სოდის 10 ჯადოსნური თვისება

რჩევები დიასახლისებს

2 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

ნატრიუმის ბიკარბონატი, ანუ, უბრალოდ, საჭმელი სოდა, თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილია, რომელიც ყველა ოჯახშია. დიასახლისები სოდას ნამცხვრის ასაფუებლად და საწმენდ საშუალებად იყენებენ, თუმცა ეს მისი შესაძლებლობების უმცირესი ნაწილია. ამ ძვირფასი პროდუქტის დახმარებით შესაძლებელია, იაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ჯანმრთელობის ზოგიერთ პრობლემას.


1. დავიწყოთ იმით, რომ 1 ჭიქა რძეში შერეული 1 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი თაფლი შესანიშნავი საშუალებაა ხველის შესამსუბუქებლად. სოდას აქვს სუსტი ანტისეპტიკური მოქმედებაც, ამიტომ სასარგებლოა დაავადებულ ყელში გამოსავლებად. 1 ლიტრ მდუღარე წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი სოდა, ასევე, საუკეთესო საშუალებაა ინჰალაციის ჩასატარებლად. სურვილისამებრ, შეგიძლიათ, დაამატოთ ფიჭვის, ევკალიპტის ან როზმარინის ზეთი.


2. სოდიანი ხსნარი შველის კოღოს ნაკბენით გამოწვეულ ქავილს. 1/2 სადილის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა წყალში, ამ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ ნაკბენზე, გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


3. საჭმელი სოდა ერთ-ერთი საუკეთესო და, ამასთანავე, უვნებელი საშუალებაა ოფლის სუნის გასაქრობად. ის ანეიტრალებს მჟავე გარემოს, რომელშიც არასასიამოვნო სუნის გამომწვევი სპორები და ბაქტერიები იბუდებენ. ამიტომ ბანაობის დროს რეკომენდებულია იღლიებში ცოტაოდენი სოდის წასმა. ვისაც ფეხის ოფლიანობა აწუხებს, შეუძლია, ფეხსაცმელი შიგნიდან სოდიანი წყლით გაწმინდოს ან, უბრალოდ, სოდა მოაფრქვიოს.

4. ქსოვილიდან ლაქის ამოყვანა - ლითონის ჯამში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი და მწიკვი პურის სოდა. დალაქავებული ადგილი ჩაუშვით ამ ხსნარში, ცოტა ხნით გააჩერეთ, თან ჯაგრისი უსვით. ასე გაიმეოროთ მანამ, სანამ ლაქა სრულიად არ გაქრება.




5. დეზოდორის ლაქის ამოყვანა - სოდისა და წყლისგან გააკეთეთ „ფაფა“ და პრობლემურ ადგილზე კარგად წაუსვით. ასე დატოვეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ჯერ - თბილი წყლითა და საპნით, მერე კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


6. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სოდა მარტივად აქრობს ცეცხლს. ასე რომ, ქურასთან ახლოს ყოველთვის გქონდეთ სოდა. და თუ, მაგალითად, ტაფა აალდება, ცეცხლი სოდის დაყრით ჩააქრეთ.

7. სოდა კარგი საშუალებაა ტეფლონის ტაფების გასაწმენდად. მოვლის თვალსაზრისით, ტეფლონის ტაფა ყველაზე უპრობლემოა, ვინაიდან ტეფლონი ნამწვს გაჩენის საშუალებას არ აძლევს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ტაფა მხოლოდ სოდიან ხსნარში დალბობის შემდეგ უნდა გაწმინდოთ, რადგან უხეში სარეცხი საშუალებით გაწმენდით ან გახეხვით შეიძლება, ნაკაწრები გაჩნდეს და დაზიანდეს. 
ცხელ წყალში ჩაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი სოდა და ამ ხსნარში ჩადეთ ტეფლონის ტაფა. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ ტაფა ამოიღეთ და ძალდაუტანებლად, ღრუბლის საშუალებით გაწმინდეთ.

8. სოდა ეფექტურად აქრობს მაცივარში გაჩენილ არასასიამოვნო სუნს. ამისთვის პატარა ჯამში ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი სოდა და ჯამი რამდენიმე დღით შედგით მაცივარში. 


9. თუ ხილის, ბოსტნეულის, სალათის ფურცლების რეცხვისას წყალში 1-2 ჩაის კოვზ სოდას დაუმატებთ, ჭუჭყთან ერთად, მიკრობებსა და საშიშ ქიმიურ ნარჩენებსაც მოაშორებთ. 

10. სოდის საშუალებით ადვილად გაფცქვნით მოხარშულ კვერცხს. ამისთვის კვერცხის ხარშვისას წყალში 1/2 ჩაის კოვზი სოდა ჩაყარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?