქათამს მთლიანს კი არა, ნაწილებად დაჭრილს მოხარშავთ, ამით ხარშვის პროცესს დააჩქარებთ. კარგი იქნება, თუ მოხარშვამდე ქათამს ლიმონის წვენს წაუსვამთ და ერთი საათი გააჩერებთ. ბებიები გვირჩევენ, რომ დედლის მოხარშვის დასაჩქარებლად, წყალში ბროლის პატარა ჭიქა ჩავდოთ და ხარშვის დასრულებამდე დავტოვოთ. თუ ქათამი ძალიან ბებერია. შეიძლება ხარშვის დროს მწიკვი სოდა ან სუფრის კოვზი მდოგვი დავუმატოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?