ბამბის საბნების, ლეიბებისა და ბალიშების სწორად რეცხვა

რჩევები დიასახლისებს

29 ივლისი 10:00, 2015 წელი

ჰიგიენური პირობების დაუცველობის შემთხვევაში ლოგინი შეიძლება, ჯანმრთელობისთვის საშიშიც გახდეს!


მტვრიანი ლოგინი მეგობრული გარემოა პათოგენური მიკროორგანიზმების, მათ შორის, ტკიპების გამრავლებისთვის, ამიტომ საბნების, ლეიბებისა და ბალიშების სწორად მოვლა და პერიოდულად წმენდა აუცილებელია.


როგორ გავანიავოთ ლოგინი?
ბალიშები, საბნები და პლედები ყოველ წელს უნდა გაიწმინდოს


მტვერსასრუტით წმენდისას მტვრის ტკიპები და მათი ექსკრემენტები არ ნადგურდება.
ამისთვის გაცილებით ეფექტური მზის სხივები და ტემპერატურების ცვალებადობაა.
მზის სხივების ზემოქმედებით პარაზიტების სიცოცხლისუნარიანობა მცირდება, თუმცა ცოცხლები რჩებიან.
40-გრადუსიან ტემპერატურაზე მტვრის ტკიპები 2 დღის განმავლობაში იღუპებიან, ყინვაში კი ოდნავ უფრო სწრაფად.
ეს ეხება როგორც სინთეტიკურ, ისე ბუნებრივი შემადგენლობის ბალიშებსა და ლეიბებს.
ამიტომ, არ დაიზაროთ და ზამთრის სუსხიან დღეებში თქვენი საბნები და ლეიბები აივანზე გაიტანეთ და საბერტყი ჯოხის დახმარებით მტვერი მოაცილეთ.
კარგი იქნება, თუ დაბერტყვის წინ ლეიბს სველ ტილოს გადააფენთ.
ასე მტვრის ნაწილაკებს მთლიანად სველი ტილო „შეიწოვს“.


შეიძლება თუ არა ბამბის საბნისა და ლეიბის რეცხვა?  
ბამბა წყალთან შეხებისა და გაშრობის შემდეგ მრგვალდება და პირვანდელ ფორმას ვეღარ იბრუნებს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია.
საკმარისია, იცოდეთ რამდენიმე საიდუმლო, რომელიც ამ რთულ და შრომატევად საქმიანობაში დაგეხმარებათ:
გაამზადეთ მოზრდილი ჯამი, თბილი წყალი, სარეცხის ფხვნილი და ტანსაცმლის საწმენდი ჯაგრისი.
იმისთვის, რომ საბანმა ან ლეიბმა ფორმა არ დაკარგოს და არ დაზიანდეს, კარგად გაწმენდილ იატაკზე ან მაგიდაზე გაშალეთ.
ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ სარეცხის ფხვნილი და ააქაფეთ.
ჯაგრისის დახმარებით ქაფი გულმოდგინედ წაუსვით საბნის ან ლეიბის ყველა მონაკვეთზე და კარგად გაწმინდეთ. პროცესის დასრულების შემდეგ აუცილებელია ქაფისა და ფხვნილის ნარჩენების მოშორება - ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
სველი და კარგად გაწურული ტილოს დახმარებით საბანს ქაფის ნარჩენები და ჭუჭყი ორივე მხრიდან კარგად მოაცილეთ და გასაშრობად იმავე მდგომარეობაში დატოვეთ.
არავითარ შემთხვევაში არ გადაკიდოთ თოკზე და არ სცადოთ გაწურვა!
ბამბის შიგთავსი რომ გასწორდეს და გაფუმფულდეს, სრული გაშრობის შემდეგ საბანი და ლეიბი კარგად უნდა დაბერტყოთ.
ბამბის შიგთავსის მქონე ნაწარმის სარეცხის მანქანაში, თუნდაც დელიკატური რეჟიმის პირობებში გარეცხვა დაუშვებელია.
გამოსავალი არც ბამბის ლეიბებისა და საბნების ქიმწმენდაში ჩაბარებაა, რადგან შედეგის გარანტიას ვერავინ მოგცემთ. 
ამიტომ ბამბის საბნის რეცხვის ზემოშემოთავაზებული მეთოდი შეუცვლელი და უალტერნატივოა.


გახსოვდეთ, რომ ბამბის საბნებსა და ლეიბებში ჩაბუდებული პარაზიტების გასანადგურებლად ეფექტურად გამოიყენება ორთქლის გამოშვების რეჟიმის მქონე უთოები. 
მოვლისა და მზრუნველობის  შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ ისეთი მძიმე და შრომატევადი საქმიანობა, როგორიც ბამბის ლეიბებისა და საბნების რეცხვაა.


ბალიშების გამზეურება და რეცხვა 
მათი გამზეურება შესაძლებელია მზეშიც და  ჩრდილშიც.  
პერიოდულად საბერტყელათი დაბერტყეთ და ბალიშის პირზე გამოჩენილი მტვრის ნაწილაკები რბილი ჯაგრისით მოაცილეთ.
ბუნებრივი შემადგენლობის ბალიშების რეცხვა ადვილი არაა, მაგრამ ჩვენს რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, საქმეს გაიიოლებთ.
დასაწყისისთვის, ბალიში გახსენით და ბუმბული დელიკატური რეცხვისთვის განკუთვნილ ტომსიკაში მოათავსეთ.
რეცხვის შემდეგ ტომსიკაში მოთავსებული ბუმბული კარგად გააშრეთ, ბალიშის პირში დააბრუნეთ და ამოკერეთ. სინთეტიკური ბალიშების მანქანაში რეცხვა არაეფექტურია - ბალიში ფორმას კარგავს და დეფორმირდება.
სამაგიეროდ, 40 გრადუსზე რეცხვას მშვენივრად იტანს სინთეტიკური შემადგენლობის პლედი.


ლეიბების წმენდა
მტვერსასრუტის პერიოდულად გამოყენების შემთხვევაში ლეიბებში მტვრის დაგროვებას შეუშლით ხელს.
მტვერსასრუტით  დამუშავების შემდეგ ლეიბები ორივე მხრიდან გაწმინდეთ დასველებული და კარგად გაწურული ნაჭრით.
არ დაგავიწყდეთ ლოგინის კარკასის საგულდაგულოდ გაწმენდაც.
ლეიბის მზეზე გატანა და განიავება საჭიროა, სულ მცირე, თვეში ერთხელ.
ლეიბი, რომლის შემადგენლობაში შედის ქოქოსი, შეგიძლიათ, უბრალოდ, დაბერტყოთ და ნოტიო ნაჭრით და ჯაგრისით გაწმინდოთ.
პოლიურეთანის შემადგენლობის ლეიბების დასველება რეკომენდებული არაა - თუ მათი გაწმენდა აუცილებელია, უნდა მიმართოთ მშრალი წმენდის მეთოდს ან ლეიბი ორივე მხრიდან დასველებული და კარგად გაწურული ნაჭრით გაწმინდოთ.
ასევე, დაუშვებელია ზამბარიანი მატრასების რეცხვა - წყალი ხელს უწყობს ზამბარების დეფორმაციას და ჟანგის გაჩენას.



იმ ოჯახებში, სადაც პატარები იზრდებიან, ზოგჯერ ლოგინის ქვეშაგებს შარდის სუნი ასდის.
შარდის სუნის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფერმენტული საწმენდი საშუალება ან ჩვეულებრივი ძმარი.
შარდის ლაქა დაასველეთ ფერმენტული საწმენდი საშუალებით ან ძმრით და ბლომად სოდა მოაყარეთ.
ასე დატოვეთ მთელი ღამით.
დილას სოდა მოაცილეთ და ლეიბი დაბერტყეთ.
ბავშვის შარდის სუნს, ასევე, კარგად უმკლავდება საბავშვო სარეცხი ფხვნილი, რომელსაც ლეიბზე აყრიან და შემდეგ გულმოდგინედ წმენდენ მშრალი ღრუბლით.
შარდის სუნსა და ლაქას კარგად ებრძვის თანაბარი რაოდენობით აღებული ლიმონის წვენი და წყლის ნაზავი.
ეს ნაზავი უნდა დაასხათ დალაქავებულ ადგილზე და მოაყაროთ ჩვეულებრივი პურის სოდა.
დილას სოდის ნარჩენები მტვერსასრუტით მოაშორეთ და ლეიბი დასველებული და კარგად გაწურული ნაჭრით გაწმინდეთ.


როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ლეიბზე არასასურველ ლაქას აღმოვაჩენთ?
ამ შემთხვევაში ყველაზე ადვილია ლეიბის პირის შეცვლა.
ზოგადად, ლეიბის პირის რეცხვა გაცილებით ადვილია, ვიდრე მთელი ლეიბის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ, ლეიბზე აღმოჩენილი ლაქა სწრაფად და მარტივად მოაშოროთ:
პროპორციით 1:1:1 მოამზადეთ მარილის, სახამებლისა და წყალბადის ზეჟანგის (პერეკისი) პასტა.
წაუსვით ლაქას და აცადეთ გაშრობა, შემდეგ კი კარგად მოაცილეთ პასტის ნარჩენები ზედაპირიდან.
თუ ლაქა იმდენად ძლიერია, რომ ზემოხსენებული მეთოდი არ შველის, მაშინ 200 გრამ პერეკისს დაუმატეთ სამი სუფრის კოვზი სოდა და ერთი წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
წაუსვით ეს ნაზავი ლაქაზე და თავად დაინახავთ, თქვენ თვალწინ თანდათან როგორ გაქრება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?