როგორ გავათბოთ სახლი ზედმეტი დანახარჯების გარეშე?

რჩევები დიასახლისებს

28 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი

გაითვალისწინეთ, რომ სახლის სწორად გათბობის შემთხვევაში სითბოს დანაკარგი 40%-ით შემცირდება და ოთახში ტემპერატურა 3-10 გრადუსით მოიმატებს.

თავდაპირველად კარგად გაარკვიეთ, საიდან შემოდის თქვენს სახლში სიცივე. გახსოვდეთ, რომ სახლის სიცივეს შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: ცუდი გათბობა, კედლებსა და კარ-ფანჯრის გარშემო არსებული ხვრელები და თხელი კედლები. გაითვალისწინეთ, რომ შენობის კედლებიდან ვკარგავთ სითბოს 23%-ს, ფანჯრებიდან - 17%-ს, იატაკიდან - 12%-ს და ჭერიდან 18%-ს (საკვამურის ღიობის შემთხვევაში - 21%-ს). სწორედ ამ დანაკარგების შემცირება შეგვიძლია შენობების თბოიზოლაციით. თბოიზოლაციის დარღვევის მიზეზების აღმოჩენის შემდეგ, ჩვენი რჩევები ზედმეტი დანახარჯის გარეშე სახლის დათბობასა და ზამთრის სიცივის  კომფორტულად გადატანაში დაგეხმარებათ.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად, თბოიზოლაციის პროცესი კომპლექსურად უნდა ჩაატაროთ. ამ დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ფანჯრებს, კედლებს, იატაკს, ჭერს, და შემოსასვლელ კარს.


ფანჯრები
თერმული ეფექტურობის თვალსაზრისით ფანჯრები ხშირად მიიჩნევა კრიტიკულ ადგილად. თუ თქვენი ფანჯრები მზის მხარეს მდებარეობს, ხელიდან არ გაუშვათ ოთახების უფასოდ გათბობის შანსი და მზის ამოსვლისთანავე ფარდები და ჟალუზები გახსენით. მზის ჩასვლის შემდეგ სახლიდან ყველაზე მეტი სითბო ფანჯრიდან იკარგება, ამიტომ დაღამებისთანავე ფანჯრებს მჭიდრო და სქელი ფარდები ჩამოაფარეთ. ძალიან ცივ ამინდში ძველი პლედების ან საბნების ჩამოფარებაც შეიძლება.
ფანჯრებიდან ცივი ჰაერის შემოსვლას ყველაზე კარგად ახალი მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟებით აიცილებთ, მაგრამ თუ ამის სურვილი ან საშუალება არ გაქვთ, ძველი ფანჯრების შეკეთებაზე უნდა იზრუნოთ. ფანჯრის ჩარჩოებს შორის, ჰერმეტიზაციისთვის, იხმარება როგორც სილიკონი, ასევე რეზინის შემამჭიდროებელი ლენტები. სამშენებლო მასალების მაღაზიებში იყიდება სპეციალური მონტაჟის ქაფი, რომლის დახმარებით ფანჯრის გარშემო არსებული  ხვრელების ამოვსებას 10-15 წუთში მოახერხებთ. თუ ძველი ხის ფანჯრები გაქვთ, შეცვალეთ მინის დამჭერი „ზამაზკა“ და უკვე ამოვსებულ ხვრელებს სპეციალური წებოვანი ლენტა გადააკარით, ფანჯრის მინებს კი - წებოვანი შესაფუთი პოლიეთილენი. ამისთვის წებო არ დაგჭირდებათ. უბრალოდ, დაასველეთ მინა და მიაკარით წინასწარ გამზადებული პოლიეთილენის ნაჭერი. ასეთი მარტივი ხერხით შეძლებთ, ფანჯრიდან სითბოს დაკარგვა 50% შეამციროთ.




შემოსასვლელი კარი
იდეალური ვარიანტი იქნება, თუ შემოსასვლელში ორ კარს დააყენებთ - გარე მეტალის კარს საიმედო დაცვისთვის და შიდა ხის კარს თბოიზოლაციისთვის. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, არსებული კარის „დათბილვას“ შეუდექით. უპირველეს ყოვლისა, ამოავსეთ კარსა და მის ჩარჩოს შორის არსებული ხვრელები, რაშიც სამონტაჟო ქაფი ან სილიკონის „ჰერმეტიკა“ დაგეხმარებათ. დარწმუნდით, რომ კარი მჭიდროდ ზის ჩარჩოში. კარსა და ჩარჩოს შორის ღრიჭოს არსებობის შემთხვევაში, შეავსეთ ის წებოვანი ან რეზინის ლენტით.



კედლები

თუ კარ-ფანჯრის იზოლირების მიუხედავად, ოთახში მაინც ცივა, კედლების დათბობას შეუდექით.
განასხვავებენ კედლების იზოლირების 3 სხვადასხვა ძირითად საშუალებას: შიდა იზოლაცია, გარე იზოლაცია და განაწილებული იზოლაცია.
ვინაიდან ჩვენი რუბრიკა დიასახლისებისთვისაა, შემოგთავაზებთ კედლის თბოიზოლაციის ისეთ მარტივ ხერხებს, რომელთა შესრულება სირთულეს არ წარმოადგენს.
კედელში არსებული ხვრელების ამოვსებაში, როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ სილიკონის „ჰერმეტიკა“, რომელიც სამშენებლო მასალების მაღაზიებში იყიდება. კედლების ხარისხიანად დათბობა შეიძლება წყალგამძლე გიპსოკარდონით, „მინის ბამბით“, პოლისტიროლით ან კორპითაც.
თუ სახლში გაქვთ ბუხარი ან ღუმელი, რომელსაც იშვიათად იყენებთ, დარწმუნდით, რომ მისი გამწოვი დახურულია. გამწოვიდან სითბოს გადინება შეიძლება სპეციალური გასაბერი ცელოფნის ტომრის საშუალებით შეაჩეროთ.  



როგორ გავათბოთ ჭერი და იატაკი
იატაკის გათბობას ყველაზე მეტად პირველი სართულის მცხოვრებლები საჭიროებენ, ხოლო ჭერის დათბობა უმეტესად ბოლო სართულზე მცხოვრებლებს სჭირდებათ.
ზამთრის ცივ დღეებში დააფინეთ სახლში რაც შეიძლება მეტი ხალიჩა. კარგი იქნება, თუ ხალიჩა მაღალი და ნატურალურია. ეს თქვენს იატაკს მნიშვნელოვნად გაათბობს. თუ ხალიჩის სითბო თქვენთვის საკმარისი არაა, ხალიჩის ქვეშ იატაკზე ხისტი მინერალური ბამბა, გაფართოებული პოლისტიროლის ქაფი ან თაბაშირის ბოჭკოვანი მასალა გადააკარით. ჭერის დამათბობლად იგივე მასალა გამოიყენება, რაც იატაკის შემთხვევაში - ბუნებრივია, ხალიჩის გარდა.



თბოამრეკლი ეკრანი
იმისთვის, რომ რადიატორებიდან წამოსული სითბო უფრო ეფექტურად გამოიყენოთ, საჭიროა მის სიახლოვეს თბოამრეკლი ეკრანი დააყენოთ.
ამის გაკეთებას ნებისმიერი დიასახლისი მარტივად მოახერხებს.
გამოჭერით სასურველი ზომის მუყაოს ნაჭერი, გადააკარით ალუმინის ფოლგა და მოათავსეთ რადიატორის უკან. ეს სითბოს კარგი ამრეკლი იქნება და ოთახს საგრძნობლად გაათბობს.



ეკონომიური გამათბობელი
ორი თიხის ქოთნისა და სანთლისგან შეგიძლიათ გააკეთოთ სანთლის კომპაქტური და ეკონომიური გამათბობელი. ასეთ გამათბობელს პატარა ოთახში ტემპერატურის აწევა ყველანაირი ხარჯის გარეშე შეუძლია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?