როგორ შევინახოთ ვაშლი, ბროწეული, ნიორი და კარტოფილი ზამთარში?

რჩევები დიასახლისებს

21 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

გთავაზობთ გამოცდილი მებაღეების საინტერესო რჩევებს...  

როგორ შევინახოთ ვაშლი?
ვაშლის ხანგრძლივად შენახვა დამოკიდებულია არა მხოლოდ შენახვის მეთოდებზე, არამედ ვაშლის ჯიშზეც. ზოგიერთი ჯიშის ვაშლი სწორად შენახვის პირობებში თავის გემოვნურ თვისებებს ნახევარი წლის მანძილზეც არ კარგავს, ზოგის შენახვა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ხანგრძლივად შენახვას ყველაზე კარგად იტანს ისეთი ჯიშები, როგორიცაა ანტონოვკა, მელბა, გოლდენი, მაკინტოში, უნივერსალური სინაპი და ა.შ.
ა) დაახარისხეთ ვაშლი ზომების მიხედვით და გაითვალისწინეთ, რომ მსხვილი ნაყოფი გაცილებით ცუდად ინახება, ვიდრე პატარა.
ხანგრძლივი დროით შესანახი ვაშლის გარეცხვა ან გაწმენდა რეკომენდებული არ არის, რადგან ცვილის ნადები, რომელიც ნაყოფზე დაგროვდა, მას დაავადებებისგან იცავს.
ბ) ვაშლის შენახვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია ნაყოფის ქაღალდში შეხვევა და მშრალ ყუთებში ან კალათებში ჩალაგება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ნაყოფს ყუნწით მაღლა ჰქონდეს.
გ) ვაშლის შენახვა ქვიშაშიც შეიძლება. ყუთის ძირში, დაახლოებით, 20 სმ. სისქეზე ჩაყარეთ მშრალი ქვიშა. მჭიდროდ მოაწყვეთ ვაშლები და თავზე ქვიშა ისე მოაყარეთ, რომ ნაყოფი მთლიანად დაიფაროს.
ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. ქვიშაში შენახული ვაშლი აპრილ-მაისამდე არ გაფუჭდება და თავის სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს.


 


როგორ შევინახოთ ბროწეული?
ბროწეული გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი შესანიშნავი გემოთი, არამედ შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების მთელ კომპლექსს. ეს სუბტროპიკული ხილი შემოდგომის დასაწყისში მწიფდება, ამიტომ სწორად შენახვის შემთხვევაში მის გამოყენებას ზამთარშიც მოახერხებთ.  
ბროწეულის შეძენისას გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი ნაყოფი გარედან მშრალი, შიგნით კი წვნიანია. 
მწიფე ბროწეულს კანი თხელი, მყარი და მშრალი აქვს. 
სავსე და ჯანსაღი ნაყოფი 700 გრამამდე უნდა იწონიდეს. თითის ოდნავი დაჭერისას უნდა იგრძნობოდეს მწიფე მარცვლების ხრაშუნი. ნაყოფის თავზე მშრალი და კარგად გაშლილი „გვირგვინი“ სიმწიფის ნიშანია. ბროწეულს კარგად გადააქვს ტრანსპორტირება, მაგრამ სწრაფად კარგავს ტენიანობას და მასთან ერთად წვნიანობას, ამიტომ აუცილებელია, რომ შენახვის დროს გამოშრობის საშუალება არ მივცეთ. ამისთვის კი: 
ა) ჩვეულებრივი თიხა გააზავეთ არაჟნის კონსისტენციამდე და ამ მასით ამოავსეთ ბროწეულის გვირგვინები. თითოეული ნაყოფი ქაღალდში შეახვიეთ და ყუთებში ჩააწყვეთ. ასე შენახული ნაყოფი ინარჩუნებს წვნიანობას და არომატს. როგორც ბევრი სუბტროპიკული ხილი (კივი, ავოკადო, ხურმა), ბროწეულის ნაყოფიც დაბალ ტემპერატურაზე ინახება. +1 გრადუსზე შენახვის შემთხვევაში, ბროწეულის შენახვის ხანგრძლოვობა შეიძლება 9 თვემდე გაზარდოთ. გაითვალისწინეთ, რომ მჟავე ჯიშები გაცილებით უკეთ ინახება, ვიდრე ტკბილი.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ბროწეულის ხარისხი გაეჭვებთ, შესაძლებელია, მხოლოდ მარცვლების შენახვა. გაარჩიეთ ნაყოფი, მარცვლები პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეთ და გაყინეთ.



როგორ შევინახოთ ნიორი?
ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ ნიორი სამზარეულოში ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი პროდუქტია, მაგრამ მის სწორად შენახვას ყველა ვერ ახერხებს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ნიორი თავის სასარგებლო თვისებებს ნელ-ნელა კარგავს და, საბოლოოდ, ხმება.
ასე რომ არ მოხდეს, ჩვენი სასარგებლო რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.
ა) ნივრის შენახვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია მისი მარილში შენახვა.  
აიღეთ ღრმა ჯამი ან ქილა, ჩაყარეთ მარილი (არანაკლებ 3 სმ), მოაწყვეთ ნივრის თავები და ისევ მარილი მოაყარეთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. თან ყურადღება მიაქციეთ, რომ მარილიც და ნიორიც აბსოლუტურად მშრალი იყოს. ჭურჭელი მოათავსეთ მშრალ და გრილ ადგილას.
არანაკლებ ეფექტურია ნივრის შენახვა ქსოვილისგან შეკერილ ტომსიკებში.
მჭიდრო და გამძლე ქსოვილისგან შეკერეთ პატარა ტომსიკები. ჩაყარეთ შიგნით ხახვის ფურცლები და მოათავსეთ ნიორი. 
ბ) ნივრის ხანგრძლივი დროით შესანახად ზოგი დიასახლისი პარაფინს იყენებს.
ჩვეულებრივი სანთლის პარაფინი წაუსვით ნიორს თავზე, მჭიდროდ ჩაალაგეთ ტომსიკაში და მშრალ ადგილზე შეინახეთ. ასე დამუშავებული ნიორი პრაქტიკულად გაზაფხულამდე ინახება. 
გ) იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო და ნიორმა გაფუჭება დაიწყო, გაასუფთავეთ კანისგან, წვრილად დაჭერით და მაცივარში შეინახეთ. 


 


როგორ შევინახოთ კარტოფილი?
კარტოფილის ბოლქვები შენახვისას გამოყოფენ ნახშირორჟანგს, წყალსა და სითბოს. მარტივად რომ ვთქვათ, სუნთქავენ. რაც უფრო ინტენსიურია ეს „სუნთქვა“, მით უფრო სწრაფად კარგავს კარტოფილი ტენიანობას, ჭკნება და ფუჭდება.
კარტოფილის „სუნთქვის“ შეჩერება შესაძლებელია მისი დაბალ ტემპერატურაზე მოთავსებით.
შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 4-7 გრადუსია, ამიტომ შემოდგომით კარტოფილიანი ტომრები ჯობია, მშრალ აივანზე შეინახოთ, ხოლო ზამთარში - სახლის ყველაზე გრილ ადგილას ან სარდაფში.
სახლის პირობებში, კარტოფილის შესანახად ქსოვილისგან შეკერილი ტომრები გამოგადგებათ. ისინი კარგად ატარებს ჰაერს და უძლებს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას.
ტომრებში კარტოფილი რომ არ დაიორთქლოს, თავზე ერთ ან ორ რიგად მოაწყვეთ ჭარხალი. ის შეიწოვს კარტოფილისგან გამოყოფილ ნესტს და ამის ხარჯზე თავადაც არ დაჭკნება.
სარდაფში თუ სახლში შენახული კარტოფილის ყველაზე დიდი მტერია სოკოები და ბაქტერიები, რომლებიც ლპობას იწვევს. მათი სრულად მოსპობა შეუძლებელია, თუმცა გავრცელების შეზღუდვა - შესაძლებელი. ამისთვის კარტოფილს ჩააყოლეთ ცირცელის ფოთლები, რომლებიც ხელს უშლის ლპობის პროცესის დაწყებას. 50 კგ კარტოფილზე დაგჭირდებათ 1 კგ ფოთოლი. კარტოფილის ლპობის შესაჩერებლად მებაღეები მათი მდუღარე წყლით დამუშავებას გვირჩევენ, თუკი ეს შესაძლებელია. 
ჩააწყვეთ კარტოფილი ბადისებრ ჩანთაში და რამდენიმე წამით მდუღარე წყალში ჩაუშვით. ამ დროის განმავლობაში ბოლქვზე განთავსებული სოკოები და ბაქტერიები დაიღუპებიან, ხოლო კარტოფილი მთელი ზამთრის განმავლობაში საღად შეინახება. 
„წყლის პროცედურის“ შემდეგ კარტოფილი მშრალ და ბნელ ადგილას უნდა გააშროთ. 
ასე დამუშავებული კარტოფილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გაფუჭდება და ზამთარში მის შესაძენად ორმაგი ფასის გადახდა აღარ მოგიწევთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?