სიცოცხლისთვის საშიში შეფუთვა - რა უნდა ვიცოდეთ პოლიმერულ მასალაში შეფუთული კვების პროდუქტების შეძენისას?

რჩევები დიასახლისებს

12 აგვისტო 10:00, 2015 წელი

დიდი ხანია, რაც ქართველმა მომხმარებელმა, ასაწონთან შედარებით, შეფუთული კვების პროდუქტების უპირატესობა გააცნობიერა. ხორცის, ქათმის, თევზეულისა და რძის პროდუქტების გარდა, ბაზარზე უკვე პურ-ფუნთუშეული და ბოსტნეულიც შეფუთული სახითაა წარმოდგენილი, თუმცა...


გარდა იმისა, რომ შეფუთულ პროდუქციაში მაქსიმალურად შენარჩუნებულია არომატი და საგემოვნო თვისებები, შეფუთვაზე მითითებული ზუსტი წონა გამყიდველის მხრიდან წონაში მოტყუების საფრთხეს გამორიცხავს.
შესაფუთი მასალა პროდუქტს იცავს მექანიკური დაზიანებებისგან, დაბინძურებისგან, უცხო სუნისა და გემოს შერევისგან. საკვები პროდუქტები მეტწილად, შეფუთულია პოლიმერულ მასალაში.
უფრო იშვიათად, შესაფუთ მასალად გამოიყენება ქაღალდი, მეტალის შენაერთებისგან დამზადებული მასალა და მინა. 
ასაწონთან შედარებით, შეფუთული პროდუქციის ყველა უპირატესობის მიუხედავად, უნდა ვიცოდეთ, რომ პროდუქციის შეძენის დროს ყურადღება შეფუთვის ეკოლოგიურ მაჩვენებელზეც უნდა გავამახვილოთ, რადგან შესაფუთი მასალა შეიძლება, საკვები პროდუქტის საშიში მინარევებით დაბინძურების მიზეზი გახდეს.


„პლასტიკური რისკი“ ყველაზე ხშირად უკავშირდება მასალის წარმოების დროს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას, შენახვის პირობებსა და კვების პროდუქტებთან კონტაქტს.
პლასტიკს, ქაღალდისა და ხისგან განსხვავებით, არ შეუძლია ბუნებრივად დაშლა.
ბუნებაში არ არსებობს მიკროორგანიზმები, რომლებიც პლასტიკის გადამუშავებას შეძლებს.
სწორედ ამის გამო, ათასობით ტონა პლასტიკი გარემოს აბინძურებს, ხოლო დაწვის შემთხვევაში, გამოყოფს მომწამვლელ ნივთიერება დიოქსინს, რომელიც სასიკვდილო დაავადებების გამომწვევია.



არატოქსიკური პლასტიკი

პოლიეთილენის ტერეფტალატი - ეს მასალა 1978 წელს შეიქმნა და უმეტესად ერთ- და ორლიტრიანი ქილების დასამზადებლად გამოიყენება.
პოლიეთილენის ტერეფტალატისგან დამზადებულ კონტეინერში ცივი პროდუქტი ინახება, თუმცა ცხელი პროდუქტის შესანახად ან მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებლად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ის უსაფრთხოა და მისი გამოყენება შესაბამისი გადამუშავების შემდეგაც შესაძლებელია.


მჭიდრო პოლიეთილენი გამოიყენება რძისა და ზეთებისთვის განკუთვნილი ბოთლების დასამზადებლად და აბსოლუტურად უსაფრთხოა.


დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი კვების მრეწველობაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან გვხვდება.
60-იან წლებში მან მთლიანად განდევნა ხმარებიდან ცელოფანი.
გამოიყენება გამჭვირვალე პაკეტებისა და შეფუთვების დასამზადებლად და სრულიად უსაფრთხოა კვების პროდუქტების შესანახად.


ასევე, უსაფრთხო მასალაა პოლიპროპილენი - იოგურტისა და არაჟნის კონტეინერები სწორედ ამ მასალისგან მზადდება.


კვების პროდუქტების შესანახად არარეკომენდებული პლასტიკებია:
პოლისტირენი
- სწრაფი კვების ობიექტებში გავრცელებული ერთჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის მასალა. პოლისტირენისგან მზადდება კვერცხის კონტეინერი.
მასში შემავალი ფრეონების გამო, რეკომენდებული არ არის მასალის გამოყენება კვების პროდუქტების შესაფუთად.


პოლივინილქლორიდი - ეს პლასტიკი წარმოებაში 1927 წელს გამოჩნდა. ის გამოიყენებოდა ხორცპროდუქტების შეფუთვასა და ზეთის ბოთლების წარმოებაში. მას შემდეგ, რაც 1973 წელს გაჩნდა ცნობები კანცეროგენების შესახებ, რომლებიც პოლივინილქლორიდის კონტეინერებში შენახულ სითხეებში წარმოიქმნებოდა, მისი წარმოება მკვეთრად შემცირდა. პოლივინილქლორიდისგან დამზადებული ჭურჭლის შეძენა და გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ეს სახიფათო ნივთიერება ჭურჭლიდან გამოყოფას იწყებს მასში სასმელის ან საკვები პროდუქტის მოთავსებიდან ერთ კვირაში.  
ბოთლიდან სასმელში გადადის და თეფშიდან საკვებში, რის შემდეგაც ადამიანის ორგანიზმში ილექება.
ამ მასალისგან დამზადებული ბოთლები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შხამს დაწვის დროს გამოყოფენ.
ამ მასალისგან ამზადებენ სამრეწველო ქიმიისთვის განკუთვნილ ბოთლებსა და ერთჯერად ჭურჭელს. კეთილსინდისიერი მწარმოებელი საშიში ბოთლების ძირზე აკეთებს აღნიშვნას - სამკუთხედში მოთავსებულ სამიანს ან PVC.
რასაკვირველია, ასეთ საშიშ შეფუთვაში მოთავსებულ კვების პროდუქტებს აქვს სპეციფიკური პლასტმასის სუნი.
პოლივინილქლორიდი გამოიყენება სათამაშოების წარმოებაშიც. ამ მასალისგან მზადდება თოჯინის თავი და ხელები. მიუხედავად იმისა, რომ პოლივინილქლორიდის გამოყენება რეკომენდებული არაა, ოფიციალურად, ამ მასალაზე აკრძალვა არ არსებობს, ამიტომ მომხმარებელს ყურადღების გამოჩენა მართებს.
გახსოვდეთ, რომ უსაფრთხო პლასტმასი ცივი და მყარია, ხოლო პოლივინილქლორიდი რბილი და თბილი და ძალიან წააგავს ადამიანის კანს.
სანამ პროდუქციას შეიძენდეთ, დარწმუნდით, რომ საქონელზე არის აღნიშვნა «NONTOCSIC», რაც მის არატოქსიკურობას ნიშნავს.


მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში, ერთჯერადი ჭურჭელი შეიძლება იმაზე ტოქსიკური და საშიში გახდეს, ვიდრე პოლივინილქლორიდია.
პლასტიკის მასალაში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ცივ სასმელებში არ იხსნება, მაგრამ მსხვრევადი და მტვრევადი პოლისტიროლის ჭურჭელი ცხელ სასმელთან კონტაქტის დროს ტოქსიკურ სტიროლს გამოყოფს.
ამიტომ, თუ ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება გარდაუვალია, ცხელი კერძებისთვის გამოიყენეთ პროპილენის არამტვრევადი ჭურჭელი, რომელზეც გაკეთებულია აღნიშვნა Р-Р ან stirofoam.


იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება კვების პროდუქტების შესაფუთი მასალის გამოყენებამ მოიტანოს, ზოგიერთ ქვეყანაში მისი გამოყენება შეზღუდულია.


შესაფუთ მასალად ქაღალდის ან ქსოვილის გამოყენების დროს საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს შეფუთვაზე არსებული საღებავებისგან.
გამორიცხული არ არის, რომ საღებავი კვების პროდუქტზე გადავიდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნახატი უკვე პროდუქტით შევსებულ შეფუთვაზე კეთდება.

ისეთი ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთი მასალის გამოყენებისასაც კი, როგორიც ხეა, პროდუქტის უსაფრთხოობა გარანტირებული არ არის.
ხის მასალა არასათანადო პირობებში შენახვის შემთხვევაში, შეიძლება დალპეს და ყუთი  დაიშალოს.
ამის თავიდან ასაცილებლად ხეს ამუშავებენ სხვადასხვა პესტიციდებით, უსვამენ ლაქს, საღებავებსა და ა.შ.
ევროკავშირის ქვეყნებში ადგილი ჰქონდა ალუმინის ქილებში მოთავსებული პოპულარული სასმელით მოსახლეობის მასობრივი მოწამვლის ფაქტს. გამოძიებისას გაირკვა, რომ სასმელის ერთი პარტიის ტრანსპორტირებისას, ქილები ჩატვირთეს ახლად დამუშავებული ხის ყუთებში, რა დროსაც ქილების ზედაპირი ფუნგიციდით დაბინძურდა.
სწორედ ამ პარტიის რეალიზაციას მოჰყვა ადამიანების მასობრივად მოწამვლა.


ისიც გაითვალისწინეთ, რომ საკვები პროდუქტების მეტალის ქილებში მოთავსებისას, ზოგი მწარმოებელი შესაფუთ მასალას ისეთი ელემენტებით ამდიდრებს, როგორიცაა კალა, რკინა, ცინკი, ქრომი, კადიუმი და ა.შ.
ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი ელემენტი შესაძლოა კონტაქტში შევიდეს ქილაში განთავსებულ პროდუქტთან.  
ამის თავიდან აცილება საკმაოდ ძნელია, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებისას, სრულიად შესაძლებელია, შედეგები თავიდან ავიცილოთ.




დაბოლოს, ჩვენი რჩევაა:

არ გამოიყენოთ საკვებად პოლიმერული მასალისგან დამზადებულ შესაფუთში მოთავსებული პროდუქტები.
ერთჯერადი სარგებლობისთვის განკუთვნილი პლასტიკის ჭურჭელი გამოყენების შემდეგ გადააგდეთ.
არ გამოიყენოთ საკვები პროდუქტი, თუ შესაფუთ მასალას მკვეთრად გამოხატული სუნი აქვს.
ყოველდღიურად ნუ მოიხმართ დაკონსერვებულ პროდუქტებს.
ნუ გამოიყენებთ კვების პროდუქტებს, თუკი შეამჩნევთ შესაფუთი მასალიდან გადასულ საღებავის კვალს.
კარგად დააკვირდით შესაფუთ მასალაზე დატანილ ნიშნებს.


 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?