გლიცერინის ჯადოსნური თვისებები, რომლებზეც ჯერ არ გსმენიათ

რჩევები დიასახლისებს

5 ივნისი 12:00, 2017 წელი

გლიცერინი უფერო, ბლანტი (სიროფის მაგვარი), მოტკბო გემოს მქონე სითხეა, რომელიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, უჯრედების რეგენერაციის პროცესი უმჯობესდება და კანი კარგად ტენიანდება, თუმცა გლიცერინს სხვა, ჯადოსნური თვისებებიც აქვს, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ.

1. გლიცერინს მტვრის „არეკვლის“ თვისება აქვს. ამ თვისების წყალობით, გლიცერინიანი ნაჭრით გაწმენდილ ავეჯსა და სარკეს მტვერი დიდხანს არ ეკარება.



2. გლიცერინს ტყავის აღდგენის ფუნქცია აქვს. წაუსვით გლიცერინი ტყავის ქურთუკის, ხელჩანთის ან ხელთათმანების გაცვეთილ ადგილებზე და დეფექტი თითქმის შეუმჩნეველი გახდება.

3. გლიცერინს ძველი და რთულად ამოსაყვანი ლაქების მოცილება შეუძლია. ამისთვის დალაქავებული ადგილი გლიცერინში ერთი საათით უნდა გააჩეროთ და შემდეგ ოდნავ მარილიან წყალში გაავლოთ.



4. გლიცერინი ყავისა და ჩაის ახალ ლაქებსაც აცილებს. ამისთვის დალაქავებულ ადგილზე გლიცერინისა და მსხვილი მარილის ნაზავი უნდა წაუსვათ. როგორც კი ლაქა გაუფერულდება, ქსოვილს გლიცერინიანი ნაზავი მოაცილეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.



5. გლიცერინი თმის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა. ყოველი დაბანის წინ ამ ჯადოსნური სითხის რამდენიმე წვეთი შამპუნში გაურიეთ და თმა გაცილებით მბზინავი და დამყოლი გახდება.



6. გლიცერინი თქვენს იატაკს სარკესავით კრიალას გახდის. შეურიეთ ცოტაოდენი გლიცერინი თბილ წყალში და პარკეტი ან ლამინატი მორეცხეთ. შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით.



7. გლიცერინიანი ხელის მალამოები კოსმეტიკის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ის ზამთარში ხელებს სიცივისგან იცავს, ზაფხულში კი პრობლემურ კანს ამშვიდებს და სიწითლესა და ქავილს აცხრობს. გაითვალისწინეთ, რომ გლიცერინიან მალამოზე ნაკლებად ეფექტური არც თბილი აბაზანებია. თბილ წყალში რამდენიმე წვეთი გლიცერინი ჩააწვეთეთ და ხელები რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.



8. გლიცერინი დიდი ხანია კოსმეტიკურ წარმოებაში გამოიყენება. კოსმეტიკური კომპონენტების ევოლუციის მიუხედავად, ის მწარმოებლებში ჯერ კიდევ პოპულარულია. საქმე ის გახლავთ, რომ გლიცერინს უნიკალური თვისება აქვს - ის სწრაფად შეიწოვს სისველეს და ხანგრძლივად ინახავს მას. სახეზე თუ წაისვამთ, ის კანზე უხილავი, დამცავი ფენის სახით, დიდხანს დარჩება. სწორედ ეს ფენა ახერხებს ჰაერიდან წყლის მიკროსკოპული მოლეკულების მიზიდვას და ამგვარად, კანის დატენიანებას.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?