ნიგვზიანი ლეღვის ტრიუფელი, ლეღვის მურაბა თხილით და ლეღვის ჯემი კონიაკით

რჩევები დიასახლისებს

19 აგვისტო 10:00, 2015 წელი

ლეღვი სეზონური ხილია და დიდხანს არ ინახება, თუმცა, მისგან შესაძლებელია, უგემრიელესი ჯემი, მურაბა ან ტრიუფელი დაამზადოთ. ცნობისთვის - 100 გრ ლეღვი 74 კალორიას შეიცავს; 100 გრ კონსერვირებულ ლეღვში მხოლოდ 53 კალორიაა; ხოლო 100 გრამ მშრალ პროდუქტში - 257 კალორია.


ლეღვის ჯემი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და შეუცვლელი პროდუქტია ანემიის დროს.
კალიუმის შემცველობით ლეღვი მხოლოდ ბერძნულ კაკალს ჩამოუვარდება. შესაბამისად, რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
ლეღვის ჯემი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, მაგრამ არ არის რეკომენდებული დიაბეტის და სიმსუქნის დროს. ლეღვის მურაბა სიცხის დამწევ და ძალების აღმდგენ საშუალებად მიიჩნევა.
ჩვენ შემოგთავაზებთ ლეღვის უგემრიელეს სასუსნავებს, რომელთა მომზადება დამწყებ დიასახლისებსაც კი არ გაგიჭირდებათ.



ლეღვის ტრიუფელი „სამოთხის ცდუნება“
ლეღვი რამდენიმე წუთით ჩაუშვით მდუღარე წყალში. შემდეგ ამოიღეთ და გაშრობა აცადეთ.
ამასობაში, წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ შავი შოკოლადი.
ლეღვის ყუნწის საპირისპირო მხარე ჯვარედინად ჩაჭერით და ამოავსეთ მსხვილად გატარებული ან გახეხილი ნიგვზით.
მიეცით ტრიუფელის ფორმა და ყუნწით ჩაუშვით გამდნარ შოკოლადში.
შოკოლადიდან ამოღების შემდეგ ლეღვები გასაშრობად დააწყვეთ.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ შოკოლადმა გამაგრება დაიწყო, კაკაოში ან დაჭრილ ნიგოზში ამოავლეთ. გამზადებული ტრიუფელები რამდენიმე საათით მაცივარში შეალაგეთ.
გემრიელი დესერტი მზად არის.




ლეღვის მურაბა თხილით
100 გრამი პროდუქტი შეიცავს: 2,98% ცილებს, 2,98% ცხიმებს, 92,22% ნახშირწყლებს.


ინგრედიენტები:
2,5 კგ. ლეღვი
2.3 კგ შაქარი
300 გრ. თხილი.


ლეღვი დაალაგეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ წყალი და აცადეთ, სანამ გაშრება.
შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი და ამ მდგომარეობაში გააჩერეთ ერთი დღე, რათა წვენი გამოუვიდეს.
ამის შემდეგ დაადგით ზომიერ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ, ქაფი მოაცალეთ და, დაახლოებით, 40 წუთი ხარშეთ.
მურაბა ცეცხლიდან გადმოდგით და კიდევ ერთი დღე გააჩერეთ.
მეორე დღეს ისევ დადგით ცეცხლზე და ისევ 40 წუთი ადუღეთ.
წინასწარ გასტერილებულ  და გამშრალებულ ქილებში ჩაყარეთ მოხალული თხილი და ცხელი მურაბით შეავსეთ. ქილები მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ და გააცივეთ.
გამზადებული მურაბა გრილ ადგილას შეინახეთ.


 


ლეღვის ჯემი კონიაკით 
ინგრედიენტები:
400 გრ ლეღვი
120 გრ შაქარი
1 ცალი ლიმონი
მწიკვი მარილი
1 სუფრის კოვზი კონიაკი ან რომი.



მომზადების წესი:
გარეცხილი, გაუფცქვნელი ლეღვი დაჭერით შუაზე ან ოთხ ნაწილად და ჩაყარეთ ქვაბში.
დააყარეთ გახეხილი ლიმონი, შაქარი, მარილი და კონიაკი.
ამ მდგომარეობაში დატოვეთ რამდენიმე საათით და პერიოდულად მოურიეთ.
ამის შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ, დაახლოებით, 30-40 წუთი.
თან პერიოდულად ხის კოვზით ურიეთ.
როგორც კი შეატყობთ, რომ ჯემი მზადაა, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელი ჯემი ქილებში გადაიტანეთ.



 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?