როგორ გავაუთოოთ უთოს გარეშე: პრაქტიკული რჩევები

რჩევები დიასახლისებს

25 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

ნებისმიერ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა უთო გაფუჭდა ან ელექტროენერგია არ გვაქვს და ტანსაცმელს ვერ ვაუთოებთ, არადა მნიშვნელოვან შეხვედრაზე გვაგვიანდება. იმავე პრობლემას ვაწყდებით, მაგალითად, როცა სასტუმროს ნომერში ჩანთიდან ამოღებულ ტანსაცმელზე ნაკეცებს აღმოვაჩენთ.

როგორ გავასწოროთ ტანსაცმლის ნაკეცები უთოს გარეშე?
პირველი რჩევაა, შეძენისას შეარჩიოთ ისეთი მასალისგან შეკერილი ტანსაცმელი, რომელიც ნაკლებ ან საერთოდ არ იჭმუჭნება. ასეთი ქსოვილები სინთეტიკისა და ბამბის ან შალის ნარევისგან მზადდება. რეცხვის შემდეგ სწრაფად შრება და თითქმის  არ იჭმუჭნება.
რა თქმა უნდა, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი მოსახერხებელია, მაგრამ ნაკეცები ადვილად უჩნდება. ამიტომ სადმე გამგზავრებამდე წინასწარ იზრუნეთ საკუთარ გარდერობზე. გახსოვდეთ, რომ ასეთი შემთხვევებისთვის სინთეტიკური და ბუნებრივი მასალის სინთეზით დამზადებული ქსოვილი ყველაზე მისაღები და მოსახერხებელია.


ცხელი ორთქლი
ბევრი დიასახლისისთვის ნაცნობია დაჭმუჭნული ქსოვილის ორთქლზე გასწორების მეთოდი. მათ კი, ვისაც ამის შესახებ არაფერი სმენია, გირჩევთ:
გაავსეთ აბაზანა ძალიან ცხელი წყლით. დაკიდეთ აბაზანის თავზე ტანსაცმელი, რომლის „გაუთოებასაც აპირებთ“ და კარი გამოხურეთ. 20 წუთის შემდეგ ტანსაცმელზე ნაკეცები გასწორებული დაგხვდებათ.
თუ აბაზანის ნაცვლად, შხაპის კაბინა გაქვთ, მით უკეთესი. მოუშვით ცხელი წყალი, დაჭმუჭნული ტანსაცმელი ჩამოკიდეთ კაბინაში, წყლის მიმართულება ტანსაცმლის საპირისპირო მხარეს მიმართეთ და კაბინა დაკეტეთ. 5-10 წუთის შემდეგ ტანისამოსი „გაუთოებული“ დაგხვდებათ.
ორთქლით დაუთოების ყველაზე მარტივი მეთოდია ჩაიდანში წყლის ადუღება.
წყალი კარგად რომ ადუღდება, მის თავზე დაკიდეთ გასაუთოებელი ტანსაცმელი. მალე ტანსაცმელზე ნაკეცები გაქრება.
გახსოვდეთ, რომ ორთქლით გაუთოების მეთოდს ერთი ნაკლი აქვს - ცოტა ხანს ტანსაცმელი ნოტიო იქნება.




წყლისა და ძმრის ნარევი
ალბათ იცით, რომ ძმარი კარგად არბილებს ქსოვილს, მაგრამ შეიძლება არ იცოდეთ, რომ წყლისა და ძმრის ნარევი ნებისმიერი სახის ქსოვილს გაასწორებს. თანაბარი პროპორციებით გაამზადეთ წყლისა და ძმრის ნარევი და წყლის სასხურებლით თანაბრად დანამეთ დასაუთოებელი ქსოვილი.
ამის შემდეგ გარკვეული ხნის მანძილზე ქსოვილი ნოტიო იქნება, თუმცა გაშრობის შემდეგ, ყველა ნაკეცი გასწორდება.





სწორად შეარჩიეთ რეცხვის რეჟიმი 

დიასახლისების უმეტესობა რეცხვისთვის ავტომატური რეჟიმის მქონე სარეცხ მანქანას არჩევს, რომელსაც მაღალ ბრუნებზე ტანსაცმლის მაქსიმალურად გაწურვა შეუძლია. ასე გაწურული სარეცხიდან წყალი არ წვეთავს და გაცილებით სწრაფად შრება, მაგრამ ჩნდება მეორე პრობლემა - უამრავი ნაკეცი. აქედან საუკეთესო გამოსავალია „ნაკეცების გარეშე“ ფუნქციის შერჩევა. რა თქმა უნდა, სარეცხი საუკეთესოდ გაწურული არ იქნება, მაგრამ გაშრობის შემდეგ მისი გაუთოება არ დაგჭირდებათ.




გააშრეთ ტანსაცმელი სწორად

გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელი (თუ ტრიკოტაჟისგან არ არის დამზადებული) რამდენჯერმე კარგად დაფერთხეთ. გაწურვისას გაჩენილი ნაკეცები სწორ ზედაპირზე ხელით კარგად გაასწორეთ და „მხრებით“ საკიდზე დაკიდეთ. დილას ტანსაცმელი მშრალი და გასწორებული დაგხვდებათ და შეძლებთ, გაუთოების გარეშეც თამამად ჩაიცვათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?