როგორ გავანადგუროთ ფუმფულა სათამაშოებში ჩაბუდებული ტკიპები?

რჩევები დიასახლისებს

15 ივლისი 10:00, 2015 წელი

ლამაზი და ფუმფულა სათამაშოები, გარდა იმისა, რომ პატარების საყვარელი გასართობია, ბინის ინტერიერსაც ძალიან უხდება.

ფუმფულა სათამაშოებს ორი ნაკლი აქვთ: საოცრად იზიდავენ მტვერს და კარგ გარემოს წარმოადგენენ მტვრის ტკიპების გასამრავლებლად.
სათამაშოებში ჩაბუდებული ტკიპების განადგურება ერთადერთი - ყინვის მეთოდით შეიძლება.
ამისთვის სათამაშო მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში, თავი მოუკარით და მთელი ღამით დატოვეთ საყინულე კამერაში.
ამ „სამკურნალო“ პროცედურას არა მარტო გამაჯანსაღებელი, არამედ გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს: ტკიპების განადგურების შემდეგ სათამაშო გაცულებით ფუმფულა და მიმზიდველი ხდება.
თუ სათამაშო იმდენად დიდია, რომ საყინულეში არ ეტევა, ისღა დაგრჩენიათ, ზამთარს დაელოდოთ და ზამთრის ყინვიან ღამეს პოლიეთილენის პარკში ჩადებული აივანზე მთელი ღამით დატოვოთ.


ქიმწმენდა - მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში!
ფუმფულა სათამაშოების ქიმწმენდა დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან ძლიერი დაბინძურების დროს.
გახსოვდეთ, რომ ქიმწმენდის დროს იყენებენ სპეციალურ ქიმიურ გამხსნელებს, რომლებშიც შედის ქლორის ეთილენი, ნახშირწყალბადები, მონოფტორტრიქლორმეტანი და ა.შ.
როგორ მოქმედებს ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმზე, ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მშრალი ქიმიური წმენდის შემდეგ სათამაშო სამი თვის განმავლობაში კიდევ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ამდენად, თუ ძალიან დაბინძურებული არ არის, ჯობია ბავშვის საყვარელი სათამაშოები სახლის პირობებში გაწმინდოთ.


მშრალი წმენდა

ფუმფულა სათამაშო ჩადეთ პოლიეთილენის პარკში, ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა  საჭმელი სოდა ან სახამებელი (2-3 საშუალო ზომის სათამაშოსთვის) კარგად შეკარით პარკი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ენერგიულად ანჯღრიეთ. ამის შემდეგ,  სათამაშოები პარკიდან ამოიღეთ და ჭუჭყიანი სოდა მშრალი ჯაგრისით გულმოდგინედ ჩამოაფერთხეთ.
დიდი ზომის სათამაშოების გაწმენდა სრულიად შესაძლებელია  მტვერსასრუტით, მხოლოდ პროცედურის დასრულების შემდეგ სუფთა წყალში დასველებული და შემდეგ კარგად გაწურული ტილოთი გაწმინდეთ.



წმენდა ქაფით
ტილოს ნაჭერზე საბავშვო საპონი წაუსვით და  სათამაშოს დაბინძურებული ადგილები კარგად გაუწმინდეთ. ამის შემდეგ აიღეთ სუფთა ტილო, დაასველეთ წყალში, კარგად გაწურეთ და სათამაშო მთლიანად გაწმინდეთ.
პროცედურის დასრულების შემდეგ სათამაშო აივანზე გაიტანეთ და სრულად გაშრობამდე დატოვეთ.


ისეთი სათამაშიოების გასაწმენდად, რომლებსაც შიგნით მუსიკალური მექანიზმი ან მიწებებული დეტალები (ცხვირი, ყურები, თვალები) აქვს, ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, ჩააწვეთეთ საბავშვო შამპუნი და ააქაფეთ სქელი ქაფის წარმოქმნამდე.
ღრუბლისა და ქაფის დახმარებით სათამაშო გულმოდგინედ გაწმინდეთ (მაგრამ ძალიან არ დაასველოთ). სათამაშოს ქაფის ნარჩენები წყალში დასველებული და კარგად გაწურული ტილოს დახმარებით მოაცილეთ. ბოლოს პირსახოცით გაამშრალეთ და გააშრეთ.
გამშრალი სათამაშო მსხვილკბილებიანი სავარცხლით დავარცხნეთ.



საჭიროა თუ არა ფუმფულა სათამაშოების რეცხვა?

აუცილებლად, მაგრამ მხოლოდ სამ თვეში ერთხელ.
თუ ფუმფულა სათამაშოს სტრუქტურა ამის საშუალებას გვაძლებს, მისი გარეცხვა ასეთი მეთოდითაც შეიძლება:
ჩაასხით თასში თბილი წყალი. სათამაშო დაასველეთ, წაუსვით საბავშვო საპონი და ამ მდგომარეობაში დატოვეთ 10 წუთი.
თუ სათამაშო ძალიან დაბინძურებულია, ჯაგრისის დახმარებით გაწმინდეთ.
ჩვეულებრივი წესით გაავლეთ წყალში, გაწურეთ და გაიტანეთ აივანზე გასაშრობად.


თუ ფუმფულა სათამაშოს ეტიკეტზე აღნიშნულია, რომ მანქანით რეცხვა დაშვებულია,  ჩაალაგეთ სათამაშოები სარეცხ მანქანაში, დააყენეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმზე და ბავშვის სარეცხი ფხვნილით, არა უმეტეს, 30 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხეთ.
რეცხვის პროცესში შეგიძლიათ დაუმატოთ თეთრეულის კონდიციონერი.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?