როგორ გავრეცხოთ შავი სამოსი სარეცხ მანქანაში ისე, რომ ფერი არ შეიცვალოს?

რჩევები დიასახლისებს

29 მაისი 12:00, 2017 წელი

რაც არ უნდა ეფექტური სარეცხი საშუალებებით რეცხოთ, არასწორი მოპყრობის შემთხვევაში შავი სამოსი სწრაფად კარგავს ფერს და რუხ შეფერილობას იღებს. მით უფრო, თუ ავტომატური სარეცხი მანქანით სარგებლობთ. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ჩვენ რამდენიმე მარტივ, იაფ და ეფექტურ რჩევას გაგიზიარებთ...

ბევრს ჰგონია, რომ შავი ფერი ჭუჭყის ამტანია, თუმცა სინამდვილეში ასე არ გახლავთ. შავზე უმცირესი ლაქაც კი მოჩანს, რომ აღარაფერი ვთქვათ მტვერზე, ქერტლზე და ტონალური კრემისა თუ დეზოდორანტის ლაქებზე. სწორედ ამიტომ შავ ტანსაცმელს ხშირად რეცხავენ და შესაბამისად, ერთ დროს მკვეთრი შავიც მალე უფერულდება.

ჩვენ შემოგთავაზებთ, რჩევებს, რომლებიც თქვენს ტანსაცმელს კიდევ დიდხანს შეუნარჩუნებს თავდაპირველ ფერსა და იერსახეს:
 
1. თუ გსურთ, რომ შავმა სამოსმა რუხი შეფერილობა არ მიიღოს, ავტომატური რეცხვისას ყოველთვის დელიკატური რეცხვის რეჟიმი გამოიყენეთ და სარეცხ ფხვნილში ცოტაოდენი მარილი დაუმატეთ.

2. სანამ შავ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში მოათავსებდეთ, ერთი პროცედურა უნდა ჩაატაროთ. გაავსეთ ტაშტი ცივი წყლით. დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი ძმარი და ტანსაცმელი 20 წუთით ჩაალბეთ. ამის შემდეგ ტანსაცმელი წყალში გავლების გარეშე ამოიღეთ ტაშტიდან და სარეცხ მანქანაში ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

3. შავი ფერის „გასაცოცხლებლად“ ტაშტი მდუღარე წყლით გაავსეთ და დაფქვილი, შავი ყავა დაუმატეთ. ეცადეთ, რომ ნაყენი რაც შეიძლება მუქი გამოვიდეს. ჩაუშვით გახუნებული ტანსაცმელი ყავიან წყალში და 20-30 წუთით დატოვეთ. ამის შემდეგ ტანსაცმელი დელიკატური სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. შესაძლოა, ეს საკმაოდ ძვირი მეთოდია, მაგრამ ძვირფასი შავი სამოსი ამად ღირს.

4. როგორ დავუბრუნოთ ფერი განსაკუთრებით ფაქიზ სამოსს, რომლის სარეცხ მანქანაში რეცხვა არ შეიძლება? ტაშტში ჩაასხით მდუღარე წყალი და დაუმატეთ თუთუნი (პროპორცია 1 ლიტრ წყალზე - 15 გრ. თუთუნი), წამოადუღეთ და 40 გრადუსამდე გააცივეთ. ხსნარი საწურში გაატარეთ და მაგარი ჯაგრისით ტანსაცმელს წაუსვით. ამის შემდეგ ტანსაცმელი ცივ წყალში გაავლეთ და გააშრეთ.

5. ქსოვილზე შავი ფერის უკეთ შესანარჩუნებლად ძალიან მარტივი და საიმედო მეთოდია მათი ტუშიან წყალში გავლება. თუმცა, ეს მეთოდი მხოლოდ ხელით რეცხვისთვის გამოდგება. ბოლო გავლებისას, წყალში ცოტაოდენი ტუში და 2-3 ს/კ ძმარი დაუმატეთ და ტანსაცმელი ჩვეულებრივი წესით გააშრეთ.

6. გაგიკვირდებათ და შავი ტანსაცმლისთვის ფერის შენარჩუნება და ოფლის სუნის მოცილება ჩვეულებრივ საჭმელ სოდას შეუძლია. რეცხვის დასრულების შემდეგ, სარეცხი მანქანიდან გამოღებული სუფთა ტანსაცმელი 10-15 წუთით ჩაალბეთ თბილ წყალში, რომელშიც გახსნილი იქნება 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. ამის შემდეგ ცივ წყალში გაავლეთ და გააშრეთ.

7. დაბოლოს, მეთოდი ყველაზე ზარმაცებისათვის. ნივთები, რომლებმაც ფერი გაუხუნდათ, ქიმწმენდაში წაიღეთ, სადაც თავდაპირველ შეფერილობას ადვილად დაუბრუნებენ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?