როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები?

რჩევები დიასახლისებს

8 აპრილი 10:00, 2015 წელი

კვერცხების შესაღებად ზოგი დიასახლისი ტრადიციულ და ბუნებრივ საღებავებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს კი ხელოვნური საღებავები ურჩევნია. ბუნებაში მღებავი თვისებების მატარებელი ბევრი მცენარე გვხვდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ენდროს ფესვებია, თუმცა, კვერცხის შეღებვა სხვა მცენარეებითაც შეიძლება.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა შეღებოთ კვერცხი ბუნებრივი საშუალებებით.



კვერცხის შეღებვა ენდროს ძირებით:

სასურველია, რომ მოხარშვამდე ერთი საათით ადრე კვერცხები მაცივრიდან გამოიღოთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩეროთ. მოხარშვამდე 15-20 წუთით ადრე კი ცივ წყალში ჩააწყოთ. 
იმისთვის, რომ საღებავი კვერცხზე თანაბრად გადანაწილდეს და არ აჭრელდეს, სასურველია, კვერცხები გულდასმით გარეცხოთ.
ამასობაში მოამზადეთ ენდროს ფესვების ნახარში: 
ამისთვის ერთი შეკვრა ენდრო კარგად გარეცხეთ, შემდეგ წვრილად დააქუცმაცეთ ან დაჩეჩქვეთ და კვერცხების მოსახარშ ჭურჭელში ჩაყარეთ. 
ჩაამატეთ ხახვის (უმჯობესია წითელი ჯიშის) გარეთა ფურცლები. 
დაამატთ 2-3 ჩაის კოვზი მარილი და ლიტრანახევარი წყალი. 
ქვაბი დადგით ცეცხლზე, დაამატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი და 15- 20 წუთი ადუღეთ.
შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და შეაგრილეთ.
ამ შეგრილებულ მასაში ჩააწყვეთ 15 კვერცხი და  15-20 წუთი ადუღეთ. მოხარშული კვერცხები ფრთხილად ამოიღეთ ენდროიანი ქვაბიდან და ცივი წყლით სავსე ჭურჭელში ჩაალაგეთ. ცივ წყალში 10 წუთი გააჩერეთ, რათა შეღებილი კვერცხები ადვილად გაიფცქვნას.  
ცივი წყლიდან ამოღების შემდეგ გააშრეთ და თითოეული კვერცხი ზეთში დასველებული სუფთა ნაჭრით გააპრიალეთ.



კვერცხის შეღებვა ჭარხლის, ლიმნის, ფორთოხლის, სტაფილოს, ყავის და ჭინჭრის წვენით:

ჭარხლის წვენით ვარდისფერი შეფერილობის კვერცხს მიიღებთ. ლიმნის წვენი კვერცხს მოყვითალო შეფერილობას აძლევს, ფორთოხლის და სტაფილოს წვენი კი - მკვეთრად ყვითელს. ჭინჭრის ნაყენით კვერცხის მწვანედ შეღებვას შეძლებთ. ყავის ნახარში კვერცხს ღია მოყავისფრო შეფერილობას მისცემს.
ბუნებრივი საშუალებებით კვერცხის შესაღებად ქვაბში ჩაასხით ორი ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი და ბუნებრივი საღებავი (რაოდენობა შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ).
ნაყენი 10-15 წუთი ადუღეთ,  შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
ამის შემდეგ ჩააწყვეთ კვერცხები და ხარშეთ სასურველი შეფერილობის მიღებამდე. კვერცხების ხარშვა შესაძლებელია 15-დან 30 წუთამდე.
მკვეთრი შეფერილობის მისაღებად 15-30 წუთი ხარშვის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, მაგრამ კვერცხები არ ამოალაგოთ და მთელი ღამით  ნახარშში დატოვეთ.



კვერცხის შეღებვა ხახვის ფურცლებით:


ბუნებრივი საღებავების მოყვარულებში ძალიან პოპულარულია ჩვენი ბებიების მეთოდი - კვერცხის ღებვა ხახვის ფურცლებით. 
ამ მეთოდით შესაძლებელია მივიღოთ როგორც წითელი, ასევე ყვითელი და მოყავისფრო შეფერილობის კვერცხები. ყველაფერი დამოკიდებულია ხარშვის ხანგრძლივობაზე. 
კვერცხი მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობას მიიღებს, თუ ხახვის ნაყენს შემდეგი პროპორციებით გააკეთებთ: 8-10 ცალი ხახვის ფურცლებზე ორი ჭიქა წყალი. 
ხახვის ნაყენი 30-40 წუთი ადუღეთ. შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და მიღებულ საღებავში კვერცხები 10-15 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. 
უფრო მკვეთრი შეფერილობის მისაღებად უკვე გაციებული კვერცხები ხელახლა ჩააწყეთ ნახარშში და სასურველი ფერის მიღებამდე გააჩერეთ (ცეცხლზე შემოდგმის გარეშე).


 


როგორ გავაფორმოთ სააღდგომო კვერცხები?
ამისთვის საჭიროა, გაამზადოთ ჟელატინის წებო. 
ჟელატინი დაალბეთ პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. 
ზედმეტი სითხე რომ მოაშოროთ, გადაწურეთ და დამბალი გრანულები ძალიან დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. ჟელატინის წებო მზადაა.  
შეღებულ თითოეულ კვერცხს დაადეთ წინასწარ მოგროვებული, ლამაზად ამოჭრილი და გამზადებული სიფრიფანა აპლიკაციები, ზედ ჟელატინის წებო გადაუსვით (ცენტრიდან კიდეების მიმართულებით), აცადეთ გაშრობა და დეკორატიული კვერცხებიც მზადაა.


კვერცხები მარმარილოს ეფექტით:
ასეთი შედეგის მისაღწევად დაგჭირდებათ კვერცხის საღებავები, მცენარეული ზეთი და ცოტაოდენი მხატვრობის ნიჭი.
შეღებეთ კვერცხები მკვეთრ და ნათელ ფერებში - მაგალითად, ყვითლად, წითლად, ფორთოხლისფრად და გააშრეთ.
ცალ-ცალკე ჯამებში გახსენით მკვეთრი და მუქი ფერის საღებავები (ლურჯი, ყავისფერი, იისფერი).
თითოეულ ჯამში ჩაამატეთ თითო ჩაის კოვზი ზეთი და ფრთხილად მოურიეთ, რომ ბევრი ცხიმის რგოლი გაჩნდეს.
ნასვრეტებიანი კოვზით ფრთხილად ჩაუშვით თითოეული კვერცხი ხსნარში და უცებ ამოიღეთ. მარმარილოს ეფექტით შეღებილი კვერცხი მზადაა.



ფოთლებით გაფორმებული კვერცხი:

ასეთი ეფექტის მისაღებად შეღებვის წინ კვერცხს ქინძის ან ოხრახუშის ფოთლები დაადეთ და მჭიდროდ დააფიქსირეთ დოლბანდით ან წინდის ნაჭრით.



ფერადი ზოლები:
ზოლებიანი ეფექტის მისაღებად საღებავში ჩაშვების წინ  კვერცხს ე.წ. სკოჩი ან რამდენიმე პირი წვრილი რეზინი შემოახვიეთ. 
საღებავიდან ამოღებისა და გაგრილების შემდეგ კი ფრთხილად მოაცილეთ ზოლებიანი ეფექტისთვის მეორე მეთოდიც არსებობს. ამისთვის აფთიაქში შეიძინეთ სამედიცინო წებოვანი ლენტი (ლეიკოპლასტი). 
ლენტი რაც უფრო წვრილი იქნება, უკეთესია.  
კვერცხი ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ და შემდეგ ისე შემოახვიეთ ზოლებად დაჭრილი სამედიცინო ლენტი, რომ მთლიანად დაიფაროს. 
რამდენიმე მომცრო ჯამში გახსენით კონტრასტული ფერის საღებავები და ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ძმარი. 
კვერცხებს მოხსენით თითო „ზოლი“ და ჩაუშვით ჯერ ერთ საღებავში. სასურველი შეფერილობის მიღების შემდეგ, ამოიღეთ. 
აცადეთ გაშრობა, მოხსენით მეორე „ზოლი“ და ჩაუშვით მეორე ჯამში. 
ასე გაიმეორეთ ყოველ „ზოლზე“ და საბოლოოდ მიიღებთ  ცისარტყელასავით ფერად კვერცხს.



„ტკბილი“ ორნამენტებით გაფორმებული კვერცხი:
კვერცხი შეღებეთ ჩვეულებრივი მეთოდით და გააცივეთ. 
ერთი ჭიქა შაქრის პუდრს დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, ისე რომ სქელი, ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა მიიღოთ. 
მიღებული მასა ჩადეთ საკონდიტრო მოსართავში და თოთოეულ კვერცხს საკუთარი გემოვნების მიხედვით დაახატეთ ჯვარი, ფოთოლი,
ყვავილი და ა.შ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?