5 შეცდომა, რომელსაც ჯინსების რეცხვის დროს ყველა ვუშვებთ

რჩევები დიასახლისებს

29 იანვარი 12:00, 2018 წელი

ეს შეცდომები ხარისხიან და გამძლე ქსოვილსაც კი ტილოდ აქცევს... ამიტომ წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ!

შეცდომა №1 - ჯინსის წაღმა მხრიდან გარეცხვა
გარეცხვამდე ჯინსი უნდა ამოაბრუნოთ. როგორი ფაქიზი რეჟიმიც არ უნდა შეარჩიოთ, სარეცხი მანქანა ჯინსის სწრაფ ცვეთას იწვევს. ამიტომ სარეცხ მანქანაში მოთავსებამდე, ჯინსის შარვალი ან ქვედაბოლო უნდა ამოაბრუნოთ და უკუღმა მხრიდან გარეცხოთ. არც ელვა შესაკრავებისა და ღილების შეკვრა დაგავიწყდეთ - მათ შეიძლება შედარებით თხელი ქსოვილი დააზიანონ.

შეცდომა №2 - ერთ ჯერზე, რამდენიმე ჯინსის რეცხვა
ყველა ცდილობს, რომ დრო და რესურსი დაზოგოს, მაგრამ ერთად რაც უფრო მეტ ჯინსს გარეცხავთ, მით მეტია შანსი, რომ ქსოვილი პირვანდელ სახეს დაკარგავს. ასე რომ, უმჯობესია, ჯინსები ცალ-ცალკე გარეცხოთ.

შეცდომა №3 - რეცხვის არასწორი რეჟიმი
გახსოვდეთ, რაც უფრო ფაქიზი რეცხვის რეჟიმს შეურჩევთ, მით უფრო კარგად გამოიყურება ქსოვილი. ჯინსის ხელით რეცხვა იდეალური შემთხვევაა, თუმცა ამის დრო და რესურსი ყველას არ აქვს, ამიტომ მანქანით რეცხვის დროს, შეარჩიეთ ყველაზე ფაქიზი რეცხვის რეჟიმი (თითქმის დელიკატური) და დაბალი ტემპერატურა. ასეთ შემთხვევაში თქვენი ჯინსი დიდხანს არ დაკარგავს პირვანდელ სახეს.

შეცდომა №4 - სარეცხი ფხვნილის შერჩევა
ბევრს ჰგონია, რომ ფერადი ქსოვილისთვის განკუთვნილი სარეცხი ფხვნილი კომერციული ხრიკია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ გახლავთ. ამ ფხვნილის მთავარი ამოცანაა გაანეიტრალოს წყალში შემავალი ქლორი და ქსოვილს ფერი შეუნარჩუნოს. თუ გსურთ, რომ ჯინსის შარვალმა ან კაბამ ფერი არ დაკარგოს და გახუნდეს, მხოლოდ ფერადი ქსოვილისთვის განკუთვნილი სარეცხი ფხვნილით უნდა რეცხოთ.

შეცდომა №5 - წურვისა და შრობის რეჟიმი
გახსოვდეთ, რომ ავტომატური შრობისა და ძლიერი წურვის რეჟიმები ჯინსის ქსოვილის ცვეთასა და მოთელვას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, სარეცხი მანქანიდან ჯინსი ნახევრად სველი უნდა გამოიღოთ და ტანსაცმლის საკიდზე გააშროთ.

თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, საყვარელი ჯინსის ტანსაცმელი დიდხანს მოგემსახურებათ.

წყარო
საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?