საკნატუნო ამბები

ჰაერის გაგრილება - რჩევები მათთვის, ვისაც კონდიციონერი არ აქვს ან არ უყვარს

fun time

12:00 ხუთ. 24 ივნისი, 2021 წელი

გაგრილება

14
დაკოპირებულია

ცხელ დღეებში ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

ზაფხულში სახლის გადახურების მიზეზია მზის სხივები, რომლებიც ფანჯრიდან შემოდის და ჰაერს ახურებს. დაიმახსოვრეთ, რომ ოთახების განიავება სჯობს დილით ან გვიან ღამით, როცა მზის სხივები ძალიან არ აცხუნებს.

სახლის გადახურების თავიდან ასაცილებლად, ჩამოუშვით ჟალუზები ან ჩამოაფარეთ სქელი, სასურველია ღია ფერისა და ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ფარდები.

სასურველია, რომ მზის მხარეზე განთავსებული ფანჯრები მზის სხივების ზემოქმედებისგან დაიცვათ. ამისთვის, ფანჯრის შუშებს ალუმინის ფოლგა მიაფარეთ და ფანჯრის რაფებზე წებოვანი ლენტით - ე.წ. სკოჩით დაამაგრეთ.

გაითვალისწინეთ, რომ სველი წესით დალაგება სახლის გაგრილების საუკეთესო საშუალებაა.

ოთახში სიგრილისა და სინოტივის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა ადგილას მიაფინეთ დასველებული და კარგად გაწურული პირსახოცები. პირსახოცების ხშირად დასველება რომ არ დაგჭირდეთ, ოთახში გაფინეთ სველი ზეწარი, რომლის ბოლო ყინულოვან წყალში იქნება ჩაშვებული.

ხშირად გამოიყენეთ წყლის მაფრქვეველა.

ოთახის გაგრილების საუკეთესო საშუალებაა „თვითნაკეთი კონდიციონერი“: პლასტიკატის ბოთლებში გაყინეთ წყალი ან ჯამში ჩაყარეთ ყინულები და დადგით ვენტილატორის წინ 20-30 სმ-ის დაშორებით.
თვითნაკეთი „კონდიციონერიდან“ წამოსული ყინულოვანი ჰაერის ჭავლი თქვენს ოთახს საგრძნობლად გააგრილებს.

ლოგინში, ბოჭკოვანის ნაცვლად, გამოიყენეთ სატინის ან აბრეშუმის თეთრეული - ამ ქსოვილებს კანის გაგრილების თვისება აქვს.

დაძინებამდე ერთი საათით ადრე ბალიში ჩადეთ პოლიეთილენის პარკში და საყინულეში შეინახეთ. ლოგინში კი საყინულიდან გამოღებული ყინულიანი ბოთლები ჩაყარეთ.
ლოგინში დაწოლის წინ ბალიშსა და ბოთლებს ადგილი შეუცვალეთ - ბალიში ლოგინში მოათავსეთ და ბოთლები ისევ მაცივარში შეინახეთ.
გარწმუნებთ, თუ ამ მეთოდს გამოიყენებთ, გრილად დაგეძინებათ.

ფიზიკიდან გემახსოვრებათ, რომ თბილი ჰაერი ზემოთ მიიწევს, გრილი კი დაბლა რჩება, ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში, თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაბალ ტახტზე ან შეზლონგზე დაწექით.
უკეთესი იქნება, თუ სულაც იატაკზე გაიშლით ლოგინს.

გახსოვდეთ, რომ ხალიჩა სითბოს გამოყოფს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ზაფხულის ცხელ დღეებში ხალიჩებს აახვევთ და შეინახავთ. იატაკს კი სველი წესით გაასუფთავებთ.

შეეცადეთ, რომ საათში ერთხელ მაინც დალიოთ წყალი. ეს თქვენს ორგანიზმს საგრძნობლად გააგრილებს. ჩააგდეთ წყალში ლიმონის, პიტნის ან კიტრის ნაჭერი და რაც შეიძლება ხშირად მიირთვით.

სხეულის ტემპერატურული სენსორი“კისრის მიდამოებში მდებარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილი გრილად გქონდეთ. თუ გარეთ გადიხართ, კეპკა უკუღმა დაიფარეთ, კისერზე სველი ცხვირსახოცი ან ბენდენა მოიხვიეთ. მოძებნეთ თქვენს ტანსაცმელში სახელოებიანი მაისური. სახელოები დაასველეთ და ისე ჩაიცვით.
სხეული გამოყოფს სითბოს ხელებიდან, ფეხებიდან, სახიდან და ყურებიდან, ამიტომ სხეულის ამ ნაწილებიდან ერთ-ერთის გაგრილება მთელი სხეულის გაგრილების იმიტაციას შეგიქმნით.
სახლში, კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს კი შეუძლიათ, ფეხები ცივ წყალში ჩააწყონ.

გარეთ გასვლის დროს შეეცადეთ, ღია ფერისა და ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი ჩაიცვათ. გახსოვდეთ, რომ მუქი ფერები მზის სხივებს იზიდავს, ღია კი ირეკლავს.
მზე ყველაზე აქტიური დილის 10 საათიდან 3 საათამდეა - მოერიდეთ ამ დროს ქუჩაში გასვლას.

ღამე გააღეთ ფანჯრები, რომ ღამის გრილმა ჰაერმა დღის სიცხე გაანიავოს.
კარგი იქნება, თუ ღამით სახლში განთავსებული კარადების კარსაც გაღებულს დატოვებთ, რადგან ისინი მთელი დღის მანძილზე დაგროვილ სიცხეს ინახავენ და ღამით სახლი არასაკმარისად გაგრილდება.

ღამით აუცილებლად გამორთეთ სითბოს გამომყოფი ხელსაწყოები - მათ შორის, ტელევიზორი და კომპიუტერი.
გაითვალისწინეთ, რომ სითბოს გამოყოფს დენის წყაროსთან მიერთებული ადაპტერებიც.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“