ბავშვების საყვარელი ნუგბარი, რომელიც ხარის სისხლისგან მზადდება

რჩევები დიასახლისებს

8 მაისი 12:18, 2017 წელი

ტკბილი გემოსა და შოკოლადთან მსგავსების გამო, ჰემატოგენი საბჭოთა პერიოდში ბავშვების საყვარელ ნუგბარად მიიჩნეოდა, თუმცა მისი შემადგენლობის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა.

ჰემატოგენი (ლათ. Haematogenum - სისხლი და დაბადება) სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც რეკომენდებულია რკინადეფიციტური ანემიის დროს, მომატებული ფიზიკური ან ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვისა და ინფექციური დაავადებების პერიოდში. ჰემატოგენი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო, ადამიანის სისხლთან მიახლოებული პროპორციის ამინომჟავებს, ნახშირწყლებსა და მინერალებს.


პრეპარატის შემადგენლობაში შედის  შავი ფერის საკვები ალბუმინი, ანუ ხარის გამშრალი სისხლი ან მსხვილფეხა რქოვანი პირუტყვის ერითროციტული მასა. ჰემატოგენის დასამზადებლად, შავ საკვებ ალბუმინს 65-70 გრადუსზე აცხელებენ და ურევენ შაქრის სიროფის, შესქელებული რძის, თაფლისა და ასკორბინის მჟავის ნაზავთან. 


სად და როგორ გამოიგონეს ჰემატოგენი?
ჰემატოგენი პირველად 1890 წელს შვეიცარიაში გამოჩნდა. ეს იყო ხარის სისხლისა და კვერცხის ცილისგან დამზადებული მიქსტურა.
საბჭოთა კავშირში ჰემატოგენის გამოშვება 1917 წლიდან დაიწყო. მას გამოიყენებდნენ მედიცინასა და კვების მრეწველობაში.


პრეპარატს ტრადიციულად სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალების სახით უნიშნავდნენ ოპერაციისა და ინფექციური დაავადებების შემდგომ პერიოდში. თუმცა, პრაქტიკულ მედიცინაში არ არსებობს საექსპერიმენტო მონაცემები ჰემატოგენის სამკურნალო და პროფილაქტიკური ეფექტის შესახებ.


ვისთვის არ არის სასურველი ჰემატოგენის მიღება?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შავი საკვები ალბუმინი შეიცავს სისხლს და მის შემადგენლობაში ალერგენების უზარმაზარი რაოდენობაა. სწორედ ამის გამო, მან შეიძლება ბავშვებსა და მოზრდილებში ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ჰემატოგენის მიღებისას ზომიერება უნდა დაიცვან იმ ადამიანებმა, რომლებიც მიდრეკილი არიან შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნისკენ, რადგან ის ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებსაც შეიცავს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?