შეხვდით ზამთარს - საკუთარი ხელით დაამზადეთ წყალგაუმტარი საცხი ფეხსაცმელებისთვის

რჩევები დიასახლისებს

7 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

უნივერსალური წყალგაუმტარი საცხის მომზადებას, რომელიც ფეხსაცმელს წვიმასა და თოვლში მშრალად შეინარჩუნებს, სახლის პირობებშიც მოახერხებთ. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, წვიმიან და თოვლიან ამინდში ფეხსაცმელი - დასველებისგან, საკუთარი თავი კი გაცივებისგან დაიცვათ.

პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ ფეხსაცმელი სახლიდან გასვლის წინ კი არა, სახლში შემოსვლისას უნდა იწმინდებოდეს. რაც უფრო ხშირად დაამუშავებთ ტყავის ფეხსაცმელს საცხით, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სირბილესა და ელასტიკურობას და ნაკლებად დასველდება.

უნივერსალური წყალგაუმტარი საცხის მომზადებას, რომელიც თქვენს ფეხსაცმელს წვიმასა და თოვლში მშრალად შეინარჩუნებს, სახლის პირობებშიც მოახერხებთ. 
ამისთვის დაგჭირდებათ 2 წილი პარაფინი ან ცვილი, 1 წილი თევზის ქონი და ცოტაოდენი წყალი;
ფეხსაცმელი ჯერ სველი, კარგად გაწურული ჩვრით და შემდეგ მშრალით გაწმინდეთ. 
გაალღვეთ პარაფინი ან ცვილი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და თევზის ქონი.
კარგად აურიეთ და როცა ოდნავ გაგრილდება, პატარა ღრუბლით ან ჩვრით ფეხსაცმელზე წაუსვით. რამდენიმე წუთის შემდეგ საცხის ნარჩენები ჯაგრისით მოაცილეთ და ფეხსაცმელი მშრალი ნაჭრით გააპრიალეთ. უკეთესი შედეგის მისაღწევად, შეგიძლიათ პროცედურა რამდენჯერმე გაიმეოროთ. 
მთავარია, რომ ეს აუცილებლად საღამოს  გააკეთოთ, რათა ღამის განმავლობაში საცხი ფეხსაცმელს კარგად გაუჯდეს და დილას სრულ მზადყოფნაში დაგხვდეთ.  
გამოცდილი სპეციალისტების აზრით, ცვილისა და თევზის ქონის სინთეზი ფეხსაცმლის ტყავზე სასიკეთოდ მოქმედებს. თევზის ქონი აღწევს რა ტყავში, მას წყალგაუმტარის თვისებას ანიჭებს, ხოლო ცვილი ტყავს ზემოდან თხელ ფენად ეკვრება და იცავს. 
წყალგაუმტარი ცვილით დამუშავებული ფეხსაცმელი უკეთ დაცულია და ტყავი ფერს არ იცვლის.



ზოგჯერ ტყავის ფეხსაცმლის ზედაპირზე მარილის თეთრი ლაქები ჩნდება, რაც ვიზუალურადაც უსიამოვნო სანახავია და ტყავის სტრუქტურასაც აზიანებს. 
თუ ტყავიდან მარილის ლაქების ამოყვანა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ამის გაკეთება ჩვეულებრივი ქაფურის ზეთითაც შეიძლება, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება. 
ცოტაოდენი ზეთი ღრუბელზე ან ტილოზე წაუსვით და ფეხსაცმლის ზედაპირი დაამუშავეთ. როცა ფეხსაცმელი კარგად გაშრება, ჩვეულებრივი საცხი წაუსვით.


წვიმიან ამინდში ფეხსაცმელი სწრაფად სველდება, მაგრამ მის გაშრობას დიდი დრო სჭირდება.
გაშრობა რომ დააჩქაროს, ბევრი ადამიანი ფეხსაცმელს რადიატორთან ან ღუმელთან ახლოს აწყობს, რაც ფეხსაცმლის სტრუქტურისთვის ძალიან საზიანოა. ამ დროს ფეხსაცმელი, მართალია, სწრაფად შრება, მაგრამ დეფორმირდება და შესაძლებელია, ზომაშიც მოიკლოს. 
ფეხსაცმ
ის გაშრობის საუკეთესო ვარიანტია მისი ქაღალდით ან ძველი გაზეთებით ავსება. ქაღალდი ზედმეტ სისველეს შეიწოვს და ფეხსაცმელი ოთახის ტემპერატურაზე გაშრება. შეგიძლიათ, ქაღალდი რამდენიმეჯერ შეუცვალოთ. ექსტრემალურ ვითარებაში შეიძლება ფეხსაცმლის გასაშრობად გამოიყენოთ მტვერსასრუტი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თმის საშრობი ფენი.


ფეხსაცმელმა რომ არ ისრიალოს (განსაკუთრებით, ყინვიან ამინდში) ძირზე ძალიან თხელ ფენად წაუსვით წებო და მოაფრქვიეთ ცოტაოდენი ქვიშა.


ფეხსაცმელს პერიოდულად დეზინფექცია სჭირდება. ამისთვის კი ჩვეულებრივი ძმრის ესენციაც გამოგადგებათ. ფეხსაცმელში ძმრის ესენციაში დასველებული ტამპონები ჩაალაგეთ, პოლიეთილენის პარკში  ჩააწყვეთ და ჰერმეტულად შეკარით. 12 საათის შემდეგ პაკეტი გახსენით, ფეხსაცმელი გაწმინდეთ და გაანიავეთ.


სხვათა შორის, ნესტი ფეხსაცმლისთვის ყოველთვის საზიანო არ არის. მაგალითად, ორთქლი ნატის ფეხსაცმელს მშვენივრად წმენდს და აწესრიგებს.
ხანგრძლივი დროით შენახული სპორტული ფეხსაცმლისთვის თბილი აბაზანები სასარგებლო და აუცილებელიც კი გახლავთ. აბაზანის შემდეგ დარბილებულ ტყავს თხელ ფენად წაუსვით გლიცერინი  და ფეხსაცმელი გაზეთებით გამოტენეთ.


ლაკის ფეხსაცმლის გასაწმენდად არასოდეს გამოიყენოთ სილიკონის ღრუბელი, რომელიც ახშობს და შლის ტყავის ფორებს. ლაკის ფეხსაცმლის გასაწმენდად, ცვილი საუკეთესო ვარიანტია.


ღია ფერის სპორტული ფეხსაცმლიდან ჭუჭყის ამოყვანა შესაძლებელია ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხით. ტილოს ფეხსაცმლის გასაწმენდად გამოიყენეთ წყალში პასტის კონსისტენციამდე  გახსნილი საჭმელი სოდა.


ტყავის ფეხსაცმლისთვის რეკომენდებულია თვეში ერთხელ ბალზამის გამოყენება. ის არბილებს ტყავს და გამოშრობისგან იცავს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?