მაინც, რატომ აქვს ფოლგას განსხვავებული ზედაპირები?
ამას სპეციალურად არ აკეთებენ და ეს ტექნოლოგიური პროცესის შედეგია.
ალუმინი ლითონის მძიმე ლილვაკების გადატარებით დაჰყავთ თხელი ფიტფიტებამდე, ისევე როგორც ცომს ვაბრტყელებთ გასაბრტყელებელი ჯოხით. ის ზედაპირი კი, რომელსაც ლილვაკები ეხება, პრიალა გამოდის.
ფოლგის რომელი ზედაპირი უნდა ეხებოდეს პროდუქტს?
როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ საკითხში შეგვიძლია, საკუთარი გემოვნებით ვიმოქმედოთ, რადგან ამ ზედაპირებს შორის ფუნქციონალური განსხვავება არ არსებობს.
ამის შესახებ წერს ქიმიკოსი, Washington Post-ის პოპულარული ბლოგერი და არაერთი საინტერესო გამოცემის ავტორი, პროფესორი რობერტ ვოლკე თავის წიგნში „რა უთხრა აინშტაინმა თავის მზარეულს“ (What Einstein Told His Cook).
იმავე დასკვნამდე მივიდნენ Reynolds Kitchen-ის ტექნოლოგები.
ეს საკითხი პრინციპულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ალუმინის ფოლგის ცალი, არაპრიალა მხარე აღნიშნულია non-stick-ით, ანუ ანტი-დამწვრობის ნიშნით.
ამ დროს სწორედ ამ ზედაპირზე უნდა დადოთ პროდუქტი და ისე გადაახვიოთ.
დაბოლოს, გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად ჰერმეტულად არის გადახვეული პროდუქტი, რადგან, თუ ჰაერი შეიპარა, სითბური პროცესი შენელდება და შესაბამისად, კერძის მომზადების დრო გაიზრდება.