ხერხები კაკლის ადვილად დასამტვრევად და10 რჩევა თაფლის ამოსაცნობად

რჩევები დიასახლისებს

9 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

ახალი წელი ნიგვზის და თაფლის გარეშე წარმოუდგენელია. იმის გამო, რომ ნიგოზი კაკალზე ბევრად ძვირი ღირს, დიასახლისები ხშირად გასატეხი კაკლის ყიდვას ამჯობინებენ, მისი გარჩევა კი შრომატევადი საქმეა. იცით, როგორ უნდა გაარჩიოთ კაკალი ადვილად და რატომ არ უნდა შეიძინოთ მაღაზიის ლამაზ ქილებში მოთავსებული თაფლი? 


ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ კაკალი ჩაქუჩის, უროს, გრდემლისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე, მარტივად გაარჩიოთ.


პირველ რიგში, კაკლის ნაჭუჭის დარბილებაზე უნდა იზრუნოთ:  
ჩაყარეთ კაკალი მოზრდილ, ემალირებულ ჯამში და დაასხით ქაფქაფა, მდუღარე წყალი.
20-30 წუთის შემდეგ, წყალი გადაღვარეთ და კაკლის გარჩევას შეუდექით: კაკლის ბოლოში (სადაც ყუნწი იყო) შეამჩნევთ პატარა ნახვრეტს, სწორედ აქედანაა შესაძლებელი კაკლის გახსნა დანის წვერით.


კაკლის ადვილად გარჩევის მეორე მეთოდიც არსებობს:
მოათავსეთ კაკალი 200 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში 10 წუთით და შემდეგ ცხელ-ცხელი დაამტვრიეთ.


კაკლის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ თხელკანიანი კაკლის გამოსავლიანობა ბევრად მეტია, ვიდრე­ სხვა ჯიშის კაკლისა. თხელკანიანი კაკლის 1 კგ-დან 450-520 გრამამდე ნიგოზი მიიღება, სქელკანიანი კაკლის შემთხვევაში კი - 1 კგ-დან 350-400 გრამამდე.


როგორ უნდა განასხვაოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან და რატომ არ უნდა შეიძინოთ მაღაზიის ლამაზ ქილებში მოთავსებული თაფლი?


თაფლის ხარისხი და მასში სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია პირველ რიგში დამოკიდებულია მეფუტკრის გამოცდილებაზე, პატიოსნებასა და გარემოს ეკოლოგიურობაზე, სადაც თაფლი მოიპოვება. ნებისმიერი მეფუტკრისთვის ცნობილია, რომ თაფლის მოპოვების არეალი არ უნდა მდებარეობდეს ქიმიურ ქარხნებთან და, ზოგადად, ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოსთან ახლოს.


თაფლში ჩარჩენილი ფუტკრისა და ფიჭის ნაწილები სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტი აუცილებლად ნატურალურია. ხშირად თაფლის გამყიდველები ამ კომპონენტებს მომხმარებლის თვალის ასახვევად ამატებენ, თუმცა გარკვეული ხერხების დახმარებით, გამყიდველის ეშმაკობას ადვილად ამოიცნობთ.

ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ნატურალური და ხარისხიანი თაფლი ფალსიფიცირებული და უხარისხო თაფლისგან გაარჩიოთ. მაშ ასე:


1) თაფლის ხარისხიანობის დადგენა მისი წონითაც შეიძლება. უნდა იცოდეთ, რომ ერთი ლიტრი ნატურალური თაფლი არ უნდა იწონიდეს 1,4 კგ-ზე ნაკლებს. ერთი კილოგრამი თაფლი უნდა თავსდებოდეს 0,8 ტევადობის ქილაში. თუ არ ჩაეტია, იმას ნიშნავს, რომ მასში წყლის ჭარბი ოდენობაა;


2) ნატურალური, კარგად დამწიფებული თაფლი კოვზზე ლენტივით ეხვევა. ახალი, დაუკრისტალებელი თაფლის სიმწიფის დასადგენად, მისი ტემპერატურა 20 გრადუსამდე აჰყავთ, შემდეგ კი კოვზით იღებენ და ატრიალებენ. თუ თაფლი მომწიფებულია, ის ლენტივით დაეხვევა კოვზზე.
გახსოვდეთ, რომ მოუმწიფებელი და ფალსიფიცირებული თაფლი ადვილად იღვენთება კოვზიდან!



3) მაღაზიის დახლებზე ლამაზ ქილებსა და შეფუთვაში მოთავსებული კრიალა და გამჭვირვალე თაფლი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ სასარგებლო ნივთიერებებისგან სრულიად დაცლილია. როგორც აღმოჩნდა, ქილებში მოსათავსებლად და სასაქონლო სახის მისაცემად თაფლს მაღალ ტემპერატურაზე აცხელებენ, ხოლო თერმული დამუშავების შედეგად ყველა სასარგებლო ნივთიერება იკარგება და ქილაში, პრაქტიკულად, სუფთა გლუკოზა რჩება. აი, სწორედ ამიტომ არ შეიძლება ცხელ ჩაიში თაფლის დამატება.


4) ნატურალური თაფლი არსებობს თხევადი და დაშაქრული. თაფლის კრისტალიზაცია დამოკიდებულია ყვავილებზე, საიდანაც ნექტარი შეგროვდა, და თაფლის შენახვის ტემპერატურაზე. თაფლის უმეტესი სახეობები ნოემბერ-დეკემბერში შაქრდება. დაშაქრებული თაფლის ყიდვისას დარწმუნებული იყავით, რომ ის ნატურალურია. თუ თქვენ მიერ შენახული თაფლი ზამთარშიც თხევადია და არ კრისტალდება, დიდი ალბათობით, ის ფალსიფიცირებულია, რადგან ამ დროისთვის თაფლი დაკრისტალებული უნდა იყოს. გაზაფხულამდე მხოლოდ აკაციის, მანანისა და წაბლის თაფლი რჩება თხევადი.


5) ჩამოსასხმელი თაფლის შეძენისას ნუ შეაჩერებთ არჩევანს ძალიან გამაგრებულ და გაქვავებულ თაფლზე, რომლის დანით გაჭრაც კი ძნელია. ეს თვისება თაფლის სიძველეზე მიუთითებს.
საქმე ის გახლავთ, რომ შენახვის დროს თაფლი აქტიურად შეიწოვს ნესტს და სხვადასხვა არომატებს. თქვენ კი არა გაქვთ იმის გარანტია, რომ თაფლი კარგ პირობებში იყო შენახული.


6) ზოგჯერ შენახული თაფლი ორ ფენად იყოფა - ქვემოდან კრისტალდება, ხოლო ზემოთ თხევადია.
ეს ნიშნავს, რომ თაფლი არ არის მომწიფებული და ზედმეტი რაოდენობის წყალს შეიცავს. ამიტომ, ის რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს საკვებად გამოყენებული, რადგან მოუმწიფებელი თაფლი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ინახება. თხევადი თაფლის შეძენისას კარგად დააკვირდით და არასოდეს იყიდოთ თაფლი, რომელშიც რამდენიმე ფენა შეიმჩნევა: ქვედა უფრო სქელი და ზედა გაცილებით თხევადი. ეს აშკარა ფალსიფიკაციის მანიშნებელია.


7) იმის დადგენა, შეიცავს თუ არა თაფლი მინარევებს, სახლის პირობებშიც შეიძლება, თუმცა მცირედი გარჯა მოგიწევთ. ცოტაოდენი თაფლი გახსენით გამოხდილ წყალში (პროპორციით 1:1) შეანჯღრიეთ და სუფთა სპირტით გააზავეთ (პროპორციით 2 წილი თაფლიანი წყალი და 10 წილი სპირტი) და კიდევ კარგად შეანჯღრიეთ. თუ თაფლი მინარევებს შეიცავს, ხსნარი გამუქდება.
თაფლში შაქრის სიროფის შემცველობის დადგენა ვერცხლის ნიტრატის 5-10%-იანი ხსნარით არის შესაძლებელი.
თაფლში სახამებლის შემცველობა კი შეიძლება მასზე იოდის დაწვეთებით დაადგინოთ. თუ თაფლის წვეთი გალურჯდა, სახამებლის შემცველობა სახეზეა.
ზოგჯერ, თაფლის გასასქელებლად მასში ცარცს ამატებენ - დააწვეთეთ თაფლზე ძმარი. თუ თაფლში ცარცის შემცველობაა, ის აშიშინდება.


8) გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჭიქა მდუღარე წყალში. სუფთა და ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არავითარ ნალექს არ დატოვებს.  წყალში ცოტაოდენ სპირტს თუ ჩაუმატებთ და ისევ გამჭვირვალე დარჩება, ე.ი. თაფლი სრულიად ნატურალურია.


9) თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი. თუ სახამებელი თაფლის თავზე თეთრი ქუდივით დარჩა და არ გაიხსნა, შესანიშნავი თაფლია.


10) ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და 10 წუთის შემდეგ ამოიღეთ. ნატურალურ თაფლში პური გამაგრდება, თუ პური დარბილდა ან დაიშალა, თაფლი ფალსიფიცირებულია, ანუ თქვენ წინაშე შაქრიანი სიროფია.


ხალისიან საახალწლო განწყობას გისურვებთ!


 


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?